დიეტა შავი ქლიავის ჩირით

დიეტა

21 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი

ყოველი კვების დროს მიღებული შავი ქლიავის ჩირი შიმშილის შეგრძნებას აბსოლუტურად გაგიქრობთ. სწორედ ეს გახლავთ ამ  დიეტის უპირატესობა. გადახედეთ მენიუს და დარწმუნდით, რომ წონაში სწრაფად კლება ყოველგვარი „ტანჯვის“ გარეშეც შესაძლებელია.

შავი ქლიავის ჩირი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, რაც წონაში კლების დროს მნიშვნელოვანი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი საკმაოდ მაღალკალორიულია (100 გრ - 230 კკალ), ის სრულიად არ უშლის ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებას. საკმარისია, სულ რამდენიმე ცალი შავი ქლიავის ჩირი და თავს დანაყრებულად იგრძნობთ, ორგანიზმი კი აუცილებელ ვიტამინებს მიიღებს. იმისთვის, რომ შავი ქლიავის ჩირმა მისი ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს, ის სწორად უნდა იყოს გამომშრალი. სწორად გამომშრალი შავი ქლიავის ჩირს მოწითალო ფერი აქვს, ბზინვარებისა და მწარე გემოს გარეშე.


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:


- რაციონიდან ამოიღეთ ტკბილეული, ცომეული, ასევე, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები;
- შეეცადეთ, სამივე კვება მიიღოთ ერთსა და იმავე დროს;
- თუკი კვებას შორის შიმშილი შეგაწუხებთ, მიირთვით შავი ქლიავის ჩირი ან ნებისმიერი დიეტური ხილი;
- საღამოს ვახშამი სასურველია, მიიღოთ 18:00 საათზე და არა გვიან ღამით.


შავი ქლიავის ჩირის დიეტის 4-დღიანი მენიუ:


პირველი დღე:
საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი. 1 ცალი გრეიფრუტი. უშაქრო ყავა და 1-2 ცალი შავი ქლიავის ჩირი.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (კარტოფილის გარეშე). 1 ნაჭერი ქატოს პური. 2 ცალი ნიგოზი. 8 ცალი შავი ქლიავის ჩირი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: ფოლგაში გამომცხვარი ან მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში შემწვარი თევზი. 1 ცალი მოხარშული კვერცხი. 1 ცალი ფორთოხალი და უშაქრო ჩაი.


მეორე დღე:
საუზმე: 30 გრ. უმარილო და ნაკლებცხიმიანი ყველი. 2 ცალი შავი ქლიავის ჩირი და 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (კარტოფილის გარეშე). 1 ნაჭერი ქატოს პური. 70 გრ. მოხარშული ძროხის ხორცი. 4 ცალი ნუში და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: ბოსტნეულის სალათი. 4 ცალი შავი ქლიავის ჩირი და უშაქრო ჩაი.


მესამე დღე:
საუზმე: 1 ნაჭერი ტოსტერში გახუხული პური 1 ნაჭერი ნაკლებცხიმიანი ლორით და ყველით. 3 ცალი შავი ქლიავის ჩირი და 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი (კარტოფილის გარეშე). 70 გრ. მოხარშული კარტოფილი. 1 ცალი პომიდორი. 2 ცალი შავი ქლიავის ჩირი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 2 ნაჭერი დიეტური პური. 5 ცალი შავი ქლიავის ჩირი და 1 ჭიქა უცხიმო რძე.


მეოთხე დღე:
საუზმე:  რძეზე მომზადებული სიმინდის ან შვრიის ფაფა - 100 გრ. 4 ცალი შავი ქლიავის ჩირი და 1 ფინჯანი უშაქრო ყავა.
სადილი:  ბოსტნეულის წვნიანი (კარტოფილის გარეშე). 1 ცალი პომიდორი. 1 ცალი კიტრი. 2 ცალი შავი ქლიავის ჩირი და უშაქრო ჩაი. 
ვახშამი: 1 ნაჭერი ნაკლებცხიმიანი ლორი და 1 ნაჭერი ნაკლებმარილიანი, უცხიმო ყველი. 6 ცალი შავი ქლიავის ჩირი. 40 გრ. ქიშმიში და უშაქრო ჩაი.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?