ცივი დიეტა - წონაში დაკლების გემრიელი და ეფექტური ხერხი

დიეტა

14 ივლისი 14:00, 2016 წელი

ცივი დიეტის დასაწყებად ზაფხულის სეზონი იდეალური ვარიანტია. შეგიძლიათ, გაიგრილოთ ცხელი დღეები და თან ზედმეტ კილოგრამებს გამოემშვიდობოთ. პოპულარულ ცივ დიეტას ძალიან სწრაფი ეფექტი აქვს. თუ ყველაფერს სწორად შეასრულებთ, კვირაში 5-6 კილოგრამს დაიკლებთ.


იცოდით, რომ ცივი კერძები უფრო სწრაფად წვავს ცხიმებს?! ცივი საკვების მონელება გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად, უფრო მეტი კალორიები იწვება. თუკი ამგვარ კვებას ფიზიკურ დატვირთვას დაუმატებთ,  უკეთეს შედეგს მიიღებთ.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- ცივი - არ გულისხმობს მაცივარში გაციებულ კერძს. სასურველია, პროდუქტები ოთახის ტემპერატურის იყოს.
- მიიღეთ მხოლოდ ცივი კერძები. არავითარი ცხელი წვნიანები და ცხელი ჩაი;
- საკვები მიიღეთ 2-2,5  საათის შუალედით და 250-300 გრამი ულუფებით;
- უპირატესობა მიანიჭეთ დაბალკალორიულ  და ცილოვან პროდუქტებს: თევზი, ხორცი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი;
- აუცილებლად შეიტანეთ მენიუში ბოსტნეული. მათი მიღება შეუზღუდავად შეგიძლიათ;
- არ დაგავიწყდეთ დღეში 2 ლიტრამდე წყლის მიღება. ასევე, შეგიძლიათ, დალიოთ ცივი მწვანე ჩაი და კოქტეილები ყინულის კუბებით.
- ყოველ დილას დალიეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი.
- არ გაგიკვირდეთ, თუკი მენიუში ნაყინი შეგხვდებათ. ცივ მენიუს თქვენთვის ბონუსი აქვს.


                                                       
ორშაბათი

საუზმე: ორასი გრამი დაბალკალორიული ნაყინი ან ხილის ყინული. 200 გრამი ნაკლებცხიმიანი კეფირი ან ნებისმიერი რძის პროდუქტი.
სადილი: ცივი ბოსტნეულის სალათი; ასი გრამი მოხარშული ქათმის მკერდი (ცივი). ერთი ჭიქა ცივი ბულიონი, რომელში ქათმის მკერდი მოიხარშა.
სამხარი:  ნაყინი და ერთი ჭიქა წყალი ყინულის კუბებით.
ვახშამი: მოხარშული თევზი ცივად ბოსტნეულის სალათის გარნირით. ცივი მწვანე ან ხილის ჩაი. ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ 1 ჭიქა კეფირი.



სამშაბათი
საუზმე:
130 გრამ სიმინდის ფანტელებს დაასხით უცხიმო ცივი რძე და მოაყარეთ ერთი მუჭა კენკრა.
სადილი: ნებისმიერი ცივი წვნიანი კერძი მოხარშული ქათმის მკერდით; ბოსტნეულის სალათი და 50 გრამი უცხიმო იოგურტი.
სამხარი:
1 ჭიქა ცივი წყალი. 100 გრამი კენკროვანი ხილი ან ხილის ყინულები.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული წიწიბურა (ცივად), 100 გრამი მოხარშული ქათამი, ბოსტნეულის სალათი და 50 გრამი უცხიმო იოგურტი.



ოთხშაბათი
საუზმე:
2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი), 200 გრამი უცხიმო ხაჭო და ცივი მწვანე ჩაი.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (ცივი), 100 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი და 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.
სამხარი:
ნაყინი და ერთი ჭიქა ცივი წყალი.
ვახშამი:
2 ნაჭერი ხრაშუნა პური (ხლებცი) და 200 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი.



ხუთშაბათი

საუზმე: ხილის სალათი; ცივი მწვანე ჩაი.
სადილი:
მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული თევზი (ცივად), ბოსტნეულის სალათი და 1 ნაჭერი ჭვავის პური.
სამხარი:
ცივი წყალი, ერთი ჭიქა კენკროვანი ხილი და ერთი ბურთულა ნაყინი.
ვახშამი:
200 გრამი მოხარშული ძროხის ან ქათმის ხორცი, ასი გრამი ბოსტნეულის სალათი, ცივი მწვანე ჩაი ან წყალი.



პარასკევი

საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 200 გრამი უცხიმო ხაჭო.
სადილი:
ქათმის ბულიონი (შეგრილებული ან ცივი). ბოსტნეულის სალათი და ცივი მწვანე ჩაი.
სამხარი:
ყინულიანი წყალი და ნაყინი.
ვახშამი:
ასი გრამი მოხარშული ძროხის ხორცი (ცივი). ბოსტნეულის სალათი და წყალი.



შაბათი

საუზმე: 1 ულუფა ნაყინი ან 1 ჭიქა კენკროვანი ხილი.
სადილი:
100 გრამი მოხარშული ბრინჯი ქათმის ხორცით და ბოსტნეულის სალათი.
სამხარი:
კენკროვანი ხილის კოქტეილი ან 1 ჭიქა ხილის წვენი (უშაქროდ).
ვახშამი:
100 გრამი უცხიმო ხაჭო, ხილის სალათი და 50 გრამი უცხიმო იოგურტი.



კვირა
საუზმე:
მსუბუქი იოგურტი, 1 ჭიქა კენკროვანი ხილი და ცივი მწვანე ჩაი.
სადილი:
ბოსტნეულის წვნიანი (ცივი) და ასი გრამი მოხარშული ძროხის ხორცი.
სამხარი:
1 ულუფა ნაყინი ან დაბალკალორიული ხილი.
ვახშამი:
ცივი თევზი ბოსტნეულის სალათით.



ცივი დიეტა დაბალანსებულია და შიმშილს არ გულისხმობს. მცენარეული ბოჭკოები ხშირად მადის მომატებას იწვევს, რაც მკაცრად უნდა აკონტროლოთ. ცივი კერძები ჭამის მადას ამცირებს და თუკი დიეტის პირველ დღეებში ყურადღებით გააკონტროლებთ ულუფების რაოდენობას და ერთ კვებაზე 300 გრამზე მეტ საკვებს არ მიიღებთ, შემდეგ დღეებში მადის გაკონტროლება არ მოგიწევთ.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?