წონაში კლება ნიახურის დახმარებით

დიეტა

11 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

ნიახური დაბალკალორიული, შარდმდენი პროდუქტია და სწორედ ამიტომ მიიჩნევენ მას დიეტოლოგები შესანიშნავ საშუალებად წონაში დასაკლებად. ნიახურის დიეტის ძირითადი პრინციპი ნიახურზე დამზადებული წვნიანია, თუმცა, დიეტის პერიოდში, წვნიანთან ერთად, შეგიძლიათ, მიიღოთ ხილი, ბოსტნეული, ხორცი, რძის ნაწარმი და ბრინჯი. 

ნიახურის დიეტა გათვლილია 14-დღეზე, მაგრამ მისი ხანგრძლივობა ნუ შეგაშინებთ, რადგან დღის მანძილზე საკმაო რაოდენობის საკვებს მიიღებთ და შიმშილის შეგრძნება არ შეგაწუხებთ.  


რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- თუ გსურთ, მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოთ, მენიუში მოცემული ინგრედიენტები არ შეცვალოთ;
- რაციონიდან ამოიღეთ შებოლილი პროდუქტები. ცომეული, ტკბილეული, ასევე, ალკოჰოლური და გაზიანი სასმელები;
- შეეცადეთ, მარილზე მთლიანად უარი თქვათ ან მინიმალური რაოდენობით მოიხმაროთ;
- დღის მანძილზე დასაშვებია, მიიღოთ უშაქრო ყავა და ჩაი;
- ნიახურის წვნიანი შეგიძლიათ, მიიღოთ შეუზღუდავი რაოდენობით.
- დიეტის 2 კვირაზე მეტ ხანს შესრულება სასურველი არ არის. დიეტის გამეორება შეგიძლიათ მისი დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
- ნიახურის წვნიანი შეგიძლიათ, მიიღოთ როგორც ცხლად, ასევე ცივად.


ნიახურის წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა:
ნიახური - 200 გრ;
კომბოსტო - 200 გრ;
სტაფილო - 3 ცალი;
ხახვი - 1 ცალი;
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი;
პომიდორი - 3 ცალი.


ბოსტნეული და ნიახური გარეცხეთ, დაჭერით და მოათავსეთ ქვაბში.
დაასხით 3 ლიტრი წყალი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კერძს, სასურველია, მარილი არ დაამატოთ, თუმცა, თუკი მარილზე უარს ვერ ამბობთ, დაამატეთ მინიმალური რაოდენობით.


ნიახურის დიეტის 2-კვირიანი მენიუ:


პირველი დღე:
დღის მანძილზე მიიღეთ  ნიახურის წვნიანი და ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა;


მეორე დღე:
ნიახურის წვნიანი და სხვადასხვა ბოსტნეული (უმად).


მესამე დღე:
ნიახურის წვნიანი და ბოსტნეული უმად.
ვახშამზე - 2 ცალი მოხარშული კარტოფილი.


მეოთხე დღე:
ნიახურის წვნიანი, 3 ცალი ბანანი და 1 ლიტრი კეფირი.


მეხუთე დღე:
ნიახურის წვნიანი. 200 გრამი მოხარშული ხორცი (ქათამი, ძროხა), 1 კილოგრამი პომიდორი და აუცილებლად დალიეთ 2 ლიტრი წყალი.


მეექვსე დღე:
ნიახურის წვნიანი და 300-400 გრამი მოხარშული ხორცი (ქათმის ან ძროხის).


მეშვიდე დღე:
დიეტის მეშვიდე დღეს, ნიახურის წვნიანთან ერთად, მიირთვით უმი ბოსტნეული და მოხარშული ბრინჯი.


მერვე დღიდან გაიმეორეთ დიეტის მენიუ (პირველი დღიდან მოყოლებული).


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?