„დონ ჟუანის“ დიეტა - მამაკაცებისთვის

დიეტა

28 იანვარი 14:00, 2016 წელი

მამაკაცებო, ეს დიეტა თქვენთვის - თანამედროვე მამაკაცებისთვის შეიქმნა. დიეტა მარტივად შესასრულებელია, დღის მანძილზე შიმშილი არ შეგაწუხებთ, რადგან წარმოდგენილი მენიუ საკმაოდ ნოყიერია და ჭამის შუალედებში შეგიძლიათ, წაიხემსოთ კიდეც.

დიეტა, სულ რაღაც, 7 დღე გრძელდება და ეს დრო, მერწმუნეთ, ძალიან სწრაფად გაივლის.  


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტა 7 დღე გრძელდება, თუმცა მისი შესრულება იმდენად მარტივია, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, კიდევ გააგრძელოთ.
- „ნებისმიერ სეზონურ ხილში“ არ იგულისხმება ბანანი, ყურძენი, ლეღვი, ხურმა, თუთა და სხვა, მაღალკალორიული ხილი.
- ულუფების რაოდენობა შეგიძლიათ, თავად განსაზღვროთ, რადგან საკვების მიღების რაოდენობა გრამებში მოცემული არ არის.
- თუკი კვების შუალედში შიმშილის გრძნობა დაგეუფლათ, მიირთვით ხილი, მაწონი და ყავა (უშაქროდ).
- ეცადეთ, ვახშმის მიღება არ გადააცილოთ საღამოს 6 საათს.
- სადილში მითითებული მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი თევზი შეგიძლიათ, მეორე დღეს მოხარშული ძროხის ხორცით ჩაანაცვლოთ.


7 დღის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ:

საუზმეზე
- ნებისმიერი სეზონური ხილი და ბოსტნეული. 1 ჭიქა მინერალური (გაზგასული) წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

მე-2 საუზმეზე (ლანჩზე) - წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა (უცხიმოდ და უშაქროდ).  100 გრამი დაბალპროცენტიანი ხაჭო და ერთი ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.

სადილზე - ბოსტნეულის სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით, მწვანილებით და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენით. მოხარშული ან ღუმელში გამომცხვარი თევზი. ნებისმიერი სეზონური ხილი შეუზღუდავი რაოდენობით.

ვახშამზე - 100 გრამი დაბალპროცენტიანი იოგურტი დანამატების გარეშე. ძილის წინ კი, მიირთვით 200 გრამი დაბალპროცენტიანი კეფირი.


როგორც ხედავთ, დიეტა მარტივად შესასრულებელია. დღის მანძილზე შიმშილი არ შეგაწუხებთ, რადგან ჭამის შუალედებშიც შეგიძლიათ, წაიხემსოთ. დიეტაში დაშვებულია ხორცპროდუქტები, რადგან მამაკაცებს  ხორცის გარეშე გაუჭირდებათ. თუკი „დონ ჟუანის“ დიეტას სრულყოფილად დაიცავთ, ერთ კვირაში მუცლის გარშემოწერილობას რამდენიმე სანტიმეტრით შეიმცირებთ, წონაში კი, საშუალოდ, 5 კილოგრამს დაიკლებთ.

კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?