რა სიმპტომები მიანიშნებს ძუძუს კიბოზე?

ექიმის კონსულტაცია

15 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

მართალია, საქართველოში ამ სენით დაავადებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ზეპირი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს ავადმყოფობა საგრძნობლად „გაახალგაზრდავდა“ - ბოლო წლებში, ასაკობრივმა ზღვარმა 30-35 წლამდე დაიწია. რა იწვევს ძუძუს კიბოს, როდის უნდა მივმართოთ მამოლოგს და შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების თავიდან აცილება?! „საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის“ პრეზიდენტი, ძუძუს ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ონკოპლასტიკური ქირურგი გიორგი ძაგნიძე გირჩევთ.

რა დაავადებაა ძუძუს კიბო?
ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და ფილტვის კიბოს შემდეგ სიხშირით მეორე ადგილზეა.



ხელშემწყობი ფაქტორები
ძუძუს კიბოს ხელშემწყობი ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
გენეტიკური წინასწარგანწყობა (ადამიანი, რომლის ახლო ნათესავიც ძუძუს კიბოთი იყო დაავადებული, მამოლოგის დაკვირვების ქვეშ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს);
დაბინძურებულ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრება;
ჰორმონალური დარღვევები;
საშვილოსნოსა და საკვერცხეების ანთებითი და ქსოვილის გადაგვარებით მიმდინარე დაავადებები;
სქესობრივი ფუნქციის დარღვევები (ორგაზმის არქონა, ფრიგიდულობა და სხვა);
გვიანი ორსულობა და მშობიარობა (30 წელს ზემოთ);
უშვილობა;
მენსტრუაციის ნაადრევი დაწყება (12 წლის ასაკამდე) და გვიანი შეწყვეტა (50 წლის შემდეგ);
ხშირი რენტგენოლოგიური გამოკვლევა მოზარდ ასაკში;
ჭარბი წონა.


 


როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი ძუძუს კიბოზე?
ძუძუს კიბოზე შემდეგი სიმპტომები მიანიშნებს:
ძუძუს ფორმის შეცვლა;
გამონადენი დვრილიდან (განსაკუთრებით სისხლიანი);
მკერდის ფერისა და მისი ქსოვილის სტრუქტურის შეცვლა;
მკერდის კანის დანაოჭება;
ლიმფური კვანძების გადიდება;
ბეჭის ან იღლიის შესიება.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ დაავადების ადრეულ სტადიებზე ეს ცვლილებები შეიძლება არ შეინიშნებოდეს, ამიტომ სიმსივნის აღმოსაჩენად საუკეთესო და უნივერსალური საშუალება ძუძუს თვითგასინჯვაა.


 


ძუძუს თვითგასინჯვა
ძუძუს თვითგასინჯვა საკმაოდ მარტივი პროცედურაა და მისი ჩატარება რეკომენდებულია მენსტრუაციული ციკლის ერთსა და იმავე დღეს, მაგალითად: მენსტრუაციის დაწყებიდან მე-5 ან მე-6 დღეს, როდესაც სარძევე ჯირკვალი მოდუნებულ მდგომარეობაშია. მენსტრუაციული ციკლის არარსებობის შემთხვევაში პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველთვიურად ერთსა და იმავე დღეს. გასინჯვა ხდება სამ მდგომარეობაში:



  1. წვებით ზურგზე „ზემკლავის“ მდგომარეობაში;

  2. წვებით ზურგზე „განმკლავის~ მდგომარეობაში;

  3. ზურგზე მწოლიარე ათავსებთ მკლავს ტანის გასწვრივ.


მოპირდაპირე ხელის თითებით სინჯავთ ჯერ ძუძუს გარეთა ნახევარს – დვრილიდან ძუძუს ზედა გარეთა კვადრატისკენ, ხოლო შემდეგ სინჯავთ ძუძუს შიდა ნახევარს – დვრილიდან მკერდის ძვლის მიმართულებით. ამის შემდგომ ისინჯება იღლიისქვეშა და ლავიწისქვეშა მიდამოები და ძუძუს თავები. საყურადღებოა ნებისმიერი მოცულობითი კვანძის აღმოჩენა, გამონადენი დვრილიდან, ასევე, ძუძუს მტკივნეულობა.


