გემუქრებათ თუ არა იმპოტენცია?!

ექიმის კონსულტაცია

14 თებერვალი 20:00, 2016 წელი

ერექციული დისფუნქცია, ძველი ტერმინით - იმპოტენცია, ფართოდ გავრცელებული სქესობრივი დარღვევაა, რომელიც გამოხატულია მამაკაცების 25%-ში და, შესაბამისად, ყოველ მე-4 მამაკაცს აწუხებს. როგორ უნდა მოიქცეს მამაკაცი, თუ  ეს პრობლემა აწუხებს?! კლინიკა „ენმედიცის“ სექსოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ექიმი სექსოლოგი ზურაბ მარშანია გირჩევთ:

ერექცია და მისი მნიშვნელობა

ერექცია (ლათ. „erectio“ - გასწორება) სასქესო ასოს მდგომარეობაა, რომელიც ვითარდება სქესობრივი აგზნების დროს, გენიტალიებისკენ სისხლის გაძლიერებული მიდინების შედეგად.
გარდა ამისა, ერექციის დროს შორისის, წინამდებარე ჯირკვლისა და ასოს ფუძის ირგვლივ კუნთები იკუმშება, რის შედეგადაც სასქესო ორგანო მოცულობაში 3-4-ჯერ იზრდება და მაგრდება. 
სწორედ ეს აძლევს ასოს საშუალებას, შეაღწიოს საშოში და მოახდინოს ეაკულაცია, ანუ სპერმის დანთხევა, რაც მნიშვნელოვანია როგორც განაყოფიერებისთვის, ასევე ადამიანის სრულყოფილი და სტაბილური სქესობრივი ცხოვრებისთვის.


რა არის ერექციული დისფუნქცია?

ერექციული დისფუნქცია (მოძველებული ტერმინით - იმპოტენცია) სქესობრივ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დროსაც მამაკაცს არ შესწევს უნარი, მიაღწიოს და შეინარჩუნოს სქესობრივი აქტის განხორციელებისთვის საკმარისი ერექციის დონე.
ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები მამაკაცს შეიძლება, ხანმოკლე დროით შეექმნას გადაჭარბებული დატვირთვის, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების ან, უბრალოდ, გადაღლილობის გამო, თუმცა ეს ერექციულ დისფუნქციაში არ უნდა აგვერიოს - ერექციულ დისფუნქციაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც პრობლემა ხანგრძლივად რჩება.





ერექციული დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები

გამომწვევი მიზეზების მიხედვით, ერექციული დისფუნქციის სამი ძირითადი ფორმა არსებობს:
ორგანული (როდესაც ერექციის დარღვევა რომელიმე ორგანოს დაავადებითაა გამოწვეული), ფსიქოგენური (სხვადასხვა ფსიქიკური თუ ნერვული მოშლილობების ფონზე განვითარებული), 
შერეული (როცა ორივე გენეზი თანაბრადაა).
ერექციული დისფუნქციის გამომწვევი ორგანული მიზეზებია:
დიაბეტი, კერძოდ კი - დიაბეტური ნეიროპათია (შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი თანამდევი დაავადება);
ნივთიერებათა ცვლის მოშლის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის - მეტაბოლური სინდრომი, ანუ მეტაბოლიზმის ფუნქციის დარღვევა (შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი);
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება;
ჰიპოგონატიზმი, ანუ მამაკაცის სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის ნაკლებობა (ტესტოსტერონის უკმარისობისას ერექციაზე პასუხისმგებელი რეაქციები მუხრუჭდება);
სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების რეგულარული მიღება (ფსიქოტროპული, საგულე საშუალებები, ბეტა-ბლოკერები, წნევის დამწევები და ა.შ.).


ერექციული დაქვეითების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს  პროსტატის ჯირკვლის რადიკალური ამოკვეთა ან პროსტატის დამზოგველი სხვადასხვა ოპერაციები და ა.შ. თუმცა, უროლოგები დამზოგველ ოპერაციებთან დაკავშირებით, საპირისპიროს ამტკიცებენ;
რაც შეეხება ქრონიკულ პროსტატიტს, ეს დაავადება ერექციის დაქვეითების მიზეზად აღარ განიხილება.

