თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო კლინიკაში

ექიმის კონსულტაცია

22 ივნისი 17:10, 2016 წელი
1352

როგორ ვლინდება თავის ტვინის სიმსივნე, რა გამოკვლევებია რეკომენდებული დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის რა მეთოდებს გვთავაზობენ ქალაქ სტამბულში არსებული მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები?! 


გვესაუბრება მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის ნეიროქირურგთა გაერთიანების მმართველთა საბჭოს წევრი, პროფესორი ნეჯათ აკალანი. 


თავის ტვინის სიმსივნეები

თავის ტვინის სიმსივნე წარმოადგენს პათოლოგიური უჯრედების გროვას თავის ტვინში ან მასთან ახლოს.
თავის ტვინის სიმსივნის მრავალი ტიპი არსებობს. ზოგიერთი ტიპი კეთილთვისებიანია, ზოგი კი - ავთვისებიანი (კიბო). სამწუხაროდ, თავის ტვინის სიმსივნეთა უმეტესი ნაწილი სწორედ ავთვისებიანია. აღნიშნული ფაქტი კარგად არის ასახული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ტვინის სიმსივნეთა კლასიფიკაციაში. ამ კლასიფიკაციის თანახმად, განასხვავებენ სიმსივნის ავთვისებიანობის ხუთ ხარისხს - 0-დან IV-მდე. ე.წ. კეთილთვისებიან სიმსივნეებს დაბალი ხარისხის ავთვისებიანობა ახასიათებთ (0, I, II), ხოლო ავთვისებიანებს - მაღალი ხარისხისა (III, IV). სწორედ ავთვისებიანობის ხარისხი განაპირობებს სიმსივნის ზრდის ტემპს და, შესაბამისად, ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც. როდესაც სიმსივნე ნაკლებად ავთვისებიანია, მისი ზრდის ტემპიც მცირეა, მოცულობითი წარმონაქმნისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც მოგვიანებით ვითარდება და შედარებით ნელა პროგრესირებს.
გარდა ამისა, არსებობს თავის ტვინის სიმსივნის პირველადი და მეორეული, ანუ მეტასტაზური ფორმები. პირველადი ფორმის დროს, პროცესი იწყება უშუალოდ თავის ტვინში, ხოლო მეორეული სიმსივნეები, იწყება ორგანიზმის სხვა ნაწილში და თავის ტვინში მხოლოდ შემდეგ მეტასტაზირდება. მეორეული სიმსივნეები ბევრად ხშირად გვხვდება, ვიდრე პირველადი.
თავის ტვინის პირველადი სიმსივნის მრავალი სახეობა არსებობს. თითოეულის სახელი ეფუძნება მონაწილე უჯრედების ტიპს. ესენია:
გლიომები - გლიომა იწყება თავის ტვინში ან ზურგის ტვინში და მოიცავს ასტროციტომებს, ეპენდიმომებს, გლიობლასტომებს, ოლიგოასტროციტომებსა და ოლიგოდენდროგლიომებს;
მენინგიომები - მენინგიომა იწყება თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ამომფენ მემბრანებში. მენინგიომების უმრავლესობა კეთილთვისებიანია;
აკუსტიკური ნეირომა იგივე შვანომა - ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე ვითარდება ბალანსისა და სმენის მაკონტროლებენ ნერვზე, რომელიც ინფორმაციას შიდა ყურიდან ტვინში გადასცემს;
ჰიპოფიზის ადენომა - ასეთი ადენომები ძირითადად კეთილთვისებიანია, ვითარდება ჰიპოფიზის ჯირკვალში, თავის ტვინის ფუძესთან;
მედულობლასტომები - მედულობლასტომა ბავშვებში ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის სიმსივნეა. იგი ტვინის ქვედა ნაწილში იწყება და ზურგის ტვინში ვრცელდება. მედულობლასტომა იშვიათია მოზრდილებში, თუმცა შესაძლოა მაინც წარმოიქმნას;
პრიმიტიული ნეიროექტოდერმული სიმსივნეები - იშვიათი, ავთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც იწყება ემბრიონულ უჯრედებში, თავის ტვინში და გვხვდება ტვინის ნებისმიერ ადგილას;
ჩანასახოვანი უჯრედების სიმსივნეები - ეს სიმსივნეები შესაძლოა, ბავშვობაში საკვერცხის ან სათესლის ადგილას ჩამოყალიბდეს, თუმცა ჩანასახოვანი უჯრედები ზოგჯერ ტვინში მიგრირებენ, სადაც შესაძლოა, სიმსივნე წარმოიქმნას;