 


როდის უნდა მივმართოთ მამოლოგს?
ნებისმიერმა სიმსივნურმა უჯრედმა ერთ სანტიმეტრს რომ მიაღწიოს, ერთი წელი მაინც სჭირდება. მამოლოგს კი შეუძლია, სიმსივნური პროცესი ჯერ კიდევ ნულოვან სტადიაში აღმოაჩინოს, ანუ მაშინ, როცა ჯერ კვანძიც კი არ არის. აქედან გამომდინარე, დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ოჯახის ექიმთან რეგულარული ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, ყველა ქალმა იცოდეს ძუძუს კიბოს სიმპტომები და ერთ-ერთი მათგანის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ მიმართოს მამოლოგს.


 


ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა
ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის საშუალებებია:



  1. ექოსკოპია - რომელიც არც ძვირადღირებული პროცედურაა და, მით უმეტეს, არც საზიანო;

  2. ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი – თანამედროვე, კომფორტული და ინფორმაციული, თუმცა შედარებით ძვირადღირებული მეთოდი;

  3. ბიოფსია – რომლის ძირითადი არსია სიმსივნის ქსოვილიდან უჯრედების აღება და მათი გამოკვლევა. პაციენტთა ნაწილში არსებობს შიში, რომ ბიოფსიის დროს შეიძლება, დაავადება გართულდეს. თუმცა, უსაფუძვლოდ. არც ერთ მეცნიერულ კვლევას მსგავსი არაფერი დაუდასტურებია. შესაბამისად, ბიოფსია იმდენჯერ უნდა გაკეთდეს, რამდენჯერაც საჭიროა.


ამ მეთოდების გარდა, დაავადების რისკის დადგენა გენეტიკურ ანალიზსაც შეუძლია, მაგრამ ეს საკმაოდ ძვირი პროცედურაა.


 


მკურნალობის მეთოდები
ძუძუს კიბოს სამკურნალოდ სამი ძირითადი მეთოდი გამოიყენება:
მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ენდოკრინული და იმუნოთერაპიები), სხივური და ქირურგიული. მკურნალობის მეთოდების შერჩევა დამოკიდებულია კიბოს სახეობაზე, ზომასა და მდებარეობაზე.
რაც შეეხება ქირურგიულ მეთოდს, არსებობს როგორც ძუძუს დამზოგავი ოპერაცია, ასევე მასტექტომია. პირველ შემთხვევაში ლოკალურად იკვეთება მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნე და მის გარშემო ჯანსაღი ქსოვილები, ხოლო მასტექტომიის დროს ძუძუ და ლიმფური კვანძები მთლიანადაა მოკვეთილი, თუმცა რეგიონული კუნთები ხელუხლებელია. უფრო იშვიათია კვადრანქტერომია, როცა ძუძუს თითქმის მეოთხედი იკვეთება, შედეგად ძუძუ პატარავდება და შესაძლოა, დეფორმირდეს.
ასევე, არსებობს მედიკამენტი ტამოქსიფენი, რომელიც გენეტიკურად რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში კიბოს გაჩენის რისკს 50%-ით ამცირებს. რაც შეეხება სრულ განკურნებას – ამის შანსი პირველ სტადიაში საკმაოდ მაღალი - თითქმის 90%-ია.


 


პრევენცია
ძუძუს კიბოს რისკის შესამცირებლად წამლების დანიშვნა მხოლოდ და მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი მიღება მეგობრის რჩევით, რეკლამით და ა.შ.
დაავადების პრევენციისთვის მიზანშეწონილია:
სწორი კვება;
სრულფასოვანი ძილი;
სქესობრივი და ფიზიკური აქტივობა;
სქესობრივი ფუნქციის დარღვევებისა და სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადებების დროული მკურნალობა;
ალკოჰოლზე უარის თქმა.
გარდა ამისა, აუცილებელია  წელიწადში ერთხელ, ოჯახის ექიმის დახმარებით, ყველა ქალმა მკერდის სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაიტაროს, რათა, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ექიმი დროულად ჩაერიოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?