რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- რაციონიდან ამოიღეთ ცომეული, ტკბილეული და მარილი;
- საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების ან სითხის მიღება კატეგორიულად იკრძალება;
- თუკი დიეტის დროს, კვების შუალედში შიმშილის შეგრძნება შეგაწუხებთ, მიირთვით მხოლოდ ვაშლი ან ფორთოხალი;
- სამდღიანი დიეტის მენიუ ყოველდღიურად ერთი და იგივეა. დიეტის მეორე დღეს შეგიძლიათ, მოხარშული ბოსტნეული ჩაანაცვლოთ მოხარშული ბრინჯით ან მოხარშული ქათმის ხორცით;
- დღის მანძილზე აუცილებლად მიიღეთ 1,5 ან 2 ლიტრი წყალი, ოღონდ საღამოს 6 საათამდე;
- უშაქრო ყავა და ჩაი მიირთვით რამდენიც გენებოთ, ოღონდ საღამოს 6 საათამდე.
- საღამოს 6 საათის შემდეგ მიიღეთ მხოლოდ მინერალური წყალი.
„სასწრაფო დიეტის“ მენიუ:
საუზმე: მოხარშული კვერცხი - 2 ცალი;
სადილი: ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეული - 200 გრ;
სამხარი: უცხიმო ხაჭო - 150 გრ. და უშაქრო მწვანე ჩაი;
ვახშამი: - 1 ჭიქა დაბალპროცენტიანი კეფირი.
გაითვალისწინეთ, რომ „სასწრაფო დიეტის“ გამეორება შესაძლებელია მხოლოდ 3 კვირის შემდეგ.
გისურვებთ გამძლეობას, ჯანმრთელობასა და სილამაზეს!