ნეიროქირურგის მესამე თვალი - ტექნოლოგია

ექიმის კონსულტაცია

4 ნოემბერი 15:30, 2016 წელი

მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი სამედიცინო ცენტრი, სადაც ერთ საოპერაციოშია თავმოყრილი და ერთდროულად მუშაობს ოთხი-ხუთი ტექნოლოგიური სისტემა, რაც აუცილებელია ნეიროქირურგიული ოპერაციის უნაკლოდ ჩატარებისთვის.  ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული და მოწინავეა თურქეთში მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელი. მაინც, რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიური სისტემების ერთდროულად გამოყენებას? 


ამ თემაზე მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნეჯათ აკალანი გვესაუბრება:
- ნეიროქირურგიულ საოპერაციოებში რობოტული ნავიგაციისა და ინფრაოპერაციული მიკრორეზონანსული კვლევების (MR) ერთდროული გამოყენება, წინასაოპერაციოდ, ოპერაციის მსვლელობისას თუ მის შემდგომ, ყველა საჭირო გამოსახულების სწრაფად და უნაკლოდ მიღების საშუალებას იძლევა.
ოპერაციის მსვლელობისას ნავიგაციის, ულტრაბგერის, ულტრაოპერაციული MR-ის ან უხელო კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გამოყენების დროს, არ არის საჭირო პაციენტის სტერილური საოპერაციო გარემოდან გამოყვანა. ამდენად, თავიდან ვიცილებთ როგორც დროის დანაკარგს, ასევე ინფექციის რისკებს. საოპერაციოში დანერგილი სწრაფად მზარდი თანამედროვე ტექნოლოგიების - კერძოდ, ნავიგაციის სისტემების, ინტრაოპერაციული MR-ის, ულტრაბგერითი ასპირატორის მსგავსი ყველა ტექნოლოგიური მოწყობილობის - საერთო მახასიათებელია ჯანმრთელი ქსოვილისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიუყენებლად, ყველაზე სანდო გზით, თავის და ზურგის ტვინის დაზიანებებთან მიღწევა და მათი მოცილება.
ნავიგაციის სისტემებით პაციენტზე სამ განზომილებაში ცოცხლდება თავის ტვინში ოპერაციამდე MR -ით დადგენილი გამოსაკვლევი უბნები.
სისტემა GPRS აპარატის მსგავს ფუნქციასაც ატარებს. რადიოლოგიის ინფორმაცია საშუალებას იძლევა, ოპერაციის მსვლელობისას მოხდეს სიმსივნურ უბანზე ფოკუსირება. ნავიგაციის დახმარებით ეკრანზე ერთ განზომილებაში გამოსახული MR (მიკრორეზონანსული კვლევა) ან CT (კომპიუტერული ტომოგრაფია) სამგანზომილებიანი ხდება და ოპერაციისას მიღებული მყისიერი გამოსახულება საშუალებას იძლევა, რომ ქირურგი ჯანსაღი ქსოვილის  დაუზიანებლად, ყველაზე ხელსაყრელი პოზიციიდან მიუახლოვდეს დაზიანების კერას.
ხერხემლის ოპერაციების დროსაც, ამის მსგავსად, უხელო ნავიგაციის აპარატი უზრუნველყოფს ჯერ დაზიანებული კერების აღმოჩენას და შემდგომ ჯანსაღი ქსოვილების დაუზიანებლად ქირურგიული პროცედურების ჩატარებას. ჩასატარებელი პროცედურები, ყველა ეტაპზე, დადასტურებულ და გადამოწმებულ ინფორმაციას ემყარება. ეს არის ტომოგრაფიულ მონაცემებზე დაფუძნებული, თანამედროვე რადიოლოგიური მეთოდი.
საოპერაციოებში გამოყენებული MR- ის აპარატით, განსაკუთრებით თავის ტვინის სიმსივნეების ოპერაციების სხვადასხვა ეტაპებზე, პროცედურების რადიოლოგიური კონტროლი ხდება, რათა გარანტირებული იყოს პათოლოგიის ზუსტი დასკვნა. ეს არის პაციენტის საოპერაციო ბლოკიდან გაუსვლელად პირველადი ანალიზის უზრუნველყოფის აპარატი.



