უშაქრო დიეტა - შეხვდით ახალ წელს ფორმაში

დიეტა
30.12.2016 12:00
369

ახალ წლამდე სამი დღე დარჩა. თუკი ამ სამი დღის განმავლობაში ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ჯადოსნურ დღესასწაულს იდეალურ ფორმაში შეხვდებით.

1. რაციონიდან ცხიმიანი პროდუქტებისა და შაქრის ამოღებით მთელი დარჩენილი სიცოცხლე იდეალურ ფორმაში იქნებით. ბონუსად კი ჯანმრთელობას, ენერგიას, შესანიშნავ კანსა და თმის ბრწყინვალე სტრუქტურას მიიღებთ.

 


2. თუკი შაქრის მიღების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ, დაივიწყებთ უძილობასა და კალორიული პროდუქტების ცხრილს, წონაში კლება კი, პირველ რიგში, სწორედ მუცელზე აისახება.

 


3. თუკი თუნდაც სამი დღით იტყვით უარს შაქარზე, შენიშნავთ, რომ კვების დროს დანაყრების შეგრძნება მალე დაგეუფლებათ.

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხიმიანი პროდუქტების მიღება, ხოლო შაქარი საერთოდ ამოიღეთ მენიუდან;
- ის, რომ დღის განმავლობაში1.5 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ, ნებისმიერი დიეტის გარდაუვალი პირობაა და თქვენც უკვე კარგად იცით;
- დიეტის პერიოდში უარი თქვით არა მხოლოდ შაქარზე, არამედ ხილზე, რომელსაც შაქრის მაღალი შემცველობა აქვს;
- დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი კერძი უნდა მიირთვათ იმდენი, რამდენიც გსურთ და როდესაც მოგშივდებათ, უბრალოდ, გაითვალისწინეთ, რომ თუკი საღამოს 6 საათის შემდეგ კვებას აკრძალავთ, გაცილებით კარგ შედეგს მიიღებთ.
- სამდღიან დიეტაში კერძები და პროდუქტები გრამებში მითითებულ არ არის. ამიტომ, თავად დაარეგულირეთ მისაღები პროდუქტის რაოდენობა. ეცადეთ, არ გადაამეტოთ.
- სამდღიანი დიეტის სავარაუდო მენიუდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და მისაღები პროდუქტები.

სამდღიანი დიეტის სასურველი მენიუ

საუზმე:

მოხარშული კვერცხი ბეკონით ან ბროკოლით;
მოხარშული კვერცხი ცოტაოდენი მაიონეზით;
ყავა ნაღებით (არაუმეტეს 22%-ისა) და ყველი;
ხაჭო (არაუმეტეს 5%-ისა) და კენკროვანი ხილი;
ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით.

სადილი:
ხორციანი კერძები: კატლეტი, მოხარშული ხორცი და ა.შ.;
წვნიანი კერძები (კარტოფილისა და ლობიოს გარეშე);
ნებისმიერი ბოსტნეულის სალათი, შეზავებული ზეითუნის ზეთით;
ყვავილოვანი კომბოსტოს პიურე.

ვახშამი:
მოხარშული თევზი;
გამომცხვარი ბოსტნეული (ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ისპანახი, ბულგარული წიწაკა);
კეფირი (1%-იანი);

გისურვებთ ჯანმრთელობას, სილამაზესა და ბედნიერ ახალ წელს!

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია