რაიდოთერაპიის როლი სიმსივნური დაავადებების მკურნალობაში

ექიმის კონსულტაცია

3 აპრილი 20:00, 2016 წელი

რადიოთერაპია სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება ავთვისებიანი სიმსივნეების დროს. რადიოთერაპიის რა მეთოდებს სთავაზობს პაციენტებს თურქეთში, ქალაქ სტამბულში არსებული მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელი და რა შემთხვევაში შეიძლება ამ მეთოდებით სიმსივნური დაავადებებისგან სრულად განკურნება?! გვესაუბრება მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგიის ასოციირებული პროფესორი ჰალე ბაშაქ ოზქოქი.

სიმსივნური დაავადებები
ავთვისებიანი სიმსივნე, იგივე კიბო, შეიძლება, ნებისმიერ ორგანოზე წარმოიქმნას და დროთა განმავლობაში ქსოვილის სიღრმეშიც ჩააღწიოს. სამწუხაროდ, სიმსივნური უჯრედები საკმაოდ სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება, იყოფა და ახალ სიმსივნურ უჯრედებს წარმოქმნის, რაც, საბოლოოდ, არა მარტო იმ კონკრეტული ორგანოს ფუნქციის მოშლას იწვევს, არამედ ლიმფური კვანძებისა და სისხლის საშუალებით, ირგვლივ მყოფ ორგანოებსა და ქსოვილებში ვრცელდება და სხვა ორგანოებსაც აზიანებს. ეს კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და შესაბამისი მკურნალობის გარეშე, მდგომარეობა მოსალოდნელია, ლეტალურად დასრულდეს. აქედან გამომდინარე, სიმსივნური დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სიმსივნური დაავადებების მკურნალობის მეთოდები
ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მეთოდით, ან სხვადასხვა დროს ამ ორი მეთოდის კომბინაციით ტარდება. ეს მეთოდებია:
ლოკალური (ანუ ადგილობრივი) მკურნალობა
- რომელიც მოიცავს ქირურგიულ ოპერაციას ან რადიოთერაპიას (სხივური თერაპიით მკურნალობას);
სისტემური მკურნალობა - რომელშიც მოიაზრება ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და მიზანმიმართული ბიოლოგიური მკურნალობა.
გარდა ამისა, არსებობს სიმსივნეების მკურნალობის სხვა მეთოდებიც.


რა არის რადიოთერაპია და რა შემთხვევაშია მისი გამოყენება რეკომენდებული?

რადიოთერაპია (სხივური თერაპიით მკურნალობა) ონკოლოგიის ნაწილია და გულისხმობს რენტგენული ან მატონიზებელი გამოსხივების გამოყენებით სიმსივნური დაავადების მკურნალობას.
სხივური თერაპია შეიძლება იყოს  მკურნალობის როგორც ძირითადი, ასევე დამხმარე მეთოდი და გამოიყენება რადიკალური და პალიატიური მიზნებით.
სხივური თერაპია, ასევე, გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომბინაციაში, ქირურგიასთან, ქიმიოთერაპიასთან ან ორივესთან ერთად.
მკურნალობის ტაქტიკის არჩევა სიმსივნის ლოკალიზაციაზე, უჯრედულ შენებაზე, დაავადების სტადიაზე და ავადმყოფის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რადიოთერაპიას აქვს ორი ძირითადი დანიშნულება:
სამკურნალო
- იმ შემთხვევაში, როცა სიმსივნური პროცესი ადრეულ სტადიაზეა გამოვლენილი (წარმოქმნილია მხოლოდ ერთ განსაზღვრულ ორგანოზე და არ არის სხვა შორსმდებარე ორგანოებზე მეტასტაზირებული). ასეთ დროს, რადიოთერაპია გამოიყენება სრულად განკურნებისთვის, ოპერაციის შემდეგ დარჩენილი მდგომარეობის გასაკონტროლებლად, ან დაავადების იმ სტადიაში გადასაყვანად, რომ ქირურგიულ ჩარევას დაექვემდებაროს;
პალიატიური
- როცა სიმსივნე პროგრესირებულია, განკურნებაზე აღარ მიდის საუბარი და ექიმების მიზანს მხოლოდ პაციენტისთვის გაუსაძლისი მდგომარეობის (ტკივილის, სუნთქვის გაძნელების, სისხლდენის და ა.შ.) შემსუბუქება წარმოადგენს.

რადიოთერაპიით მკურნალობის მეთოდები
რადიოთერაპიით მკურნალობის დროს გამოიყენება ორი ძირითადი მეთოდი:
1. პაციენტის სხეულის გარედან ისეთი აპარატებით ზემოქმედება, როგორიცაა - Lineer, Stereotactic Radiosurgery, Gamma Knife,Cyber Knife და საოპერაციოში გამოყენებადი Intraoperative Radyoterapy,Truebeam-ი;
2. ბრაქითერაპია (ანუ კონტაქტური რადიოთერაპია), რომელიც გულისხმობს რადიაციული წყაროს უშუალოდ მიტანას სიმსივნით დაზიანებულ ორგანოსთან, ან უშუალოდ სიმსივნურ წარმონაქმნში სპეციალური აპლიკატორების საშუალებით  (მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე ხშირად გინეკოლოგიური, პროსტატის, ფილტვის და საყლაპავი მილის სიმსივნეების სამკურნალოდ გამოიყენება, იშვიათად რეკომენდებულია თავის ტვინისა და მკერდის კიბოს მკურნალობაში).