კრანიოფარინგიომები - ეს იშვიათი, კეთილთვისებიანი სიმსივნე იწყება ჰიპოფიზის ჯირკვალთან, ზრდასთან ერთად აწვება ჰიპოფიზის ჯირკვალს და ტვინის სხვა სტრუქტურებს.
რაც შეხება, მეორეულ სიმსივნეებს, ყველაზე ხშირად თავის ტვინში მეტასტაზირდება:
სარძევე ჯირკვლის კიბო;
ნაწლავის კიბო;
თირკმლის კიბო;
ფილტვის კიბო;
მელანომა.


რა შეიძლება იყოს თავის ტვინის სიმსივნის გამომწვევი მიზეზები
?
არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, თავის ტვინის სიმსივნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ტრავმა, ვირუსი ან გენეტიკური ფაქტორი. თავის ტვინის სიმსივნე, უმნიშვნელოდ, მაგრამ მამაკაცებში და თეთრი რასის წარმომადგენლებში ცოტა უფრო ხშირად გვხვდება. რაც შეეხება ასაკს, რისკები მატულობს ცხრა წლის ქვემოთ და ორმოცდათხუთმეტი წლის ზემოთ. მაღალია, ასევე, რადიაციულ, ქიმიურ და ბირთვულ ნივთიერებებთან დაუცველად მომუშავე ადამიანების დაავადების რისკიც.
რაც შეეხება მეორეული სიმსივნის გამომწვევ მიზეზებს, მასზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მეტი თვალსაჩინოებისთვის განვმეორდები და გეტყვით, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ორგანოთა სიმსივნეები.


სიმპტომები
დაავადების საწყის ეტაპზე, სანამ სიმსივნური წარმონაქმნი პატარა ზომისაა, აღინიშნება ქალასშიგა წნევის მომატება და თავის ტვინის დაზიანების ან კომპრესიის სიმპტომები.
საზოგადოდ, თავის ტვინის ყოველ უბანსა და სტრუქტურას კონკრეტული ფუნქცია (მოძრაობის, მგრძნობელობის, წონასწორობის, მეხსიერების, ემოციური სფეროს, ქცევის) აქვს. აქედან გამომდინარე, კომპრესიის გამო იზღუდება ან „გამოვარდება“ ის ფუნქცია, რომელზე პასუხისმგებლობაც თავის ტვინის კონკრეტულ უბანს აქვს აღებული. შესაბამისად, ტვინის განსაზღვრული უბნის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს: მოძრაობის დარღვევა (მაგალითად, სისუსტე და ძალის დაქვეითება კიდურებში), მგრძნობელობის მოშლა (პაციენტი ვეღარ გრძნობს განსაზღვრულ უბანზე შეხებას ან აქვს დაბუჟების შეგრძნება), წონასწორობის დარღვევა (ბარბაცი, სიარულის გაძნელება). რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს ზეწოლა თავის ტვინის ნერვებზე, რაც, როგორც წესი, ვლინდება მათი ფუნქციის დაზიანებით. მაგალითად, შესაძლოა, დაქვეითდეს ყნოსვა, მხედველობა, სმენა და ა.შ. 
თავის ტვინის სიმსივნის დროს ხშირია გულყრების განვითარება და თავის ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, საკმაოდ ინტენსიური ხასიათის თავის ტკივილი, რომელსაც თავის ტვინის გარსებზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლა იწვევს.



