ანტი-მიულერის ჰორმონი - ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ქალის შვილოსნობის უნარის დასადგენად

ექიმის კონსულტაცია

18 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

ქალთა უნაყოფობის დიაგნოსტიკისთვის ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება ანტიმიულერის ჰორმონის მაჩვენებლის განსაზღვრა. თუმცა, ბევრმა არც იცის, რა არის ანტიმიულერის ჰორმონი, რა კავშირი აქვს მას ოვარიულ რეზერვთან და შესაძლებელია თუ არა მისი მეშვეობით ხელოვნური განაყოფიერების შედეგების განსაზღვრა?! კლინიკაინ ვიტროსექიმი გინეკოლოგი თეონა ანთია გირჩევთ:

რა არის უნაყოფობა და რა შემთხვევაში ითვლება ქალი უნაყოფოდ?
უნაყოფობა, იგივე უშვილობა, სამედიცინო ლიტერატურის განმარტებით, შესაბამისი სამედიცინო ჩარევის გარეშე შვილის ყოლის უუნარობაა.
უშვილოდ შეიძლება ჩაითვალოს ქალი, რომელიც რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად, ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკვე წინასწარ არსებობს რაიმე წინმსწრები მდგომარეობები (მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება და ა.შ.) ქალი ერთი წელი არ უნდა ელოდოს და ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.



ქალთა უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები
ქალთა უნაყოფობის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგალითად: ფალოპის მილების ფუნქციის დარღვევა, ფალოპის მილების ორგანული დაზიანება, ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, ხშირი აბორტი, ასაკის მატება და ა.შ.
ამ მიზეზებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ასაკის მატებაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფოლიკულების რაოდენობასთან. რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ასაკიდან ქალის ორგანიზმში იწყება ფოლიკულების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რომელიც  40-45 წლის ასაკისთვის კრიტიკულ ზღვარს აღწევს, ანუ ეს ის პერიოდია, როცა სრულფასოვანი კვერცხუჯრედის „მარაგი“ თითქმის „ილევა“ და ახლოვდება კლიმაქსი.


რა არის ანტიმიულერის ჰორმონი და რა კავშირი აქვს მას ფოლიკულების რაოდენობასთან?
ორსულობისთვის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი პირობა სპერმატოზოიდის მეშვეობით კვერცხუჯრედის განაყოფიერება და მისი საშვილოსნოს ღრუში მიმაგრებაა.
მოგეხსენებათ, კვერცხუჯრედის გადმოსვლა, ანუ ოვულაცია ფოლიკულიდან ხდება და შვილოსნობის უნარსაც სწორედ საკვერცხეში არსებული ფოლიკულების რაოდენობა (საკვერცხის ოვარიული რეზერვი) განაპირობებს.
ანტიმიულერის ჰორმონი ერთ-ერთი კრიტერიუმია ქალის შვილოსნობის უნარის დასადგენად და განიხილება, როგორც საკვერცხეში დარჩენილი ფოლიკულების რაოდენობის ოვარიული რეზერვის მარკერი.
ანტიმიულერის ჰორმონს  ფოლიკულთა გრანულოზის უჯრედები გამოიმუშავებს და მისი წარმოება იწყება ე.წ. პირველად ფოლიკულებში, რომლებიც ამ ეტაპზე მიკროსკოპული ზომისაა და ექოსკოპიაზე არ ჩანს. ანტიმიულერის ჰორმონს ყველაზე მეტი რაოდენობით გამოიმუშავებს პრეანტრალური (პირველადი) და მცირეანტრალური (Б4მმ) ფოლიკულები. ფოლიკულების შემდგომი ზრდისას კი ანტიმიულერის ჰორმონის პროდუქცირება (გამომუშავება) წყდება და 8 მმ-ზე დიდი ფოლიკულები ამ ჰორმონს აღარ გამოიმუშავებს. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ფოლიკულების რეზერვი და ორსულობის შანსებიც იკლებს.


 


როგორ ხდება ანტიმიულერის ჰორმონის შეფასება?
ანტიმიულერის ჰორმონის შეფასება ხდება სისხლის ანალიზის მეშვეობით.
ანალიზის ჩატარება კი შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, რადგან ანტიმიულერის დონე შედარებით მუდმივია და ციკლის დღეზე დამოკიდებული არ არის.


 


ანტიმიულერის დონე და ორსულობის შანსები
როგორც მოგახსენეთ, ანტიმიულერის ჰორმონის დონე ასაკის მატებასთან ერთად იკლებს და ამის პარალელურად საგრძნობლად მცირდება ორსულობის შანსებიც.
შედეგების ინტერპრეტაცია ასეთია:


შვილოსნობის ოპტიმალური უნარი - 5,6 – 9,5 ng/ml;


შვილოსნობის დამაკმაყოფილებელი უნარი - 3,08 – 5,6 ng/ml;


შვილოსნობის დაბალი უნარი - 0,43 – 3,08 ng/ml;


შვილოსნობის ძალზე დაბალი უნარი/უშვილობა - 0,0 – 0,43 ng/ml.


იმ შემთხვევაში, როცა სისხლში ანტიმიულერის დონე ძალზე მომატებულია (9,5 ng/ml-ზე მეტი), შეიძლება პოლიცისტური საკვერცხის სინდრომზე ან ზოგიერთი სახის საკვერცხის კიბოზე მივიტანოთ ეჭვი.


ანტიმიულერის ჰორმონი და ხელოვნურ განაყოფიერება
ანტიმიულერის ჰორმონი ერთ-ერთი ძალიან კარგი კრიტერიუმია საკვერცხის რეზერვის შესაფასებლად. ამ ანალიზის შედეგით პრაქტიკულად დგინდება, რამდენად ძლიერი სტიმულაცია უნდა იქნეს გამოყენებული, არის თუ არა ჰიპერსტიმულაციის საფრთხე, ღირს თუ არა ხელოვნური განაყოფიერების იაფფასიანი მეთოდების გამოყენება, ან ღირს თუ არა ხელოვნურ განაყოფიერების გაკეთება საერთოდ.
იმ შემთხვევაში თუ ანტიმიულერის დონე მაღალია, ინვიტრო პროგრამის ციკლში მწიფდება მეტი ფოლიკული და დაორსულების შანსი გაცილებით მაღალია. ხოლო ოვარიული რეზერვის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, შესაძლოა, საკვერცხეებმა საერთოდ არ უპასუხოს სტიმულაციას, ვერ მოხერხდეს კვერცხუჯრედის მიღება და შესაბამისად, ვერ მოხდება ვერც დაორსულება.
მართალია, ფოლიკულის რაოდენობა კვერცხუჯრედების ხარისხზე არ აისახება, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით გამომუშავება იძლევა იმედს, რომ მიღებული ემბრიონებიდან ერთი ან რამდენიმე მაინც კარგი ხარისხის აღმოჩნდება და ორსულობა შედგება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?