რობოტული რეაბილიტაცია მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში

ექიმის კონსულტაცია

17 თებერვალი 21:30
309

თურქეთის მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის რობოტულ სარეაბილიტაციო ცენტრში რობოტული სისტემების გამოყენებით პარკინსონის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანებების, ცერებრალური დამბლის, გაფანტული სკლეროზისა და სხვა მსგავსი დაავადებების მკურნალობა ადრეული რეაბილიტაციის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. მედიპოლის კლინიკაში არსებული რობოტული სისტემებია: Lokomat (სიარულში დამხმარე რობოტი); Armeo Power (ხელის ამოძრავებაში დამხმარე რობოტი); Anymov (რობოტული საწოლი); Biodex (წონასწორობის მარეგულირებელი რობოტი).

მედიპოლში არსებულ რობოტული სისტემებზე გვესაუბრება მედიპოლის ფიზიკური და რობოტული თერაპიის ასოცირებული პროფესორი ოღუზ დურმუში.

Lokomat სიარულში დამხმარე რობოტით
მკურნალობა


რას ნიშნავს სიარულში დამხმარე რობოტით მკურნალობა?
სიარულის უნარის ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგვის შემთხვევაში, ამ უნარის აღმდგენ რობოტულ სისტემას Lokomat ჰქვია.


Lokomat რობოტი სიარულის უნარის აღდგენას ეხმარება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ინსულტი, ზურგის ტვინის დაზიანება, თავის ტვინის დაზიანების მსგავსი ნევროლოგიური პრობლემები ან მენჯ-ბარძაყის პროთეზი, მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების მსგავსი დაავადებები, ანუ ორთოპედიული მიზეზებით გამოწვეული სიარულის უნარის დაკარგვა. ავადმყოფისთვის ამ უნარის თავიდან შეძენის, ან სიარულის გამოსწორების მიზნით, რობოტული აპარატის დახმარებით მკურნალობა ფიზიკური თერაპიის ერთ-ერთი ფორმაა.


როგორია რობოტის დახმარებით სიარულის მკურნალობის პროცედურა?
Lokomat რობოტით სიარულის უნარის აღსადგენი პროცედურა ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება.
პირველ ეტაპზე, ფიზიოთერაპიის ასისტენტების დახმარებით, პაციენტი მოსიარულე ბილიკზე დგება და რობოტის ქამრების საშუალებით, სპეციალურ საკიდზე ფეხებით მაგრდება. პაციენტის წინასწარ დადგენილი წონა, საკიდისა და რობოტის დახმარებით, თანდათან, გარკვეულ კოეფიციენტამდე მცირდება. სხეულის წონისა და რობოტის მხრიდან მხარდაჭერის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ მოწყობილობა იწყებს მუშაობას.
მკურნალობის მეორე ნაწილი მოიცავს რობოტული მოტორის კომპიუტერულ კონტროლს. რობოტის ნაწილები  ბარძაყისა და მუხლის სახსრებზე ქამრების საშუალებით მონტაჟდება. მოძრაობის დაწყებისას პაციენტის ფეხები ბუნებრივი სიარულის მსგავს მოძრაობას ასრულებენ. ამ დროს რობოტზე განლაგებული ელექტრონული სისტემები კომპიუტერულ პროგრამას გადასცემენ, თუ რომელ ეტაპსა და რა დონეზე აქვს  პაციენტს სიარულის პრობლემა. რობოტი პაციენტს ბუნებრივი სიარულის მსგავს მოძრაობებს ასრულებინებს. თუ პაციენტი სწორ მოძრაობებს ასრულებს, რობოტი არ ერევა, მაგრამ, როგორც კი  სიარულის შაბლონი ირღვევა, Lokomat რობოტი მაშინვე იწყებს მოქმედებას. 


რა არის რობოტული თერაპიის სხვა უპირატესობები?
Lokomat-ის სისტემა საწოლზე მიჯაჭვულ და უმოძრაო ავადმყოფს კუნთების თავიდან  გაძლიერებასა  და ფეხებში სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება. სიარულის უნარაღდგენილი ავადმყოფის მოძლიერებული კუნთები, ოსტეოპოროზისა და აქედან გამომდინარე, მოტეხილობების რისკებსაც ამცირებს. პაციენტის საწოლიდან ადრეული წამოყენება უმოძრაობასთან დაკავშირებული - ნაწოლების წარმოქმნის, ათეროსკლეროზის, სახსრების საერთო შეზღუდულობისა და სხვა მსგავსი პრობლემების აღმოფხვრასაც უწყობს ხელს.



Armeo Power
ზედა კიდურების მოძრაობების აღმდგენი რობოტით მკურნალობა


რას ნიშნავს Armeo Power რობოტის დახმარებით ხელისა და მკლავის რეაბილიტაცია?
Armeo Power რობოტული რეაბილიტაცია - ხელისა და მკლავის მოხმარებაშეზღუდული პაციენტებისთვის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის რობოტული თერაპიაა, რომელიც გამოიყენება ინსულტის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებებისა და ზურგის ტვინის დაზიანებების მსგავსი ნევროლოგიური დაავადებების შედეგად, ზედა კიდურების ფუნქციების მოშლის დროს, ხელისა და მკლავის გამოყენების უნარის აღდგენის მიზნით, როგორც ნევრორეაბილიტაციის მეთოდი.


