იწვევს თუ არა სერიოზულ დაავადებებს სექსისგან თავშეკავება?!

ექიმის კონსულტაცია

22 ივლისი 12:00, 2016 წელი

თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება გარკვეული პერიოდი, როცა მას, ნებით თუ უნებლიეთ, სექსისგან თავშეკავება უხდება.
ლალი 41 წლის: 27 წლის ასაკში გავთხოვდი, ამჟამად განქორწინებული ვარ და 6 წელია,  სქესობრივი კავშირი არ მქონია. მაინტერესებს, მოქმედებს თუ არა სექსისგან თავშეკავება ორგანიზმზე და რაიმე სახის დარღვევები ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს.


რა არის სექსზე უარის თქმის ყველაზე გავრცელებული მიზეზები და რა შეიძლება გამოიწვიოს სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივმა თავშეკავებამ?!
კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრის ექიმი სექსოლოგი არკადი მოროზოვი გირჩევთ:
სექსუალური თავშეკავება და მისი მიზეზები
სექსუალური თავშეკავება - ეს არის ადამიანის მიერ ნებაყოფლობით ან რაიმე გარემოების მიზეზით იძულებით უარის თქმა სქესობრივ ცხოვრებაზე და ის შეიძლება, რამდენიმე კვირა, თვე და წლებიც კი გაგრძელდეს.
სექსუალური თავშეკავების ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება:
რელიგიური ცხოვრების წესი - როდესაც ადამიანი თავისი სურვილით რელიგიური ცხოვრების გზას ირჩევს (მაგ.: ინახავს მარხვას, ცდილობს, უბიწობის შენახვას, ხდება სასულიერო პირი და ა.შ.);
სექსუალური პარტნიორის არყოლა - რაც შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზებით (მაგ.: ქალებში ეს შეიძლება იყოს -  ქალიშვილობის შენახვა, ოჯახისა და საზოგადოებრივი აზრის გავლენა და ა.შ. მამაკაცებში - ვენერიული დაავადებების შიში, მორიდებულობა და ა.შ. ან შესაძლოა, ქალი ან მამაკაცი ისეთ ადგილას იმყოფებიან, სადაც სექსუალური პარტნიორის ყოლის შესაძლებლობა არ არსებობს, მაგ.: ციხე, სამხედრო სამსახური, წყალქვეშა გემი და ა.შ.);
სხვადასხვა ინფექციებისა და დაავადებების მკურნალობა – ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადების ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობის დროს  სექსისგან თავის შეკავება აუცილებლობას წარმოადგენს;
ორსულობა და მშობიარობის შემდგომი ეტაპი - გინეკოლოგების აზრით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში სექსი მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება მშობიარობის შემდგომ პერიოდს - ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში სექსისგან თავშეკავების ოპტიმალურ ვადად 4-6 კვირას მიიჩნევენ, საკეისრო კვეთის შემთხვევაში (ჭრილობისა და ნაკერების არსებობის გამო) ეს დრო შეიძლება, 1-2 თვემდე გაგრძელდეს, ხოლო თუ მშობიარობის დროს ადგილი ჰქონდა რაიმე სახის გართულებას, რეაბილიტაციის პროცესი შეიძლება, კიდევ უფრო გახანგრძლივდეს.
ეს სექსუალური თავშეკავების მიზეზების მხოლოდ ერთი ნაწილია და რეალურად, შეიძლება ამ ფაქტს უამრავი სხვა მიზეზი ჰქონდეს.

სექსუალური თავშეკავების შედეგები - მითი თუ რეალობა?!
სექსუალური თავშეკავების შედეგებთან დაკავშირებით, რამდენიმე არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს:
მეცნიერების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავება ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობას ზიანს აყენებს;
მეორე ნაწილი აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს;
მესამენი კი ამტკიცებენ, რომ სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება, პირიქით, სასარგებლოცაა და ის შეიძლება ერექციული დისფუნქციის (იმპოტენციის) სამკურნალოდაც გამოდგეს.
ამ შემთხვევაში, რთულია რომელიმე მოსაზრებას 100%-ით დაეთანხმო, თუმცა, სიმართლის გარკვეული წილი სამივე მათგანშია - სექსუალურ თავშეკავებას მართლაც ახლავს გარკვეული რისკებიცა და სარგებელიც, ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა, ადამიანზე მართლაც არანაირი გავლენა არ მოახდინოს.
მოდით, კონკრეტულად განვიხილოთ სექსუალური თავშეკავების უარყოფითი და დადებითი შედეგები, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.

ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავების შესაძლო უარყოფითი შედეგები:
მამაკაცებში - პროსტატიტი ან პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული სხვა პრობლემები (რასაც მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს), ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია. 
თუმცა, მამაკაცებში, მათი ფიზიოლოგიური აგებულებიდან გამომდინარე, სექსუალური თავშეკავება მუდმივად ვერ გაგრძელდება და გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მოხდება პოლუცია (ძილში ეაკულაცია).
ქალებში - ჰორმონალური დისბალანსი, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადება (საშვილოსნოს მიომა და ა.შ.), მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
რაც შეეხება ისეთ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, როგორიცაა ნევროზი, უძილობა, უხასიათობა, შფოთვა, დეპრესია - თანაბრად შეიძლება განვითარდეს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. გარდა ამისა, სექსუალურმა თავშეკავებამ თანდათანობით შესაძლოა, ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) გაქრობაც გამოიწვიოს.

სექსუალური თავშეკავების შესაძლო დადებითი შედეგები:
სექსუალური თავშეკავების დადებით შედეგებად ორივე სქესის წარმომადგენლებში, შეგვიძლია განვიხილოთ ის, რომ, როცა ადამიანს სექსი არ აქვს, ის უფრო მეტად ხდება სხვა საქმეზე ორიენტირებული და შეუძლია, მოზღვავებული ენერგია რაიმე სასარგებლო საქმიანობაზე დახარჯოს, მაგ., დაკავდეს სპორტით, ნადირობით, თევზაობით, სხვადასხვა ფიზიკური თუ გონებრივი შრომით და ა.შ. გარდა ამისა, ბევრი წყვილი მიიჩნევს, რომ თავშეკავების შემდეგ სექსი გაცილებით სასიამოვნო და ემოციური პროცესია და ამ მეთოდს ზოგჯერ  ხელოვნურად - მინავლებული გრძნობებისა და „გაუბრალოებული“ ურთიერთობის აღსადგენადაც კი მიმართავს.
ჩვენ ამ სტატიაში სექსუალური თავშეკავების უარყოფით და დადებით ასპექტებზე ვისაუბრეთ, თუმცა, ზემოჩამოთვლილი შედეგები ყველა შემთხვევაში როდი ვითარდება - ეს ყველაფერი ადამიანის ასაკზე, სქესზე, ლიბიდოსა და ფსიქოტიპზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სექსუალუარი თავშეკავებისას მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, აქვს თუ არა ადამიანს სქესობრივი ცხოვრების გამოცდილება - იმ ადამიანებს (ქალებსაც და მამაკაცებსაც), რომლებსაც სქესობრივი პარტნიორი ჯერ არ ჰყოლიათ, გაცილებით მარტივად გადააქვთ ეს პრობლემა, ვიდრე მათ, ვისაც სექსში გარკვეული გამოცდილება აქვთ. ეს, ალბათ, იქიდან გამომდინარეობს, რომ გამოცდილება სექსუალურ საკითხებში მეტი ფანტაზიისა და მოთხოვნილების საშუალებას იძლევა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?