რა არის მაგოთერაპია?
მაგოთერაპია (მაკა გოგიაშვილის თერაპია) - თვალის დაავადებების მკურნალობის ფიზიოლოგიური ანუ ბუნებრივი მეთოდია, რომელიც დაფუძნებულია ჯერ კიდევ 1990 წლიდან, მოსკოვის თვალის მიკროქირურგიულ კომპლექსში, აკადემიკოს სვიატისლავ ფიოდოროვის ხელმძღვანელობით ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო კველევების ანალიზზე.
აღნიშნული მეთოდი დაცულია 12 გამოგონების ქართული, რუსული და ევროპული პატენტებით, რაც მის ეფექტურობასა და უვნებლობაზე მეტყველებს.
მაგოთერაპიის არსი ასეთია: თვალის ფსკერზე არსებობენ ცოცხალი, მაგრამ ფუნქციადაკარგული ანუ „მიძინებული“ უჯრედები და კანის ზემოდან, სხვადასხვა ტიპის სტიმულატორების გამოყენებით ხდება ამ უჯრედების „გამოღვიძება“ ანუ ფუნქციის დაბრუნება. უჯრედის ფუნქცია კი, მოგეხსენებათ, მხედველობის უნარია. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პროცედურიდან ზუსტად 1 საათში პაციენტს მხედველობა ემატება!
ლოგიკურია, რომ 1 საათში მიღებულ შედეგს შემდგომში სპეციალური ვარჯიშების მეშვეობით გამყარება სჭირდება, მაგრამ ხანგრძლივი პროცესი არც ეს გახლავთ და, პაციენტის რესურსიდან გამომდინარე, მხოლოდ 5 ან 10 დღე ესაჭიროება. რაც მთავარია, საბოლოო შედეგი სტაბილურია 15 და მეტი წლის მანძილზე და რეციდივი გამორიცხულია!
რომელი დაავადებების დროს არის ეფექტური მაგოთერაპიით მკურნალობა?
მეთოდის არსიდან გამომდინარე, მაგოთერაპია ფართოდ და ძალიან ეფექტურად გამოიყენება თვალის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
ასტიგმატიზმი,
სიელმე,
ამბლიოპია (გაზარმაცებული თვალი),
გლაუკომა,
ნისტაგმი,
სიელმე,
ახლომხედველობა,
შორსმხედველობა,
ბადურას მაკულოდისტროფია,
განუვითარებელი თვალი და სხვა.
თუმცა, მაგოთერაპიით მკურნალობისას (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში), თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების დროს პროგნოზი სხვადასხვაა, მაგალითად:
სიელმის მკურნალობისას (რომელსაც ხშირად დაქვეითებული მხედველობა და ამბლიოპია სდევს თან) - მაგოთერაპიით მკურნალობის დადებითი შედეგი შემთხვევათა 98%-ში აღინიშნება. (პროცედურიდან 1 საათში პაციენტს ემატება მხედველობა და სიელმეც კლებულობს).
ასტიგმატიზმის, ყველა ტიპის ახლომხედველობის, შორსმხედველობის მკურნალობისას - მაგოთერაპიით მკურნალობის დადებითი შედეგი შემთხვევათა 97%-ში აღინიშნება. ( ამ შემთხვევაშიც, პაციენტებს 1 საათში ემატებათ მხედველობა).
ხოლო ისეთ დაავადებათა სამკურნალოდ, როგორიცაა ნისტაგმი, გლაუკომა, განუვითარებელი თვალი, მაკულოდისტროფია და სხვა - მაგოთერაპიით მკურნალობისას, პოზიტიური შედეგი შემთხვევათა 63%-ში აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ მაგოთერაპიით მკურნალობისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დაავადების ხანგრძლივობას, წარმომავლობას და პაციენტის ასაკს!
რატომ უნდა მიანიჭოთ უპირატესობა მაგოთერაპიით მკურნალობას?
თვალის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-მაგო“ ერთადერთი კლინიკაა, რომელიც უარყოფს სათვალესა და ლინზებს და ამტკიცებს რომ სათვალე, მსგავსად ყავარჯნისა, ეხმარება თვალს უკეთ დაინახოს, თუმცა არ მკურნალობს მას (ხშირად აქვეითებს კიდეც მხედველობას).
როგორც მოგახსენეთ, თვალის დაავადებების მკურნალობის არსებული მეთოდებისგან განსხვავებით (მედიკამენტოზური, ქირურგიული, სათვალით და ა.შ.), მაგოთერაპიას არანაირი გართულება, გვერდითი მოვლენები რისკი და ა.შ. არ გააჩნია.
თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგოთერაპია კურნავს თვალის ისეთ დაავადებებს, რომელთა განკურნება სხვა ალტერნატიული მეთოდებით, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგალითად: მაკულოდისტროფია, თანდაყოლილი ოპერირებული კატარაქტა, გლაუკომა და სხვა).
მაგოთერაპიის შედეგების სტაბილურობა შეგიძლიათ იხილოთ: YOUTUBE-ის შემდეგ ბმულზე.
თვალის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-მაგო“
მიღება მხოლოდ ჩაწერით, 12:00-დან 18:00 საათამდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);