სანამ ზამთრის დიეტის მენიუს წარმოგიდგენთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ წელიწადის ცივ პერიოდში ზამთარში ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას განაპირობებს:
- ორგანიზმის რეაქცია ტემპერატურის დაცემაზე;
- მეტაბოლიზმის პროცესის შენელება;
- ცხოვრების ნაკლებად მოძრავი რიტმი;
- რაციონში მიკროელემენტებისა და ვიტამინების ნაკლებობა.
ასეთ შემთხვევაში ზამთრის დიეტა იდეალური ვარიანტია, რომელიც ერთი კვირაში 4-5 კილოგრამის დაკლებაში დაგეხმარებთ.
ზამთრის დიეტის რაციონშია მსუბუქი საკვები, რომელიც შეიცავს ცილებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს, უჯრედებს და სხვა სასარგებლო ნივთერებებს. ამ პერიოდში მკაცრი დიეტების შესრულება სასურველი არ არის, რადგან კალორიების მკვეთრი შემცირება აქვეითებს იმუნიტეტს, იწვევს ჰორმონალურ დარღვევას და თმის, ფრჩხილებისა და მხედველობის გაუარესებასაც კი.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
- დიეტის რაციონი საკმარისი ვიტამინებითა და მიკროლემენტებით გაამდიდრეთ;
- შეეცაეთ, მიირთვათ ტრიფტოფანის შემცველი პროდუქტები. (ტრიფტფანი განწყობას აუმჯობესებს): ქათამი, უცხიმო ხორცი, ინდაური, თევზი, ქათმის კვერცხი, ყველი, თხილი და მარცვლეული კულტურები;
- მიირთვით თბილი საჭმელი - წვნიანები სანელებლების დამატებით (ზამთარში სანელებლები ორგანიზმს ათბობს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას);
- მიირთვით 1,5 ლიტრი წყალი, რადგან ყინვა ორგანიზმს „აშრობს“, რაც უარყოფითად აისახება როგორც კანზე, ასევე, მთლიანად სხეულზე;
- შეზღუდეთ ყავისა და ცხელი შოკოლადის მიღება - ეს სასმელები ზამთარში წონაში მატებას უწყობს ხელს. მათ ნაცვლად მირითვით ხილის ჩაი ან უბრალო წყალი;
- შეეცადეთ, უფრო მეტი იძინოთ, რადგან ძილი განწყობას ამაღლებს, ხოლო ჭამის მადას აქვეითებს.
ზამთრის დიეტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
ზამთრის დიეტა ხორცით
საუზმე: მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; შვრიის ფაფა; 1 ნაჭერი დიეტური პური; ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
ლანჩი: 1 ნაჭერი ყველი და ვაშლი;
სადილი: სოკოს, ქათმის ან ბოსტნეულის წვნიანი და 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი;
სამხარი: 1 ჭიქა რძე ან კეფირი;
ვახშამი: გამომცხვარი სტაფილო შავი ქლიავით, ვაშლისა და სტაფილოს სალათი ან ცოტაოდენი ჩირი და თხილეული. 1 ჭიქა ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
(მოცემული მენიუ შეგიძლიათ გააგძელოთ 1 კვირის განმავლობაში)
ზამთრის დიეტა თევზით
საუზმე: მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; 1 პორცია დაკეპილი კომბოსტო;
ლანჩი: 1 ჭიქა დაბალცხიმიანი კეფირი ან 1 ჭიქა რძიანი ყავა (უშაქროდ);
სადილი: სოკოს, ქათმის ან ბოსტნეულის წვნიანი, ბოსტნეულის სალათი ან მოთუშული კომბოსტო. 1 ნაჭერი დიეტური პური;
სამხარი: გამომცხვარი ვაშლი - 2 ცალი;
ვახშამი: მცენარეულ ზეთში შემწვარი თევზი, მოხარშული კარტოფილი და 1 ჭიქა უშაქრო ყავა.
(მოცემული მენიუ შეგიძლიათ გააგძელოთ 1 კვირის განმავლობაში)
ზამთრის ვეგეტარიანული დიეტა:
საუზმე: მოხარშული კვერცხი - 2 ცალი; მანანის ბურღულის ფაფა; 1 ნაჭერი დიეტური პური; ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
ლანჩი: 1 ცალი მსხალი (ვაშლი ან ბანანი), 1 ნაჭერი ყველი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი;
სადილი: ბარდის წვნიანი, მოთუშული კომბოსტო სოკოთი;
სამხარი: 1 ჭიქა დაბალცხიმიანი კეფირი
ვახშამი: გამომცხვარი სტაფილო შავი ქლიავით, ჩაი 1 ჩ/კ თაფლით.
(მოცემული მენიუ შეგიძლიათ გააგძელოთ 1 კვირის განმავლობაში)