გრეიფრუტის დიეტა - იყავით ლამაზები და გაიკაჟეთ იმუნიტეტი

დიეტა

18 თებერვალი 14:00, 2016 წელი

გრეიფრუტის დიეტით მარტივად დაიკლებთ 7 დღეში ზედმეტ 5 კილოგრამს, გაიძლიერებთ იმუნიტეტს და გაიუმჯობესებთ განწყობას. ასე რომ, გახდით და სიმსუბუქით დატკბით.

გრეიფრუტის დიეტას, თავისი  შემადგენლობის წყალობით, გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. გრეიფრუტში შემავალი C, B და E ვიტამინები ორგანიზმს, წონის კლებასთან ერთად, ენერგიით უზრუნველყოფს.
იმისთვის, რომ ამ დიეტამ თქვენს ორგანიზმს ზიანი არ მიაყენოს, აუცილებელია 3 კომპონენტის გათვალისწინება, რომელიც მას საფუძვლად უდევს: 
1. დიეტის ხანგრძლივობა - მოგეხსენებათ, რომ გრეიფრუტი მდიდარია C ვიტამინით, ამიტომ მისი ხანგრძლივობა 7 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
2. აკრძალული პროდუქტები - გრეიფრუტის დიეტის დროს რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მარილი, შაქარი, სანელებლები, სოუსები, ცხიმიანი ხორცი, ცხიმიანი სახეობის თევზი (სკუმბრია და ქაშაყი), სიმინდი, ცომეული, ალკოჰოლი, გაზიანი სასმელები და მაღალცხიმიანი რძის პროდუქტები.
3. დაშვებული პროდუქტები - ამ დიეტის დროს, ძირითადად, გრეიფრუტი და მისი წვენი უნდა მიიღოთ (რა თქმა უნდა, უშაქროდ). დიეტის მარტივად გადასატანად, შეგიძლიათ, მიირთვათ წითელი ბულგარული წიწაკა, ნაკლებად ცხიმიანი ხორცი, თევზი (საუკეთესო ვარიანტია თინუსი). დღის მანძილზე შეგიძლიათ, მიიღოთ 1 ჭიქა კეფირი, მწვანე ჩაი, ყავა, ფორთოხალი ან ვაშლი. თევზისა და ხორცის შეწვა აკრძალული არ არის, თუმცა, თუკი მათ მოხარშული სახით მიიღებთ, დიეტა გაცილებით ეფექტური იქნება.


 


ასევე, გაითვალისწინეთ დიეტის დროს:


- არ მიიღოთ საკვები საღამოს 7 საათის შემდეგ დილამდე.
- დღის მანძილზე დალიეთ 1,5 ლიტრი წყალი;
- საკვები უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ და შუალედებში არავითარ შემთხვევაში არ „ისუსნაოთ“.
-  გრეიფრუტი გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ, თუკი მას საკვების მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიირთმევთ.



გრეიფრუტის დიეტის მენიუ



პირველი დღე:
საუზმე: 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი. 50 გრამი ლორი და უშაქრო ყავა ან ჩაი;
სადილი: გრეიფრუტი. ბოსტნეულის სალათი შეზავებული მწვანილით და ლიმონის წვენით - 250 გრ; უშაქრო ყავა ან ჩაი;
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი - 150 გრამი; მწვანე სალათის ფურცლები ლიმონის წვენით - 250 გრამი და თაფლიანი ჩაი.


მეორე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი. 2 ცალი მოხარშული კვერცხი. უშაქრო ყავა ან ჩაი;
სადილი: მოხარშული თევზი - 200 გრ; ბოსტნეულის სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით - 200 გრ. შავი პური - 30 გრ.
ვახშამი: გრეიფრუტი. ნაკლებცხიმიანი ყველი ან ხაჭო - 50 გრ;




მესამე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი და შვრიის ფაფა შეზავებული ნაკლებცხიმიანი იოგურტით ან რძით.
სადილი: გრეიფრუტი. ბოსტნეულის წვნიანი ან ბულიონი. უშაქრო ყავა ან ჩაი;
ვახშამი: მოხარშული ქათმის გულ-მკერდი - 200 გრ; 2 ცალი პომიდორი და ნახევარი გრეიფრუტი.





მეოთხე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა პომიდვრის წვენი. მოხარშული კვერცხი. უშაქრო ყავა ან ჩაი;
სადილი: გრეიფრუტი. ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით - 200 გრ., შავი პური - 30 გრ.
ვახშამი: 1/2 გრეიფრუტი, ბოსტნეულის რაგუ (მოთუშული სტაფილო, კომბოსტო, ნიახური და ყაბაყი) - 200 გრ., უშაქრო მწვანე ჩაი.




მეხუთე დღე:
საუზმე: ხილის სალათი გრეიფრუტით, მწვანე ვაშლითა და ფორთოხლით - 150 გრ; უშაქრო ყავა ან ჩაი;
სადილი: გამომცხვარი კარტოფილი - 50 გრ. და ბოსტნეულის სალათი - 200 გრამი. 
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი - 200 გრამი. 1 ჭიქა პომიდვრის წვენი და გრეიფრუტი.





მეექვსე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი. ლორი 50 გრ. და უშაქრო ყავა ან ჩაი;
სადილი: გრეიფრუტი. ბოსტნეულის სალათი, შეზავებული მწვანილებითა და ლიმონის წვენით - 250 გრ., უშაქრო ყავა ან ჩაი;
ვახშამი: მოხარშული ძროხის ხორცი 150 გრ. მწვანე სალათის ფურცლები ლიმონის წვენით - 250 გრ., თაფლიანი ჩაი.




მეშვიდე დღე:
საუზმე: 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენი. 2 ცალი მოხარშული კვერცხი. უშაქრო ყავა ან ჩაი;
სადილი: მოხარშული თევზი - 200 გრ; ბოსტნეულის სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით - 200 გრ. შავი პური - 30 გრ.
ვახშამი: გრეიფრუტი. ნაკლებცხიმიანი ყველი ან ხაჭო - 50 გრ;


მენიუში შესაძლებელია პროდუქტების უმნიშვნელო ვარიაციები, მაგრამ - მხოლოდ უმნიშვნელო!


გაითვალისწინეთ დიეტის დასრულების შემდეგ:
იმისთვის, რომ დაკარგული კილოგრამები ორ დღეში უკან არ დაიბრუნოთ, დიეტის დასრულების შემდგომ, პირველ და მეორე დღეს ცხიმიანი და ცხარე პროდუქტების მიღება რეკომენდებული არ არის. ყოველდღიურად მიირთვით გრეიფრუტის წვენი, რათა ორგანიზმმა ამ პროდუქტის მკვეთრი შეზღუდვით სტრესი არ მიიღოს.


გისურვებთ წარმატებებსა და გამძლეობას!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?