თეთრი დიეტა

დიეტა

21 იანვარი 14:00, 2016 წელი

თეთრი დიეტა დაბალკალორიულია და მისი შემქმნელები ამტკიცებენ, რომ, თუკი ერთი კვირის მანძილზე მას ზუსტად შეასრულებთ, ზედმეტ ხუთ კილოგრამს გამოემშვიდობებით. 

ამ დიეტის ძირითადი არსია, მიირთვათ თეთრი ფერის პროდუქტები: კეფირი, მაწონი, იოგურტი, კვერცხი, ხაჭო და ა.შ. მოგეხსენებათ, რძის პროდუქტები მდიდარია კალცით. აქედან გამომდინარე, „თეთრი დიეტით“, კბილებსაც გაიმაგრებთ და ორგანიზმს სხვა სასარგებლო ელემენტებითაც უზრუნველყოფთ.


 


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- რძის პროდუქტის ცხიმიანობა არ უნდა აღემატებოდეს  3,5-4%-ს;
- ხაჭო შეიცავს ამინომჟავა მეთიონინს, რომელიც აუცილებელია ღვიძლისთვის, თუმცა, დღის მანძილზე 150 გრამზე მეტი ხაჭო არ მიირთვათ, რადგან ხაჭო ძალიან მდიდარია კალცით და კალცის გადაჭარბებულად მიღებამ, შესაძლოა უკუჩვენება გამოიწვიოს. 
- ყოველდღიურად, ძილის წინ, აუცილებლად მიირთვით 150-200 გრამი კეფირი. ეს, პირველ რიგში, შიმშილის შეგრძნებას გაგიქრობთ და ასევე, ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურად ფუნქციონირებას.
- თუკი თქვენთვის მაწონი უფრო მისაღებია, შეგიძლიათ, კეფირი მაწვნით ჩაანაცვლოთ.
- ამოიღეთ მენიუდან შაქარი, ცომეული, ტკბილეული და უმჯობესი იქნება, თუკი მარილსაც მინიმალური დოზით მიიღებთ.
- იმისთვის, რომ შიმშილმა ძალიან არ „შემოგიტიოთ“, ეცადეთ, საუზმესა და სადილს შორის 3-საათიანი შუალედი დაიცვათ.
- ვახშამი აუცილებლად უნდა მიირთვათ საღამოს 6 საათამდე.
- ვახშმიდან 3 საათის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ კეფირი ან ერთი ცალი ვაშლი.



მაშ ასე, დავიწყოთ!


პირველი დღე:


საუზმე: 100 გრამ იოგურტს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და მიირთვით გამომცხვარ ვაშლთან ერთად. დააყოლეთ მწვანე ჩაი რძით, ოღონდ უშაქროდ.
სადილი:
დაიწყეთ კომბოსტოს სალათის მცირე ულუფით, შემდეგ მიირთვით სტაფილოს პიურე (წვრილად დაჭრილი სტაფილო მოხარშეთ 50 გრამ რძეში და დააბლენდერეთ) და ბოლოს, 50 გრამ თევზის ფარშს დაამატეთ 50 გრამი ხაჭო, დაუმატეთ 1 უმი კვერცხი და რძეში დამბალი პურის პატარა ნატეხი. კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, მიეცით კატლეტის ფორმა, ორთქლზე გამოაცხვეთ და გემრიელად მიირთვით.
ვახშამი:
მოამზადეთ ხაჭოს ნამცხვარი: 150 გრამ ხაჭოს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, 1 კვერცხი, მიეცით მრგვალი ფორმა და შეწვით მცენარეულ ზეთში. ასევე, მიირთვით მწვანე ჩაი თაფლით.


 


 


მეორე დღე


საუზმე: გახეხილ სტაფილოს დაამატეთ გახეხილი ვაშლი და მოასხით ერთი სუფრის კოვზი იოგურტი. ეს სალათი შეგიძლიათ, მიირთვათ ერთ ნაჭერ ჭვავის ან ხრაშუნა პურთან ერთად;
სადილი: მიირთვით თევზის წვნიანი. გახეხილი ან დაჭრილი ჭარხალი იოგურტით და კარტოფილის პიურე შეზავებული მცენარეული ზეთით;
ვახშამი: რძეში მოხარშული წიწიბურა (200 გრამი რძე, 60 გრამი - წიწიბურა); 1 ნაჭერი ჭვავის პური.1 ჩაის კოვზი თაფლი და ცოტაოდენი იოგურტი. ძილის წინ მიირთვით ერთ ცალი ფორთოხალი და 150 გრამი კეფირი (0,5%-იანი).


 


 


მესამე დღე:


საუზმე: 200 გრამი იოგურტი ერთი ჩაის კოვზი თაფლით და 1 ცალი გრეიფრუტი ან ვაშლი;
სადილი: 100 გრამი მოხარშული ქათამი თეთრი სოუსით (სოუსისთვის: პატარა ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი მწვანილები, ხახვი და გახეხილი სტაფილო, დაასხით 100 გრამი რძე და მოშუშეთ გასქელებამდე). გარნირად კი, მოამზადეთ მოშუშული სტაფილო მწვანე ბარდით.
ვახშამი: 100 გრამი ხაჭო იოგურტით და ერთი ჩაის კოვზი თაფლით. ძილის წინ კი მიირთვით 1 ცალი ვაშლი და 150 გრამი კეფირი (0,5%-იანი).


 


 


მეოთხე დღე: 


საუზმე: გახეხილ სტაფილოს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი იოგურტი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. მიირთვით, ასევე, 100 გრამი ხაჭო იმავე რაოდენობის იოგურტით და თაფლით. ოდნავ მოგვიანებით კი - მწვანე ჩაი რძით.
სადილი: რძეში მოხარშული ბოსტნეულის წვნიანი (კომბოსტო, სტაფილო, კარტოფილი და მწვანილი მოხარშეთ 200 გრამ რძეში). თევზის ფილეთი და ხაჭოთი ორთქლზე გამომცხვარი კატლეტი.
ვახშამი: რძეზე მომზადებული შვრიის ფაფა 1 ჩაის კოვზი თაფლით. ძილის წინ კი მიირთვით ერთი ცალი ფორთოხალი და 150 გრამი კეფირი (0,5%-იანი).


 


დანარჩენი დღეები:
გაიმეორეთ ორშაბათის, სამშაბათისა და ოთხშაბათის მენიუ.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?