საგაზაფხულო დიეტა - მინუს 4 კილო ერთ კვირაში

დიეტა

24 მარტი 14:00, 2016 წელი

ზამთრის პერიოდში გადამეტებული ჭამა და უმოძრაობა თეძოებზე, მუცელსა და წელის გარშემო აშკარად შეინიშნება. სცადეთ საგაზაფხულო დიეტა - ის არ გულისხმობს შიმშილს. 

საგაზაფხულო დიეტის რაციონი, ძირითადად, ბოსტნეულისგან, მწვანილებისგან და ცილებისგან შედგება. ცილა ნებისმიერი დაბალანსებული დიეტის შემადგენელი ნაწილია. ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების მიღებით თქვენ მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებს, მაგრამ, ამასთანავე, არ დაკარგავთ კუნთოვან მასას.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- რაციონიდან ამოიღეთ ბანანი და ყურძენი. სხვა ხილის მიღება განსაზღვრული რაოდენობით მოგიწევთ. დღეში 1-2 ცალი;
- რძის პროდუქტების ცხიმიანობა არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს;
- მიიღეთ ნებისმიერი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა;
- ვახშამი მიიღეთ დაძინებამდე 4 საათით ადრე;
- უარი თქვით ალკოჰოლზე;
- სასმელებიდან დასაშვებია მხოლოდ წყალი, გაზგასული მინერალური სასმელი და მწვანე ჩაი უშაქროდ;
- ყოველდღიურად მიიღეთ, მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი;
- დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ უცხიმო ან დაბალცხიმიანი კეფირი;
- გამორიცხეთ მარილისა და შაქრის მიღება;

საგაზაფხულო დიეტის მენიუ:


ორშაბათი
საუზმე: ხორბლის ფაფა რძით;
სადილი:
ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და 1 ჭიქა ასკილის წვენი;
სამხარი:
ვაშლი;
ვახშამი:
მოხარშული წიწიბურა.


სამშაბათი
საუზმე: შვრიის ფაფა რძით და ხილის სალათი;
სადილი:
სოკოს წვნიანი და ჭარხლის სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით;
სამხარი:
ფორთოხალი;
ვახშამი:
ბოსტნეულის ან ბრინჯის ტოლმა.


ოთხშაბათი
საუზმე: ბრინჯის ფაფა შავი ქლიავის ჩირით;
სადილი:
ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო და 200 გრამი თევზი;
სამხარი:
გრეიფრუტი;
ვახშამი:
სტაფილოს სალათი შეზავებული ზეითუნის ზეთით.


ხუთშაბათი
საუზმე: ხილის სალათი შეზავებული იოგურტით;
სადილი:
ბოსტნეულის წვნიანი პომიდვრით;
სამხარი:
1 ჭიქა უცხიმო ან დაბალპროცენტიანი კეფირი;
ვახშამი:
ბოსტნეულის სალათი და მოხარშული ქათმის მკერდი.


პარასკევი
საუზმე: გოგრის ფაფა;
სადილი:
ბორში ან მოთუშული ბოსტნეული;
სამხარი:
ვაშლი;
ვახშამი:
მოხარშული ბრინჯი და ბოსტნეულის სალათი.


შაბათი
საუზმე: 100 გრამი ხაჭო შავი ქლიავით;
სადილი:
ბოსტნეულის რაგუ - 300 გრამი ან ორთქლზე მომზადებული თევზი სალათის ფურცლებით;
სამხარი:
ფორთოხალი;
ვახშამი:
კომბოსტოს სალათი და მოხარშული ქათმის მკერდი.


კვირა
საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი;
სადილი:
ჭარხლის წვნიანი და სტაფილოს სალათი, შეზავებული ზეითუნის ზეთით;
სამხარი:
1 ჭიქა უცხიმო ან დაბალპროცენტიანი კეფირი;
ვახშამი:
ორთქლზე მოთუშული ბოსტნეული და 200 გრამი თევზი.

კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?