ერექციული დისფუნქციის ფსიქოგენური მიზეზებია:
ნევროზული (შფოთვითი) სახის აშლილობები (ფსიქოლოგიური ტრავმა, ემოციური დაძაბულობა და ა.შ.);
ფსიქიკური აშლილობები (შიზოფრენია, დეპრესია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და ა.შ.).

ყველაზე ხშირად გვხვდება ერექციული დისფუნქციის შერეული ფორმები - როდესაც ორგანული ხასიათის პრობლემას რომელიმე ფსიქოლოგიური კომპონენტიც ემატება.

ერექციული დარღვევების სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია:
ცხოვრების მჯდომარე წესი;
სიმსუქნე;
ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების რეგულარული მიღება;
სქესობრივი ცხოვრებისგან თავშეკავება და ა.შ.


ერექციული დისფუნქციის ნიშნები

ერექციული დისფუნქციის ნიშნებია:
ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების შეუძლებლობა, რომელიც  ერთ თვეზე მეტ ხანს, რეგულარულად გრძელდება;
ერექციის სიხშირის მკვეთრი შემცირება;
სუსტი ან ნაკლებად მყარი ერექცია;
ერექციის შენარჩუნების შეუძლებლობა და ა.შ.


დიაგნოსტიკა

ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა რთული პროცესია და აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმი სექსოლოგის მიერ.
ერექციული დისფუნქციის მკურნალობის მეთოდის განსაზღვრამდე, აუცილებელია პრობლემის ზუსტი ხასიათის სრული დიაგნოსტიკა - ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დაავადების ფორმები, დადგინდეს გამომწვევი მიზეზები და ა.შ.
ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკისთვის უნდა მოხდეს:
ერექციის ფუნქციისთვის სპეციალური კითხვარების გამოყენება;
წარსულში გადატანილი ან მიმდინარე სამედიცინო ჩარევების სრული ისტორიის შესწავლა;
ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი;
ჰორმონალური, ნევროლოგიური და სისხლძარღვოვანი დაავადებების კვლევა (თუ რომელიმე მათგანი გამოვლინდა, უნდა მოხდეს პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება) და ა.შ.


ერექციული დისფუნქციის მკურნალობა

ერექციული დისფუნქციის მკურნალობის მეთოდები სხვადასხვაა და დაავადების ფორმისა და გამომწვევი მიზეზების მიხედვით ინდივიდუალურად შეირჩევა.
დაავადების სამკურნალოდ არსებობს სამი ხაზის თერაპია:
სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები - ფოსფოდიესთერაზის ინჰიბიტორები-5 (ვიაგრის ჯგუფის პრეპარატები, ვარდენაფილი, ტატალაფილი, ავანაფილი და ა.შ.);
ინტაკავერნოზული ინექციები (რა დროსაც პაციენტის ასოში ან შარდსადენ მილში შეჰყავთ სპეციალური პრეპარატები);
ქირურგიული ოპერაცია .. ფალოპროთეზირება (რა დროსაც ხდება სპეციალური პროთეზის - ასოს მღვიმოვანი სხეულის მიდამოში, ხოლო მიკროტუმბოს სათესლე პარკში შეყვანა. პროთეზირებული სასქესო ორგანო გარეგნულად ჩვეულებრივად გამოიყურება, მასზე ხელის მოჭერისას კი ხდება ერექცია, სქესობრივი აქტისას მამაკაცი უპრობლემოდ აღწევს ორგაზმს და ეაკულაციას.)


ერექციული დისფუნქციის პროფილაქტიკა

იმისთვის, რომ მამაკაცმა თავიდან აიცილოს ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭიროა:
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა;
სწორი და ჯანსაღი კვება;
ნივთიერებათა ცვლის კონტროლი;
წონის კონტროლი;
ფიზიკური აქტივობა;
რეგულარული სქესობრივი ცხოვრება და ა.შ.
მამაკაცების უმრავლესობას ჰგონია, რომ სექსოლოგთან ერთჯერადი ვიზიტი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისია. არადა, სექსი ერთჯერადი პროცესი არ არის და შესაბამისად, სექსუალური დარღვევების ერთ დღეში ჩამოყალიბება ან აღმოფხვრა შეუძლებელია.
ამიტომ სექსუალურ ფუნქციას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება და ჯანმრთელმა მამაკაცმა პროფილაქტიკისთვის ისევე უნდა იაროს სექსოლოგთან, როგორც სტომატოლოგთან ან რომელიმე სხვა ექიმთან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?