შაკიკი - მაპროვოცირებელი ფაქტორები, ფორმები და მკურნალობა

ექიმის კონსულტაცია

10 ივნისი 12:00, 2016 წელი

შაკიკი ანუ ჰემიკრანია უძველესი დროიდან გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც თავის ერთ რომელიმე ნახევარში განვითარებული ძლიერი, შეტევითი ტკივილი ახასიათებს. ძირითადად, გავრცელებულია ახალგაზრდა ასაკში, ხშირია ბავშვებშიც. ქალებში კი 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

რას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა შაკიკის სამკურნალოდ და როგორ უნდა მოვახდინოთ დაავადების პრევენცია?! „რუბრიკას“ სამედიცინო ცენტრ „მედიმედის“ ექიმი- ნევროლოგი თამთა ირემაძე ესაუბრება:


 


რა დაავადებაა შაკიკი?



შაკიკი ანუ ჰემიკრანია მორეციდივე ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც თავის ერთ რომელიმე ნახევარში განვითარებული ძლიერი, შეტევითი და პულსირებადი ტკივილით ხასიათდება. ტკივილი, შესაძლოა, 4 საათიდან 72 საათამდეც კი გაგრძელდეს და ხშირად გულისრევის შეგრძნება ან ღებინებაც თან ახლდეს.


შაკიკის რამდენიმე ფორმა არსებობს:


შაკიკი აურის გარეშე - ახასიათებს ძლიერი, პულსირებადი თავის ტკივილი ლოკალიზაციის ადგილის მონაცვლეობითა და გულისრევა-ღებინებით;


აურით მიმდინარე შაკიკი, რომელიც თავის მხრივ იყოფა შემდეგ ქვეტიპებად: აურით ტკივილის გარეშე (აღინიშნება სხეულის ნაწილების დაბუჟება და ა.შ), ჰემიპლეგიური (აღინიშნება ცალ მხარეს კიდურების შესუსტება და ა.შ), ბაზილარული (ამ შემთხვევაში პრობლემა გამოხატულია თავის ტვინის უკანა ნაწილში და აღინიშნება კოორდინაციისა და მეტყველების უნარის დარღვევა, გულისრევა, ღებინება და ა.შ.);


შაკიკის სტატუსი - თავის ძლიერი, პულსირებადი ტკივილი დიდხანს გრძელდება -1 კვირიდან 4 კვირამდე;


სხვა შაკიკი - ვლინდება ისეთი ოფთალმოლოგიური დარღვევები, როგორიცაა: თვალების წინ მოციმციმე წერტილები, მხედველობის გაორება, თვალის კაკლის მამოძრავებელი ნერვების დისფუნქცია, ბადურას ფუნქციის დარღვევა და ა.შ.;


გართულებული შაკიკი - რომელიც შეიძლება, იშემიური ინსულტით გართულედეს;


დაუზუსტებელი შაკიკი.


ყველაზე გავრცელებულია -  შაკიკის აურით და აურის გარეშე მიმდინარე ფორმები.


 


დაავადების პათოგენეზი



დაავადების განვითარების მექანიზმი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ არსებობს თეორია, რომლის მიხედვით ადგილი აქვს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს, რის ხარჯზეც კომპენსატორულად ხდება საძილე არტერიების გარშემო არსებული კუნთების მოდუნება და საძილე არტერიების გაფართოება. ამის გამო, სისხლი თავის ტვინს საჭირო რაოდენობით აღარ მიეწოდება, რაც  თავის ტკივილის უშუალო მიზეზს წარმოადგენს.


 


დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორები


შაკიკის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:


გენეტიკური წინასწარგანწყობა (განსაკუთრებით დედის მხრიდან);


გადაღლილობა;


სტრესი;


ჰორმონალური ძვრები (ჰუბერტატული პერიოდი, მენსტრუაცია და ა.შ.);


გარემოპირობები (სიცხე, სიცივე, მკვეთრი შუქი, ძლიერი ხმაური და ა.შ);


გარკვეული სახეობის საკვები და სასმელი (შოკოლადი, კაკაო, თხილი, კაკალი, ყველი, წითელი ღვინო, შამპანური, ლუდი და ა.შ.).


ხშირად, შეტევის პროვოცირებას რამდენიმე ფაქტორის ერთდროულად ზემოქმედება ახდენს.


 


დაავადების სიმპტომები



შაკიკის ძირითადი სიმპტომია:


თავის ძლიერი, პულსირებადი და ხანგრძლივი ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება თავის ცალ მხარეს, შუბლისა და საფეთქლის მიდამოში;


თანმხლები სიმპტომებია:


სინათლისა და ხმაურის აუტანლობა;


გულისრევა;


ღებინება;


ზოგადი სისუსტე ან პირიქით - ზედმეტად გაღიზიანება;


სხეულის რომელიმე ნაწილის დაბუჟება;


კიდურების შესუსტება;


მხედველობის პრობლემები (თვალების წინ მოციმციმე წერტილები, მხედველობის გაორება და ა.შ.).


 


დიაგნოსტიკა



შაკიკის დიაგნოზის დასმა ხდება ნევროლოგის მიერ ანამნეზის საფუძველზე (საჭიროა, ანამნეზში იყოს, მინიმუმ, 5 შეტევა).


დამატებით, მიზანშეწონილია თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა (MRI), რათა გამოირიცხოს თავის ტკივილის გამომწვევი სხვა საშიში დაავადებები (სიმსივნე, სისხლძარღვოვანი ანომალია და ა.შ.).


 


მკურნალობა


შაკიკის სამკურნალოდ გამოიყენება:


ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები (პარაცეტამოლი, ასპირინი, ციტრამონი და ა.შ.);


მცენარეული პრეპარატები (დიგიდროტი, კოფეტამინი და ა.შ.);


სეროტონინის აგონისტები - სუმატრიპტანი, ზოლმიტრიპტანი და ა.შ.).


გარდა ამ პრეპარატებისა, შაკიკიან ავადმყოფებს სჭირდებათ დიდი რაოდენობით  B ჯგუფის, C და E ვიტამინები, მინერალები (მაგნიუმი), ამინომჟავები (ტრიპტოფანი, ტაურინი) და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები.


მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ძილის და კვების რეჟიმის დაცვა.


 


დაავადების პროფილაქტიკა


არსებობს მთელი რიგი მედიკამენტები, რომლებსაც  დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენებენ, ესენია: არასპეციფიკური ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (ვოლტარენი, ნიმესილი); ბეტა ბლოკერები (ანაპრილინი); ტრიციკლური ანტიდეპრესანტები; სეროტონინის ანტაგონისტები; ასპირინი და ა.შ.


დაავადების ყველაზე ეფექტური საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესი და მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან თავის არიდებაა:


მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს;


აკონტროლეთ საკვები პროდუქტების შემადგენლობა (ამოიღეთ რაციონიდან შოკოლადი, თხილი, კაკალი, კაკაო, ყველი და ა.შ.);


არ მიიღოთ ალკოჰოლი (განსაკუთრებით წითელი ღვინო, შამპანიური, ლუდი);


მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი;


მოერიდეთ ხმაურს და მკვეთრ განათებას და ა.შ.


თუმცა, უნდა ითქვას, რომ შაკიკის რისკ-ფაქტორები ინდივიდუალურია და ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს, რა ახდენა მის შემთხვევაში დაავადების პროვოცირებას.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?