როგორ ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი?!

ექიმის კონსულტაცია

6 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინოლოგიური სისტემის დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში შეიძლება მრავალი წლის მანძილზე ისე მიმდინარეობდეს, რომ თავად ავადმყოფმა  ამის შესახებ არაფერი იცოდეს.

რა იწვევს შაქრიან დიაბეტს, რა ცვლილებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს ორგანიზმში და როგორ მოვიქცეთ მათი აღმოჩენისას?! მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ენდოკრინოლოგი რამაზ ყურაშვილი გირჩევთ:

რა დაავადებაა და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ შაქრიანი დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ნორმალურად შაქრის, ანუ გლუკოზის შეთვისება და ამის გამო სისხლში შაქრის დონე იზრდება.


შაქრიანი დიაბეტის ორი ტიპი არსებობს: ტიპი 1 და ტიპი 2
ტიპი 1 დიაბეტის დროს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ნახშირწყლოვანი ცვლის მკვეთრი დარღვევა სწრაფად ხდება, ამიტომ დაავადების კლინიკური მანიფესტაციაც სწრაფია.
თუმცა არსებობს გვიან განვითარებული აუტოიმუნური შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ზრდასრულ ასაკში ვითარდება და შედარებით ნელა პროგრესირდება.


ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, დაახლოებით, 10-15 წლის მანძილზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სიმპტომები – წონის სწრაფი კლება, წყურვილი, შარდვის გახშირება, საერთო სისუსტე, მხედველობისა და ენერგიის დაქვეითება მხოლოდ მოგვიანებით, უკვე არსებული გართულებების მანიფესტაციის ფონზე ვითარდება.


 


დიაბეტის გართულებები
ორგანიზმში, დიაბეტის პარალელურად შეიძლება, არაერთი დაავადება განვითარდეს.
დიაბეტის უშუალო გართულებებია: დიაბეტური ნეირო, რეტინო და ანგიოპათია (ანუ გულის, ქვედა კიდურების, თვალის, თირკმლის დაავადებები).
ასევე, დიაბეტის მქონე პირებს ხშირად აქვთ სხვა მეტაბოლიური დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა, ონკოლოგიური დაავადებები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, სტეატოჰეპატოზი, ოსტეოპოროზი, დეპრესია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებები, ტერფის დეფორმაცია და ა.შ.




დაავადების
გამომწვევი ძირითადი მიზეზები
შაქრიანი დიაბეტის რისკ-ფაქტორების ორი ჯგუფი არსებობს: მყარი და ცვალებადი.
მყარი რისკ-ფაქტორებიდან ყველაზე საყურადღებოა:
გენეტიკური ფაქტორი,
ასაკი (40 წელს ზემოთ),
რასა.
ცვალებადი რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
სხეულის ჭარბი წონა/სიმსუქნე,
ჯდომითი ცხოვრების წესი,
არაჯანსაღი ცხოვრების წესი - თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება და არასწორი კვება (ე.წ. თანამედროვე, ანუ არაჯანსაღი საკვები, ჭარბი შაქარი, რაფინირებული ფქვილისგან დამზადებული პურ-ფუნთუშეული, ტრანსცხიმებით გაჯერებული სწრაფი კვების პროდუქტები, გაზიანი სასმელი..).


 


დიაბეტის მკურნალობის მეთოდები
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს - ჩანაცვლებით ინსულინოთერაპიას, ხოლო ტიპი 2-ის შემთხვევაში - ტაბლეტთერაპიას.
მნიშვნელოვანია ასევე, დიაბეტის მართვის ისეთი ეფექტური მეთოდი, როგორიცაა დიეტათერაპია, რომელიც სხეულის მასის კონტროლსა და ცხოვრების ჯანსაღ წესს გულისხმობს.
თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა და მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებით მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა შესაძლებელი და არა სრული განკურნება.


 


რა უნდა ვიცოდეთ დიაბეტურ კომასა და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის პირველად დახმარებაზე
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს შესაძლოა, ორი ტიპის კომა განუვითარდეს:
ჰიპოგლიკემიური - სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის გამო) და ჰიპერგლიკემიური - სისხლში შაქრის ჭარბი შემცველობის გამო).
ორივე ტიპის კომის დროს, ავადმყოფს ამცივნებს, აკანკალებს, შიმშილის გრძნობა აქვს და გონებას კარგავს. იშვიათად, ხანმოკლე კრუნჩხვაც ერთვის. 
ამ დროს ავადმყოფს გლუკოზის ხსნარი ან აბები ან სულაც თაფლიანი წყალი უნდა მივცეთ. 
თუ მდგომარეობა მაინც დამძიმდა, აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა.


 


პრევენცია
პრევენციის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია დიაბეტის განვითარების რისკ-ფაქტორების ადრეული გამოვლენა და გააზრება, პროფესიონალ ექიმთან კონსულტაციით რისკ-ფაქტორების მართვის დაგეგმვა. მით უმეტეს, თუ თქვენ გენეტიკური ან სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, დაავადების განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებით.
თუ გამოკვლევების ჩატარებას ვერ ახერხებთ, სანტიმეტრი აიღეთ და დამხმარე ადამიანს თქვენი წელის გარშემოწერილობა გააზომვინეთ:
სანტიმეტრი შემოივლეთ წელზე – უკან, ნეკნების ქვეშ, ხოლო წინ – ჭიპთან. ხელები ჩამოუშვით და თავისუფლად დადექით.
გაზომვა საჭიროა უზმოზე, დილით, ტუალეტის შემდეგ.
თუკი წელის გარშემოწერილობა ქალებში 84 სმ-ს აღემატება, მამაკაცებში კი - 92 სმ-ს, მის შემცირებაზე დაიწყეთ ფიქრი.
მოკლედ, თუ თქვენი ასაკი 40 წელს მიუახლოვდა ან გადასცდა, მემკვიდრეობაში შაქრიანი დიაბეტი გაქვთ და ჭარბი წონა ან სიმსუქნე აღგენიშნებათ, იცოდეთ, რომ თქვენი მონაცემების მქონე სამი ადამიანიდან ორს მომდევნო ათი წლის განმავლობაში დიაბეტი დაემართება.
თუ არ გინდათ, მათ რიცხვში აღმოჩნდეთ, სხეულის წონის დაკლებაზე იზრუნეთ – დიაბეტის განვითარების რისკის ამ ფაქტორის შეცვლა, გენეტიკისა და ასაკისგან განსხვავებით, თქვენს ხელთაა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?