დიეტა - „ხუთი სუფრის კოვზი“

დიეტა

11 თებერვალი 14:00, 2016 წელი

დიეტა „ხუთი სუფრის კოვზი“ - წონაში კლების ახალი მეთოდი, რომელიც  ულუფების რაოდენობის შემცირებას გულისხმობს. მისი წყალობით კუჭის ზომა მცირდება და, რაც მთავარია, დიეტის შემდეგ დაკლებული კილოგრამები უკან აღარ გიბრუნდებათ.

დიეტა „ხუთი სუფრის კოვზი“ ძალიან მარტივია და არ მოითხოვს კალორიების დათვლას. მიირთვით საყვარელი კერძები მხოლოდ მცირე ულუფებით. ერთ ჯერზე მისაღები ულუფა 150 გრამია. ეს არის 5 სუფრის ან 15 ჩაის კოვზი. ულუფის შემცირება 150 გრამამდე აუცილებლად მოგცემთ დადებით შედეგს. 


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- მიირთვით სამ საათში ერთხელ, რაც გენებოთ. ეს შეიძლება იყოს ბანანი ან მოხარშული ქათამი. მთავარია, არ დაგავიწყდეთ  ულუფის ზომა.
- რაც შეეხება ბუტერბროდებსა და ბოსტნეულს, მათ კოვზით ვერ განსაზღვრავთ, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მისაღები საკვები არ უნდა აღემატებოდეს 150 გრამს.
- ორგანიზმს ახალ რეჟიმზე გადასაყვანად, მაქსიმუმ, ხუთი დღე დასჭირდება. ამ პერიოდში შესაძლოა, მუდმივი შიმშილის შეგრძნება დაგეუფლოთ, თუმცა, ეს სავსებით ნორმალურია.
- საკვების მიღების შემდეგ არ დალიოთ წყალი, ჩაი ან ყავა. სითხე უნდა მიიღოთ საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ.
- თუკი ტკბილეული ძალიან მოგინდებათ, კვირაში ერთხელ შეგიძლიათ 150 გრამი ორცხობილა ან შოკოლადი მიირთვათ. კარგად დაიმახსოვრეთ - კვირაში ერთხელ! ამ პუნქტს დიეტური მენიუც ითვალისწინებს და ერთი დღე ტკბილეულს ეთმობა.  
- თუკი ულუფის შემცირება 5 სუფრის კოვზამდე გეძნელებათ, შეგიძლიათ, პირველი  კვირა 10 სუფრის კოვზს დასჯერდეთ. შემდეგ კვირას მოაკელით 3 სუფრის კოვზი და მიირთვით 7 სუფრის კოვზი საკვები. ამის შემდეგ კი 5 სუფრის კოვზზე გადასვლა არ გაგიჭირდებათ. ულუფების თანდათანობით შემცირება დაგეხმარებათ, ადვილად გადაიტანოთ დიეტის პერიოდი.
- თუკი დიეტის პერიოდში დაბალკალორიულ პროდუქტებს მიირთმევთ, თქვენ საუკეთესო შედეგს მიიღებთ. ამ შემთხვევაში აკონტროლეთ არა მხოლოდ ის, რა რაოდენობის საკვებს იღებთ, არამედ ისიც, რას მიირთმევთ.
- თუკი დღის მანძილზე შემწვარი კერძის მირთმევა გსურთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ 5 სუფრის კოვზის ნაცვლად, უნდა მიირთვათ 3 სუფრის კოვზი.
- თუკი დიეტის პერიოდში შიმშილმა შეგაწუხათ, მიირთვით დაბალკალორიული ხილი. მიუხედავად ფრუქტოზის მაღალი შემადგენლობისა, დიეტის პერიოდში დაშვებულია ყურძნისა და ბანანის მიღება. ერთ მიღებაზე - 150 გრამი. ეს არის საშუალო ზომის ბანანი ან ყურძნის პატარა მტევანი.


ახლა კი, ყოველდღიური მენიუ განვიხილოთ:
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი კერძი უნდა მიირთვათ 5 სუფრის კოვზი, ანუ 150 გრამი.


ორშაბათი: 
საუზმე:
  წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ვაშლით ან კივით.
ლანჩი (მეორე საუზმე): მიირთვით საშუალო ზომის ბანანი.
სადილი:  მიირთვით ხილის სალათი შეზავებული იოგურტით.
სამხარი: ბოსტნეულის რაგუ.
ვახშამი: იოგურტი. თუკი ძილის წინ შიმშილი შეგაწუხებთ, მიირთვით ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი (უშაქროდ).


