რა სახით მივიღოთ ანანასი ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად?!

დიეტა

31 მარტი 14:00, 2016 წელი

ანანასი წონაში დასაკლებად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტია. გარდა იმისა, რომ ის დაბალკალორიულია (100 გრ. = 50-მდე კკალ.), ასევე, შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ხელს უწყობს ცილების გადამუშავებასა და დაშლას.

ანანასი მდიდარია მცენარეული ბოჭკოებით, რომელიც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინებისა და მინერალების გარდა, ეს ჯადოსნური ხილი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებითა და კალიუმით, რომელიც არეგულირებს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოყოფის პროცესს.

გთავაზობთ ანანასის 5-დღიან დიეტას, რომლის დროსაც გარანტირებულად, ჯანსაღად და მარტივად დაიკლებთ 5 კილოს.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- ანანასი აუცილებლად დიდი რაოდენობით და ცოცხლად მიიღეთ, რადგან თერმული დამუშავების გამო ფერმენტი ბრომელაინი ნადგურდება და კონსერვირებული ანანასი კარგავს გასახდომ თვისებებს.
- ყოველდღიურად უნდა მიიღოთ ორი ლიტრი სითხე;
- ანანასის დიეტის დროს შეგიძლიათ, მიიღოთ დაბალპროცენტიანი რძის პროდუქტები და ნაკლებცხიმიანი ხორცი;
- ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ანანასის წვენი ან უბრალოდ, დაჭრილი ანანასი.
- დიეტის პერიოდში უარი თქვით ცომეულსა და ტკბილეულზე, ხოლო მარილი მიიღეთ ძალიან მცირე რაოდენობით;
- დიეტის მენიუში საუზმე და ლანჩი ყოველდღე ერთი და იგივეა.


ანანასის დიეტის მენიუ:

პირველი დღე

საუზმე: 100 გრამ დაბალპროცენტიან იოგურტს დამატებული 100 გრამი დაბლენდერებული ანანასის რბილობი და 2 ს/კ შვრიის ფანტელი;
ლანჩი:
2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 ნაჭერ ჭვავის პურზე თხლად გადასმული კარაქი და 1 ნაჭერი ნაკლებმარილიანი მოხარშული ორაგული.
სადილი:
100 გრამი მოხარშული ბრინჯი სუნელებით;
ვახშამი:
2 ცალი მოხარშული კარტოფილი; 100 გრამ კუბებად დაჭრილ ანანასს დამატებული 50 გრამი ნაკლებცხიმიანი ხაჭო და 1 ს/კ დაბალცხიმიანი არაჟანი.


 


მეორე დღე
საუზმე: 100 გრამ დაბალპროცენტიან იოგურტს დამატებული 100 გრამი დაბლენდერებული ანანასის რბილობი და 2 ს/კ შვრიის ფანტელი;
ლანჩი: 2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 ნაჭერ ჭვავის პურზე თხლად გადასმული კარაქი და 1 ნაჭერი ნაკლებმარილიანი მოხარშული ორაგული.
სადილი: მოხარშული ქათმის ხორცი; დაჭრილი ანანასის რბილობი;
ვახშამი: ანანასის სალათი (100 გრამ დაჭრილ ანანასის რბილობს დაამატეთ 100 გრამი მოხარშული კრევეტი, მრგვლად დაჭრილი კიტრი, 3-4 ღერი წვრილად დაჭრილი ნიახური და კამა. დაუმატეთ ოდნავ მარილი, პილპილი და შეაგემეთ 1 ს/კ დაბალცხიმიანი მაიონეზით.


 


მესამე დღე
საუზმე: 100 გრამ დაბალპროცენტიან იოგურტს დამატებული 100 გრამი დაბლენდერებული ანანასის რბილობი და 2 ს/კ შვრიის ფანტელი;
ლანჩი:
2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 ნაჭერ ჭვავის პურზე თხლად გადასმული კარაქი და 1 ნაჭერი  ნაკლებმარილიანი მოხარშული ორაგული.
სადილი:
100 გრ. ანანასი დაჭერით კუბიკებად. დაამატეთ 3 ცალი სალათის ფურცელი, ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი პომიდორი და 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. სალათი შეაგემეთ ლიმონის წვენით და დაამატეთ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი (შეიძლება მცენარეულიც).
ვახშამი:
დაჭერით ინდაურის ფილე (100 გრ) და შეწვით ზეითუნის ზეთში ორივე მხრიდან წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. შემდეგ, დაამატეთ 50 მლ. წყალი, მარილი და მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში. მიღებული კერძი მიირთვით 100 გრ. ანანასთან და 2 ნაჭერ ჭვავის პურთან ერთად.


 


მეოთხე დღე
საუზმე: 100 გრამ დაბალპროცენტიან იოგურტს დამატებული 100 გრამი დაბლენდერებული ანანასის რბილობი და 2 ს/კ შვრიის ფანტელი;
ლანჩი:
2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 ნაჭერ ჭვავის პურზე თხლად გადასმული კარაქი და 1 ნაჭერი  ნაკლებმარილიანი მოხარშული ორაგული.
სადილი:
100 გრ. ქათმის ფილე შეწვით გრილში. დაამატეთ 2 ს/კ მოხარშული მწვანე ბარდა, 100 გრ. კუბებად დაჭრილი ანანასი და 3 ნაჭერი ფორთოხალი. დაუმატეთ ოდნავ მარილი, პილპილი და შეაგემეთ 2 ს/კ დაბალცხიმიანი მაიონეზით.
ვახშამი:
ნიახურის წვნიანი (წვრილად დაჭრილი კომბოსტო, ხახვი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ნიახური მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით მოსახარშად ჯერ მაღალ ცეცხლზე, ხოლო როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლს დაუკელით და ხარშეთ მომზადებამდე). დესერტად მიირთვით 100 გრ. ანანასი.




მეხუთე დღე
საუზმე: 100 გრამ დაბალპროცენტიან იოგურტს დამატებული 100 გრამი დაბლენდერებული ანანასის რბილობი და 2 ს/კ შვრიის ფანტელი;
ლანჩი:
2 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 ნაჭერ ჭვავის პურზე თხლად გადასმული კარაქი და 1 ნაჭერი  ნაკლებმარილიანი მოხარშული ორაგული.
სადილი:
ბოსტნეულის სალათი შეზავებული ლიმონის წვენით ან ზეითუნის ზეთით. 1 ჭიქა ანანასის წვენი.
ვახშამი:
მოხარშულ ბრინჯს დამატებული 100 გრამი კუბიკებად დაჭრილი ანანასი.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?