„საყვარელი“ დიეტა - მინუს 10 კილო ერთ კვირაში!

დიეტა

21 აპრილი 14:00, 2016 წელი

როგორც კი მოცემულ ამ მარტივ დიეტას გადახედავთ, მიხვდებით, რატომ შეურჩიეს მას სახელად „საყვარელი“.

ჩვენს რუბრიკაში უამრავი დიეტაა წარმოდგენილი და მათგან აუცილებლად შეძლებთ თქვენთვის სასურველის შერჩევას - რუბრიკა დიეტა


 


დღეს კიდევ ერთ, ახალ დიეტას წარმოგიდგენთ, რომელიც ერთ კვირაზეა გათვლილი, ამ ხნის განმავლობაში 5-10 კილოს დაკლებას შეძლებთ და შესრულებაც მარტივია, რადგან კონკრეტულ დღეს მხოლოდ ერთი სახეობის საკვებს იღებთ, იქნება ეს ხილი, ბოსტნეული, სითხე და ა.შ.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის პერიოდში მენიუდან ამოიღეთ მარილი და შაქარი;
- დილით, უზმოზე, აუცილებლად მიიღეთ ერთი ჭიქა წყალი;
- „საყვარელი“ დიეტის მენიუდან სრულად გამორიცხება ცომეული და ტკბილეული;
- შეეცადეთ, ბოლო ვახშამი საღამოს 6 საათს არ გადააცილოთ;


„საყვარელი“ დიეტის ერთკვირიანი მენიუ:


პირველი დღე:
სითხე
მიიღეთ მხოლოდ თხევადი საკვები - წვენი, რძე, კეფირი, ბულიონი, ჩაი, წყალი, კაკაო და ა.შ. თხევად საკვებს არ დაამატოთ შაქარი.


 


 


მეორე დღე:
ბოსტნეული
მიიღეთ ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით მარილისა და ზეთის დამატების გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კომბოსტოს, რომელიც ცხიმების დაწვას იდეალურად უწყობს ხელს.


 


 


მესამე დღე:
სითხე
დიეტის მესამე დღეს, ისევე როგორც პირველ დღეს, მიირთვით მხოლოდ თხევადი საკვები.


 


 


მეოთხე დღე:
ხილი

მიიღეთ ხილი შეუზღუდავი რაოდენობით. უპირატესობა მიანიჭეთ ციტრუსებს, რომლებიც ცხიმების წვას უწყობს ხელს.


 


 


მეხუთე დღე:
ცილა
მიირთვით კვერცხი, ქათმის ხორცი (კანგაცლილი), ორთქლზე მომზადებული ან მოხარშული თევზი, უცხიმო ხაჭო და ა.შ.


 




მეექვსე დღე:
სითხე
მიიღეთ მხოლოდ თხევადი საკვები - წვენი, რძე, კეფირი, ბულიონი, ჩაი, წყალი, კაკაო და ა.შ. თხევად საკვებს არ დაამატოთ შაქარი.


 


 


მეშვიდე დღე:
დიეტიდან გამოსვლა - საუზმეზე მიირთვით უშაქრო ჩაი და 2 ცალი მოხარშული კვერცხი, შემდეგ კი - ნებისმიერი ხილი. სადილზე მიირთვით ბულიონი ან მსუბუქი წვნიანი და მოხარშული წიწიბურა, შემდეგ - კვლავ ნებისმიერი ხილი. ვახშამზე მოამზადეთ ბოსტნეულის სალათი ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით და მარილით.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

ნუ დაიზარებთ და აუცილებლად გაგვიზიარეთ შედეგი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?