5 ოქროს წესი ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ

დიეტა

7 აპრილი 14:00, 2016 წელი

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რეკომენდაციები და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ჯანსაღად მოიცილეთ ზედმეტი წონა.


წესი N1: მიირთვით საკვები!


ნებისმიერი დიეტის მოქმედება მიმართულია მიღებული კალორიების შემცირებაზე, მაგრამ შიმშილის დროს ორგანიზმი „საგანგებო რეჟიმში“ იწყებს მუშაობას - იკეთებს მარაგს, რომელიც შემდგომში ზედმეტი ცხიმის სახით იჩენს თავს.
სპეციალისტების რჩევით, საკვები უნდა მიიღოთ ხშირად (სამ საათში ერთხელ), მაგრამ მცირე ულუფებით.
აუცილებელია წახემსება. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ცხიმიანი ბუტერბროდი ან ხაჭაპური. იმისთვის, რომ შიმშილმა არ შეგაწუხოთ, საკმარისია, მიირთვათ ვაშლი, ცოტაოდენი უცხიმო ხაჭო ან ბოსტნეულის სალათი.
გარდა ამისა, აუცილებელია, ყოველდღიურად მიიღოთ 2-3 ლიტრი წყალი, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ, რადგან საჭმელზე წყლის დაყოლება ანელებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონაში მატებას. წყლის მიღება საჭიროა ჭამამდე 30 წუთით ადრე და ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. აუცილებლად დალიეთ წყალი დილას და საღამოს, შეგიძლიათ წყალს ლიმონის წვენი დაუმატოთ.


წესი N2: ივარჯიშეთ!


სხვადასხვა დიეტა ან დაბალანსებული კვება  საკმარისი არ არის სასურველი შედეგის მისაღებად. აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა. კარგია, თუკი რეგულარულად ეწვევით სავარჯიშო დარბაზს. მართალია, ადამიანების უმეტესობას, სხვადასხვა მიზეზით, ამის შესაძლებლობა არ აქვს, თუმცა ეს პრობლემა მარტივად გადასაჭრელია. დილის სირბილი, გამამხნევებელი ვარჯიშები, ფეხით ხშირი სეირნობა, სავარჯიშო რგოლი (ჰულა-ჰუპი) - აირჩიეთ და იმოქმედეთ. გახსოვდეთ, რომ გასახდომად საუკეთესო ეფექტი კომპლექსურად მიიღწევა. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ვარჯიშით. შეგიძლიათ, ყოველ მეორე დღეს, სამსახურიდან გამოსულზე რამდენიმე გაჩერება ფეხით გაიაროთ. ეს ძალიან სასარგებლოა. სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობა სასწაულებს ახდენს.


წესი N3: არ ინერვიულოთ!


ცნობილია, რომ სტრესული სიტუაციები ადამიანს აიძულებს, იმოქმედოს არაადეკვატურად - ირღვევა ფსიქოემოციური მდგომარეობა, ჩნდება შიში, განგაში და სტრესულ სიტუაციებში ორგანიზმი იწყებს, პირდაპირი გაგებით, საკვების „მოთხოვნას“, რათა მარაგი გაიკეთოს. სწორედ ამიტომ, ხშირად ადამიანები საკუთარ პრობლემებს ტკბილი ფუნთუშებით, შოკოლადით და სხვა ნუგბარით კვებავენ, ეს კი ზედმეტ კილოგრამებს იწვევს.


წესი N4: უფრთხილდით ჯანმრთელობას!


სანამ დიეტას მიმართავთ, ნუ დაიზარებთ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება. ეს ქრონიკული დაავადებების გაჩენის რისკს და ახალი დაავადებების წარმოქმნას აგაცილებთ თავიდან (განსაკუთრებით კი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის).  ხანგრძლივი დიეტის პერიოდში რეკომენდებულია პერიოდულად გამოკვლევის ჩატარება, რათა ორგანიზმის დაზიანების რისკი გამოირიცხოს.


წესი N5: გაიღიმეთ!


ალბათ, ბევრს გსმენიათ ფრაზა: „ღიმილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს“ და ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. გარდა იმისა, რომ ღიმილი და სიცილი, როგორც მეცნიერებმა დაამტკიცეს, ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, გაძლევთ დადებით განწყობას და აჯანსაღებს ორგანიზმს. ასე რომ, ჭამეთ, ივარჯიშეთ, არ ინერვიულოთ, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ - გაიღიმეთ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?