 


სამშაბათი:
საუზმე:
რძიანი ბრინჯის ფაფა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, პატარა ნატეხი კარაქიც დაამატოთ.
ლანჩი (მეორე საუზმე): შეგიძლიათ, მიირთვათ მიუსლი რძით.
სადილი:
მოხარშული წიწიბურა და ძროხის ხორცის კატლეტი. უმჯობესია, კატლეტი ორთქლზე შეწვათ.
სამხარი:  მიირთვით უმი სტაფილოსა და ხაჭოს ნარევი.
ვახშამი:
მოამზადეთ ხილის სალათი და გემრიელად მიირთვით. ძილის წინ კი შიმშილის შეგრძნება შეგიძლიათ, ჭიქა წვენით დაიკმაყოფილოთ.


 


ოთხშაბათი:
საუზმე:
ომლეტი პომიდვრით და ყველით. ერთი საათის შემდეგ მიირთვით ერთი ჭიქა კეფირი.
ლანჩი (მეორე საუზმე): შეგიძლიათ, მიირთვათ ბუტერბროდი თევზით და მწვანილით.
სადილი:
თევზის წვნიანი.
სამხარი:
მოთუშული კომბოსტო და შავი პური.
ვახშამი:
ფოლგაში გადახვეული გამომცხვარი თევზი კარტოფილით. დაძინებამდე მიირთვით ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი (უშაქროდ).


 


ხუთშაბათი:
საუზმე:
მოხარშული წიწიბურა ძროხის ხორცის ფარშით.
ლანჩი (მეორე საუზმე): კომბოსტოს სალათი ვაშლით.
სადილი:
ფარშირებული ბულგარული წიწაკა.
სამხარი:
ერთი ჭიქა კეფირი ქიშმიშით.
ვახშამი:
ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული უცხიმოდ. ძილის წინ მიირთვით ბროწეულის წვენი.




პარასკევი:
საუზმე:
წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ვაშლით.
ლანჩი (მეორე საუზმე):
ნებისმიერი სალათი.
სადილი:
კომბოსტოს წვნიანი ქათმის ბულიონით.
სამხარი:
რძის კოქტეილი ბანანით.
ვახშამი:
მოხარშული ქათამი. ძილის წინ კი მიირთვით 1 ჭიქა ხილის ფრეში.


 


შაბათი:
ეს ტკბილი დღეა!
საუზმე:
დილა შეგიძლიათ, ტორტის ან ნამცხვრის პატარა ნაჭრით დაიწყოთ.
ლანჩი (მეორე საუზმე): ხილის სალათი შეზავებული იოგურტით.
სადილი: ერთმანეთში გადარეული ხაჭო და გოგრა გამოაცხვეთ ღუმელში.
სამხარი: 1 ჭიქა იოგურტი.
ვახშამი: ხილის სალათი. ძილის წინ კი მიირთვით 1 ჭიქა უშაქრო კომპოტი.


 


კვირა:
საუზმე: მანის ბურღულის ფაფა ერთი ჩაის კოვზი ჯემით ან ხილით.
ლანჩი (მეორე საუზმე): ბანანის სმუზი.
სადილი: მოშუშული ბოსტნეული კრევეტებით (კრევეტები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უცხიმო ძროხის ხორცით).
სამხარი: 1 ჭიქა კეფირი.
ვახშამი: კომბოსტოს სალათი. ძილის წინ მიირთვით ერთი ჭიქა ხილის კომპოტი (უშაქროდ).


 


იმისთვის, რომ დაწყებული დიეტა ბოლომდე მიიყვანოთ და ხელშემშლელი ფაქტორები მაქსიმალურად შეამციროთ, ამობეჭდეთ ერთი კვირის მენიუ და მიამაგრეთ მაცივარზე ან კარადაზე.
საჭირო პროდუქტები კი წინასწარ მოიმარაგეთ.
ამგვარად, ცდუნებას და აკრძალული პროდუქტების მიღებას თავიდან აიცილებთ.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!


 


ასევე წაიკითხეთ: რომელია ის ჯანსაღი პროდუქტები, რომლებიც ყველთვის უნდა გქონდეთ მაცივარში.


 
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!