როგორ მუშაობს Armeo Power რობოტი?
ხელისა და მკლავის რობოტი - ეს რობოტული ჩონჩხია, რომელიც სასურველი სიმაღლის შერჩევის შესაძლებლობის მქონე, სამ განზომილებაში მომუშავე ელექტრონული სვეტებისგან შედგება.
ეს სვეტები აფიქსირებს ავადმყოფის ზედა კიდურებს და ხელს უწყობს მათი მოძრაობის ფუნქციის აღდგენას.
რობოტის გამოყენება შეიძლება ორივე ხელზე, მკლავის მთელ სიგრძესა და სიგანეზე. რობოტის დახმარებით  შესაძლებელია მხარის, იდაყვის, მკლავის, მაჯისა და ხელის მტევნის მთლიანად ამუშავება.

ვის შეუძლია ამ თერაპიით სარგებლობა?
იქიდან გამომდინარე, რომ Armeo Power რობოტით თერაპიის ძირითადი მიზანია შესაბამისი კონტროლით, ზედა კიდურების მოძრაობის ფუნქციის მთლიანი აღდგენა და ხელისა და მკლავის მოძრაობის ნაკლოვანებების გამოსწორება, მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დროს: ინსულტი; ზურგის ტვინის დაზიანება; თავის ტვინის დაზიანება; ცერებრალური დამბლა; გაფანტული სკლეროზის მსგავსი ნევროლოგიური დაავადებები.



Anymov რობოტული საწოლი


რა არის და როგორ მუშაობს Anymov რობოტული საწოლი?
Anymov რობოტული საწოლი გახლავთ ნევროლოგიური დაავადებების დროს ინტენსიურ თერაპიაში გამოსაყენებელი რობოტული საწოლის სისტემა.
Anymov რობოტული სისტემა ცამეტი ძრავის საშუალებით, სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს მოძრაობებს და ავადმყოფის ადრეული რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა. 


ვის შეუძლია, გამოიყენოს რობოტული საწოლის სისტემები?
რობოტული საწოლის სისტემებს იყენებენ მოძრაობის უნარშეზღუდული და ინტენსიური სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართული ნევროლოგიური ავადმყოფები, სხვადასხვა მიზეზის გამო კლინიკაში დიდი ხნის განმავლობაში მყოფი პაციენტები, ორთოპედიული ოპერაციებიდან ახალგამოსული პაციენტები. რობოტული საწოლის გამოყენება საჭიროა შემდეგი დაავადებების დროს: ინსულტი; ალცჰეიმერის დაავადება; ტვინის დაავადებები; პარკინსონის დაავადება; ხანდაზმული პაციენტები (უმოქმედობის გამო); ტვინის დაზიანება; მძიმე ტრავმები; მენჯ-ბარძაყისა და მუხლის პროთეზის ოპერაციის შემდეგ; ჯვარედინი იოგის ოპერაციის შემდეგ.
Anymov რობოტული საწოლის დროული გამოყენება პაციენტებს ემბოლიისგან (სისხლძარღვის სანათურის დაცობა) იცავს. გარდა ამისა, იგი საშარდე გზებში მიკრობების შეჭრის, ყაბზობის, ნაწლავების გაუვალობის, გულ-მკერდში ლორწოს დაგროვებისა და პნევმონიის, სახსრების სისუსტის, ძვლების განლევის, თირკმელებში კენჭების დაგროვების, არტერიული წნევის ცვალებადობის, კუნთებისა და სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებაა.


Biodex ბალანსის (წონასწორობის) სასწავლო სისტემა


როგორც წესი, ინსულტგადატანილ პაციენტებს უჭირთ ფეხის სიმძიმით დატვირთვა, ამიტომ ისინი ახლებურ სიარულს სწავლობენ. ასეთ სიარულს კი, ხშირად, წონასწორობის დარღვევა ახლავს. 
Biodex ბალანსის სასწავლო სისტემა, თავისი მკურნალობის სხვადასხვა პარამეტრებით, ავადმყოფებს წონასწორობის დარღვევების გამოსწორებისა და კუნთების ტონუსის მოსამატებელი განვითარებული ტექნოლოგიების სისტემაა. ამ სისტემით ფასდება დაცემის რისკები და დგინდება, თუ ორგანიზმის რომელი სისტემის მოშლის მიზეზითაა გამოწვეული ბალანსის დარღვევა.
ამრიგად, Biodex ბალანსის სასწავლო სისტემა ჯერ იკვლევს და შემდეგ ამ კვლევის შედეგების მიხედვით ნიშნავს ვარჯიშებს.


Alter G უწონადობის სარბენი ბილიკი


Alter G უწონადობის სარბენი ბილიკი თავდაპირველად NASA-ში შეიქმნა, კოსმოსიდან დაბრუნებული ასტრონავტებისთვის უწონადობის მდგომარეობიდან გრავიტაციასთან (დედამიწის მიზიდულობის ძალა) ადაპტაციისთვის.
აპარატი 80%-იანი უწონადობის უზრუნველყოფით, ინსულტის, სპორტული ტრავმების, ართრიტის, ჭარბი წონის ან სხვა მიზეზების გამო უმოძრაო პაციენტების სიარულისა და სირბილის უნარის აღდგენას ეხმარება. 
Alter G ძალიან ეფექტური საშუალებაა მენჯის, მუხლისა და ტერფის ართრიტების, სპორტული ტრავმების, პოსტოპერაციული რეაბილიტაციისა და მოხუცებულობის ასაკთან დაკავშირებული სიარულის უნარის შეზღუდვის დროს. 



 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:
Facebook
595 77 90 44
322 90 37 47
georgia@medipol.com.tr