ნაყინის დიეტა - „გემრიელად“ დაემშვიდობეთ ზედმეტ 5 კილოგრამს

დიეტა

28 ივლისი 14:00, 2016 წელი

მიუხედავად იმისა, რომ „ნაყინი“ და „დიეტა“ ერთად, თითქოს, წარმოუდგენელია, ეს გემრიელი ნუგბარი საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ჭარბ წონას. თუკი ნაყინის დიეტას ზუსტად შეასრულებთ, 3 დღეში ზედმეტ 5 კილოგრამს დაიკლებთ.


დიეტოლოგები ნაყინს ერთ-ერთ სრულფასოვან პროდუქტად მიიჩნევენ, რომელშიც საკმარისი რაოდენობით არის ცილები, ვიტამინები და მიკროელემენტები. გარდა ამისა, შეიცავს ბუნებრივ რელაქსანტს - ტრიპტოფანს, რომელიც სხეულს ენერგიით ავსებს და აუმჯობესებს განწყობას, რაც დიეტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. 


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:


- ყოველდღიური მენიუ არ უნდა აღემატებოდეს 1500 კალორიას. ამასთანავე, კალორიების დიდი ნაწილი საუზმესა და სადილზე უნდა გადანაწილდეს.
- ვახშამზე მიირთვით შედარებით დაბალკალორიული ნაყინი.
- ნაყინის დიეტის დროს შეგიძლიათ, მიიღოთ უშაქრო ყავა ან ჩაი.
- სურვილის შემთხვევაში დიეტის გამეორება მიზანშეწონილია დიეტის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
- ნაყინს შეგიძლიათ, შეურიოთ სხვადასხვა ხილი.
- გაითვალისწინეთ, რომ 3-დღიანი ნაყინის დიეტის დროს უნდა მიირთვათ მხოლოდ ნაყინი, დღეში ხუთჯერ, სხვადასხვა დანამატებით - თხილი, ქიშმიში, ხილი. 


დიეტის დროს ნაყინი უნდა იყოს:
- დამზადებული ნატურალური რძით და არა რძის შემცვლელებით;
- დაბალკალორიული;
- ვაფლის, შოკოლადის, შედედებული რძისა და მარმელადის გარეშე.

ნაყინის მონოდიეტა მარტივია:
მიირთვით ნაყინი ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც შიმშილი შეგაწუხებთ, გარდა ღამის საათებისა.



თუკი ნაყინის მონოდიეტის შესრულება თქვენთვის რთულია, გთავაზობთ ნაყინის დიეტის დაბალანსებულ და დაბალკალორიულ 7-დღიან მენიუს, რომლის დახმარებით კვირაში, სულ მცირე, 3 კილოგრამს დაიკლებთ.


ნაყინის დიეტის ერთკვირიანი მენიუ:


საუზმე: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა ვაშლით - 200 გრამი; ან 1 ჭიქა რძე მიუსლით; ან  ნაყინი (პლომბირი) 100 გრ;
ლანჩი: ნაყინი ანანასით - 50 გრ;
სადილი: ქათმის ან სოკოს  ბულიონზე მომზადებული წვნიანი - 200 გრამი ან მოთუშული სოკო და უცხიმო იოგურტი, ნებისმიერი ხილის ჩირით.
სამხარი: ნაყინი ვაშლის ან ატმის პიურეთი - 50/20 გრამი.
ვახშამი: უცხიმო თევზი ან ქათმის ხორცი -  150 გრამი. ბოსტნეულის სალათი - 100 გრ.


მოცემული მენიუ გაიმეორეთ ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?