მტკივნეულია თუ არა რადიოთერაპიით მკურნალობის პროცესი?
იმ შემთხვევაში, თუ რადიოთერაპიით მკურნალობისას სხივური დასხივება სხეულის გარედან ხდება, პაციენტს ტკივილი არ აღენიშნება, მაგრამ ზოგჯერ მკურნალობის დაწყებამდე (დაზიანების ზუსტი ადგილის განსაზღვრისთვის) საჭიროა ინტერვენციული რადიოლოგიური ჩარევა, რა დროსაც  გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. მარკერები. ეს პროცედურა მტკივნეულია და ამიტომ ანესთეზიით ტარდება. ანესთეზიის გამოყენება ბრაქითერაპიით მკურნალობის დროსაცაა რეკომენდებული.

რადიოთერაპიით მკურნალობის ჩატარებამდე მოსამზადებელი პროცედურები
რადიოთერაპიით მკურნალობის ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აუცილებლად რადიაციული ონკოლოგიის ექიმი იღებს. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი საჭიროა, პაციენტს ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები და მოსამზადებელი პროცედურები (მოსამზადებელი ეტაპი 1 დღიდან 1 კვირამდე გრძელდება და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სასწრაფოდაა მკურნალობა დასაწყები).
იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში რადიოთერაპია სეანსების (გრეის) სახით მიმდინარეობს, პაციენტი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს  ერთსა და იმავე პოზიციაში. პოზიციის შერჩევა ხდება ზემოხსენებული მოსამზადებელი პროცედურების დროს და ეს პოზიცია უნდა იყოს პაციენტისთვის კომფორტული, დასხივებისთვის კი შესაბამისი და ზუსტი.
მას შემდეგ, რაც განისაზღვრება პოზიცია, ხდება იმ უბნის ვიზუალიზაცია, სადაც უნდა მოხდეს დასხივება. ვიზუალიზაცია, ძირითადად, კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის (MR) და პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიის (Pet/CT) საშუალებით ხდება და მიღებული ვიზუალიზაციის შედეგები რადიაციული თერაპიის მკურნალობის დასაგეგმად, იგზავნება ე.წ. დაგეგმარების კომპიუტერში, სადაც ხდება მკურნალობის დაგეგმვა.
მკურნალობის დაგეგმვა ხდება სამედიცინო რადიოფიზიკის სპეციალისტისა და რადიაციული ონკოლოგის მიერ და განისაზღვრება გამიზნულ უბანსა და კრიტიკულ ორგანოებზე დასხივების დოზები. დაგეგმარება ხორციელდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამების საშუალებით.

მიზანშეწონილია თუ არა რადიოთერაპიით მკურნალობის განმეორება?
იმის გამო, რომ რადიოთერაპიის დროს არ მოხდეს სიმსივნური უბნის ირგვლივ ჯანმრთელი ქსოვილებისა და ორგანოების რადიაციით დაზიანება, მაღალი დოზებით  მკურნალობის ჩატარება არ არის რეკომენდებული.
ამავე მიზეზით არ შეიძლება განმეორებით რადიოთერაპიის ჩატარება.
თუმცა, თუ დაგეგმარების მეთოდებისა და მკურნალობის სისტემების განვითარების გამო, განსაზღვრულ სიტუაციებში, განსაზღვრული ტექნიკის საშუალებით, იმავე უბანზე განმეორებითი რადიოთერაპია დღის წესრიგში დგება, საჭიროა, ჩატარდეს ე.წ. Reirradiation მკურნალობა. ამ სახის მკურნალობა ძალიან გამოცდილი კადრის მიერ უნდა ჩატარდეს და აუცილებლად უახლესი ტექნოლოგიებით.


რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რადიოთერაპიით მკურნალობა სეანსებით მიმდინარეობს. სეანსების რაოდენობა, სიხშირე და ხანგრძლივობა კი დაავადებული უბნის ანატომიასა და მის ირგვლივ მდებარე ჯანმრთელ ქსოვილებზეა დამოკიდებული.
მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია, გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე ან დაწყების შემდეგ პაციენტს უტარდება გვერდითი მოვლენების აღმოსაფხვრელი ან შესამცირებელი მკურნალობა. თუმცა, აღნიშნული გვერდითი მოვლენები, უმეტეს შემთხვევაში რადიოთერაპიით მკურნალობის დასრულების შემდეგ თავისთავად აილაგმება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პაციენტმა, რომელიც იტარებს სხივურ თერაპიას, კარგად უნდა დაისვენოს, სრულფასოვნად იკვებოს და ხალხმრავლობას მოერიდოს.


 


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?