დიაგნოსტიკის მეთოდები
ბუნებრივია, გამოკვლევა პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვით უნდა დაიწყოს და სწორედ ზემოაღწერილი ჩივილების არსებობამ და ნევროლოგიური გასინჯვისას აღმოჩენილმა სიმპტომებმა უნდა მისცეს ექიმს კვლევის გაგრძელების საფუძველი. ხოლო ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ სიმსივნის ვიზუალიზაცია და ზუსტად დავადგინოთ მისი ლოკალიზაცია. ზოგჯერ აღნიშნული კვლევების დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს სპეციალური კონტრასტული ნივთიერების გამოყენება, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ სიმსივნის ხასიათზე, დეტალურად დავაზუსტოთ მისი ზომები, სისხლმომარაგების ხარისხი და გავრცელების არეალი.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თავის ტვინის სიმსივნე შესაძლოა იყოს რომელიმე სიმსივნური დაავადების მეორეული გამოვლენა, ამიტომ აუცილებელია, ავადმყოფს ჩაუტარდეს დამატებითი გამოკვლევები: მამოგრაფია, უროგრაფია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევა, ფილტვების გამოკვლევა და ა.შ. 

მკურნალობა
თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობა  მის ტიპზე, ზომასა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული. ეს სიმსივნეები, ძირითადად, ქირურგიული ჩარევით იკურნებიან, თუმცა კეთილთვისებიან ან დასაწყის სტადიაში მყოფ სიმსივნეებს ხშირად სხივური თერაპიით მკურნალობაც შველის.
ქირურგიული ჩარევის დროს, როგორც წესი, ხდება სიმსივნის მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა. სიმსივნის მთლიანად ამოკვეთის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის შედეგი უპირატესად არის  წარმატებული, ხოლო თუ  სიმსივნე მთლიანად არ იკვეთება, სრულფასოვანი შედეგის მისაღწევად საჭიროა, ჩატარდეს ლოკალური (ადგილობრივი) სხივური თერაპიის კურსი.
იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე ძალიან მგრძნობიარე და ძნელად მისაწვდომ ადგილზე მდებარეობს და ამის გამო მაღალია ოპერაციის დროს მხედველობის, სმენისა და სხვა ორგანოების დაზიანების რისკი, მკურნალობა უნდა ჩატარდეს სხივური და მედიკამენტური თერაპიით. 
განსაკუთრებით საშიში და ძნელად სამკურნალოა დიდი ხნის განმავლობაში არსებული და მკურნალობის გარეშე დატოვებული სიმსივნეები.



რა დანადგარებს იყენებენ თავის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო ქსელში?
ნავიგაცია - ასე ეწოდება პრეოპერაციულ კვლევას, რომლის დროსაც ხდება სიმსივნური უბნის ვიზუალიზაცია. აღნიშნული კვლევა გამოიყენება ოპერაციის მიმდინარეობის პარალელურად და მაქსიმალურ ინფორმაციას იძლევა პაციენტის ფიზიკური, ანატომიური მდგომარეობის შესახებ.  ნავიგაცია GPS ტექნოლოგიის საშუალებით, 3 D ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს ზუსტ ქირურგიულ ჩარევას სიმსივნურ უბანზე;
ORM კომპიუტერული ტომოგრაფია - გამოიყენება ოპერაციის მიმდინარეობისას. მისი გამოყენება თავის ტვინის ოპერაციების დროს, გამორიცხავს სიმსივნური უბნის შეშუპებას და განმეორებითი ოპერაციის ჩატარების რისკებს.
O-ARM
- გამოიყენება ნავიგაციასთან ერთად და დამატებით უზრუნველყოფს ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარებას;
ინტრაოპერატიული მაგნიტო-რეზონანსული კვლევა MR - გამოიყენება ოპერაციის მიმდინარეობისას და ახდენს სიმსივნური უბნის ვიზუალიზაციას, რაც უზრუნველყოფს სიმსივნის სრულად ამოკვეთას, რაც შეიძლება მინიმალური რისკით.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას: