როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი საშვილოსნოსგარე ორსულობაზე?!

ექიმის კონსულტაცია

1 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

ნორმალური ორსულობა, როგორც წესი, საშვილოსნოს ღრუში მიმდინარეობს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნომდე ვერ აღწევს და კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს ყელში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე ლოკალიზდება. რა სიმპტომები აქვს ამ პათოლოგიას და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან?

რას ნიშნავს საშვილოსნოსგარე ორსულობა?

საშვილოსნოსგარე, ანუ ექტოპიური ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიმაგრება და განვითარება ხდება არა საშვილოსნოს ღრუში, როგორც ნორმალური ორსულობის დროს, არამედ მის გარეთ – კვერცხსავალ მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოს ყელში ან მუცლის ღრუს ორგანოებზე. სტატისტიკურად ყველაზე ხშირი კვერცხსავალი მილების ორსულობაა, რა დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი შეიძლება ჩაინერგოს კვერცხსავალი მილის ამპულარულ, ისთმურ ან ინტესტიციულ ნაწილში.
კვერცხსავალი მილის ამპულარულ ნაწილში ჩანერგილი სანაყოფე კვერცხი შესაძლოა, საკმაოდ დიდი ზომისაც გახდეს, რადგან მილის ეს ნაწილი ყველაზე განიერია.
კვერცხსავალი მილის ისთმურ ნაწილში ლოკალიზებული ორსულობა გაცილებით ადრეულ ვადაზე წყდება, რადგან მილის ეს ნაწილი ყველაზე ვიწროა.
კვერცხსავალი მილის ინტერსტიციული ნაწილის ორსულობა ყველაზე იშვიათი, მაგრამ ყველაზე საშიშია, რადგან მილის ეს ნაწილი ნაკლებად ელასტიკურია და გაძლიერებულად მარაგდება სისხლით, ამიტომ ასეთმა ორსულობამ შესაძლოა ძლიერი  სისხლდენა და აქედან გამომდინარე - ლეტალური შედეგიც კი გამოიწვიოს.


 


საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების მიზეზები

საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების მიზეზებად მიიჩნევენ:
ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკულ დაავადებებს - სასქესო ორგანოთა ანთებითი დაავადებების გამო ვითარდება შეხორცება, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლას აძნელებს;
საკვერცხეების ფუნქციის დარღვევას;
კვერცხსავალი მილების აგებულების თანდაყოლილ ანომალიებს;
ენდომეტრიოზს;
ხელოვნურ აბორტებს;
კვერცხსავალ მილებზე ჩატარებულ ნებისმიერ ქირურგიულ ოპერაციას;
ინფანტილიზმს (კვერცხსავალი მილის კუნთოვანი შრის განუვითარებლობას);
ნეიროენდოკრინულ დარღვევებსა და სხვა.

გარდა ამისა, საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკ-ფაქტორებია:
ანამნეზში საშვილოსნოსგარე ორსულობის უკვე გადატანილი თუნდაც ერთი შემთხვევის არსებობა;
ოვულაციის მასტიმულირებელი და ჰორმონალური პრეპარატების მიღება;
საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივების (კერძოდ, სპირალის) მოხმარება;
ასაკი (35 წელს ზემოთ);
უნაყოფობა;
ექსტრაკორპორალური, ანუ ინ-ვიტრო განაყოფიერება.


 


როგორ მივიტანოთ ეჭვი საშვილოსნოსგარე ორსულობაზე?


საშვილოსნოსგარე ორსულობის სიმპტომები ადრეულ ეტაპზე ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომების მსგავსია: წყდება მენსტრუაცია, იწყება უმადობა, პირღებინება, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება და ა.შ.
საშვილოსნოსგარე ორსულობის შეწყვეტისას კი აღინიშნება:
ძლიერი ტკივილი (მუცელში,  გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ან სწორ ნაწლავში); თავბრუსხვევა; გულის წასვლა; მომატებული ოფლიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება; პულსის გახშირება, საშოდან მუქი წითელი ან ყავისფერი სისხლიანი გამონადენი. ყველაზე საშიში სიმპტომია - მასიური შინაგანი სისხლდენა, რაც კვერცხსავალი მილის გახეთქვას მოჰყვება ხოლმე და შესაძლოა შოკით, კოლაფსით და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს.


 


რა მეთოდებით ადგენენ საშვილოსნოსგარე ორსულობას?


საშვილოსნოსგარე ორსულობის დადგენა მარტივი არ არის, ვინაიდან ასეთი ორსულობის კლინიკური სურათი საწყის ეტაპზე ჩვეულებრივი ორსულობის სიმპტომების მსგავსია.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ორსულობაზე მცირედი ეჭვის გაჩენისთანავე, ქალმა სასწრაფოდ მიმართოს გინეკოლოგს, რომელიც მას ნაყოფის ლოკალიზაციის დასადგენად, გინეკოლოგიურ გასინჯვასთან ერთად ტრანსვაგინალურ ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევასაც ჩაუტარებს.


 


საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობის მეთოდები


საშვილოსნოსგარე ორსულობის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა. თუმცა, მცირე ვადაზე (როდესაც ორსულობა ჯერ კიდევ  მილში ვითარდება) შესაძლებელია პროცესის შეჩერება მედიკამენტების მეშვეობით მოხდეს.
კვერცხსავალი მილის გახეთქვისა და შინაგანი სისხლდენის შემთხვევაში კი ქირურგიული ოპერაცია უალტერნატივოა და ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება ქირურგიული ოპერაციის მეთოდებს, ყველაზე დამზოგველი და ნაკლებ ტრავმული ლაპაროსკოპიული მეთოდია, თუმცა გვიან დიაგნოსტირებული საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევაში (როდესაც შეხორცებითი პროცესები უკვე განვითარებულია) მიზანშეწონილია ოპერაცია ღია წესით (მუცელკვეთით) გაკეთდეს.
თუ ამის საშუალებას ავადმყოფის მდგომარეობა და მილის დაზიანების ხარისხი აძლევს, ქირურგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, ოპერაციის დროს კვერცხსავალი მილი შეინარჩუნოს. თუმცა, თუ მეორე მილი ჯანმრთელია, დაზიანებულის ამოკვეთა ქალს შემდგომში დაორსულებასა და ბავშვის გაჩენაში ხელს არ შეუშლის. მხოლოდ საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მომდევნო ორსულობისთვის მზადებას აუცილებლად გინეკოლოგი უნდა აკონტროლებდეს.


 


როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოსგარე ორსულობა?


იმის გარანტიას, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობა არ განვითარდება, ვერავინ მოგცემთ, მაგრამ რისკის შესამცირებლად მიზანშეწონილია გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა:
მცირე მენჯის ღრუს (ძირითადად კი სასქესო ორგანოთა) ანთებითი დაავადებების დროული მკურნალობა;
ორსულობის დაგეგმვამდე კომპლექსური გამოკვლევების (ქლამიდიის, მიკოპლაზმის, ურეაპლაზმის და სხვა პათოგენური მიკრობების არსებობაზე) ჩატარება და სხვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?