პროდუქტები, რომლებიც წონაში კლებას ხელს უშლის

დიეტა

4 ნოემბერი 12:00, 2016 წელი
231

ამ ჩამონათვალში აუცილებლად იპოვით იმ პროდუქტებსაც, რომლებზე უარის თქმაც თქვენთვის, ალბათ, რთული იქნება, მაგრამ, თუ გსურთ, მუდმივად ფორმაში იყოთ, დათმობაზე წასვლა მოგიწევთ.


1. პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც წონაში კლებას აფერხებს, პირველ ადგილზე მაკარონის ნაწარმი აღმოჩნდა. თუმცა, არსებობს უმაღლესი ხარისხის მაკარონი, როლის სწორად მომზადება და ბოსტნეულთან შერწყმა წონაში კლებას ხელს არ უშლის. დიეტების კატეგორიებში, ალბათ, მაკარონის დიეტაც შეგხვედრიათ, თუმცა თუ წონის დაკლება გსურთ, სასურველია, ეს საყვარელი პროდუქტი რაციონიდან ამოიღოთ.



2. მავნე რეიტინგში შემდეგი პროდუქტი გაზირებული სასმელი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ 1 ჭიქა ლიმონათი, კალორიების ცხრილის მიხედვით, საშუალოდ, სადილს უტოლდება, ის ასევე ცვლის მჟავა-ტუტოვან ბალანსს, რაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს.





3. თუკი წონაში დაკლება გსურთ, მენიუდან თეთრი პურის გამორიცხვა აუცილებლად მოგიწევთ. მიზეზი მაღალი კალორიულობა და ასევე, მაღალი გლიკემიური ინდექსია, რაც გასაგებ ენაზე ნიშნავს იმას, რომ თეთრი პურის მიღების შემთხვევაში, დანაყრების შეგრძნება მხოლოდ მცირე ხნით დაგეუფლებათ. შესაძლოა, მთლიანი პური მიირთვათ, მაგრამ ცოტა ხანში შიმშილის შეგრძნება კვლავ შეგაწუხებთ. ასე რომ, თეთრი პურიც აუცილებლად „შავ სიაში“ შეიტანეთ.



4. თუკი ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ, რაციონიდან სწრაფი კვების პროდუქტების გამორიცხვაც მოგიწევთ. მოგეხსენებათ, რომ სწრაფი კვების პროდუქტების მომზადებას 1-2 წუთი სჭირდება და ამ ფერად ყუთებსა თუ ჭიქებში სასარგებლოს ვერაფერს აღმოაჩენთ. მათში მხოლოდ სახამებელი, გემოს გამაძლიერებლები, საღებავები, სწრაფი ნახშირწყლები და ცხიმებია. შესაბამისად, სწრაფი კვების ნებისმიერი პროდუქტი გიგანტურ კალორიულობას უტოლდება.


5. თუკი წონაში დაკლება გსურთ, აუცილებლად უნდა თქვათ უარი ძეხვზე. 100 გრამი ძეხვი 300 კალორიას უდრის. ამ მონაცემით, ალბათ, თავადაც მიხვდებით, ღირს თუ არა ძეხვის მიღება.




 



6. კანფეტები, რძიანი შოკოლადები, ნამცხვრები, ნაყინი, ორცხობილები - ერთი სიტყვით, ყველა საკონდიტრო ნაწარმი ტრანსგენურ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შაქარი ნებისმიერი დიეტის დროს გამოირიცხება, ხოლო თუკი ტკბილეულზე უარის თქმა თქვენთვის რთულია, კანფეტებისა და შოკოლადების ნაცვლად, თაფლი ან ჩირი მიიღეთ.


 


გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!