- რა უპირატესობები აქვს ექიმებისთვის ამდენი ტექნოლოგიური მოწყობილობის ერთად თავმოყრას? ქირურგს რამდენად უადვილებს საქმეს ეს ტექნოლოგია?
- მთელი ეს ტექნიკა ოპერაციული ჩარევისას აკეთებს მოწოდებული მონაცემების ზუსტ შეფასებას და განსაზღვრავს სასწავლო მრუდს. არკვევს, თუ რომელი ტიპის ქირურგიაში და რომელი ტექნოლოგიური მოწყობილობა უნდა იქნეს გამოყენებული და რა სიხშირით.
თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობისას პაციენტებისთვის ხანგრძლივი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოპერაციული მკურნალობაა. რაც უფრო დროული და შედეგიანი იქნება ოპერაციული ჩარევა, მით უფრო მეტია რადიოთერაპიული და მედიკამენტური დამცავი მკურნალობით სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობა. საბოლოო ჯამში, მთელი ეს თანამედროვე ტექნოლოგიები, უპირველესად, პაციენტის დამატებითი დაზიანებებისგან დაცვასა და, თავისთავად, წარმატებულ ოპერაციულ მკურნალობას განაპირობებენ. 



- რას წარმოადგენს ნეირონავიგაციის სისტემა და როგორ პოულობს ეს სისტემა თავის ტვინის სისმსივნეებს?
- ნეირონავიგაციის სისტემა თავის ტვინის ოპერაციების დროს სიმსივნის ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და შეცდომის დაშვების გამორიცხვისთვის გამოიყენება, მინიმუმამდე დაყავს ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების და ლეტალური შემთხვევის ალბათობა და ზრდის წარმატებული ოპერაციის შანსებს.
ნეირონავიგაციის საშუალებით შესაძლებელია თავის ტვინის სასურველ წერტილთან შეუცდომლად მიღწევა.
სასურველ მიზნამდე მიღწევის გარდა, ნეიროულტრასონოგრაფიის გამოყენებით კონტროლდება, თუ რამდენად მოხერხდა სიმსივნისგან კერის გათავისუფლება.
ნეირომონიტორიზაცია კი გვიჩვენებს, ოპერაციის დროს დაზიანდა თუ არა თავის ტვინის ქსოვილი.


- რობოტული (O-ARM) ვიზუალიზაციის სისტემაზე რას გვეტყვით?
- ეს არის ოპერაციის მსვლელობის დროს ტომოგრაფიის გადაღების სისტემა, რომელიც მთლიანად ხსნის, პოსტოპერაციულად (მაგალითად, მალის  არასასურველ მხარეს წასვლა, ხერხემალზე პროცედურის ჩატარებისას; ქირურგიულ ზონაში სისხლის დაგროვება, თავის ტვინის ოპერაციის დროს) ტომოგრაფიის გადაღების მიზნით პაციენტისთვის ხელახალი ოპერაციის საჭიროებას.
რობოტული (O-ARM) ვიზუალიზაციის სისტემა, ნავიგაციასთან ერთად, მაღალი სიზუსტის მონაცემების შექმნით, ქირურგ ოპერატორს უნაკლო ოპერაციის ჩატარების საშუალებას აძლევს.
სისტემა ქირურგს კრიტიკულ მონაცემებს აწვდის ოპერაციის მსვლელობის ყველა სტადიაში.  პაციენტი კი მისი მეშვეობით, გაცილებით ნაკლებ რადიაციას იღებს.
რობოტული (O-ARM)  ვიზუალიზაციის სისტემა, მცირე ზომის ნაჭრილობევით, პაციენტის ნაადრევ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ეს სისტემა კომპლექსური ოპერაციების მაღალ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.



- რამდენად მნიშვნელოვანი ოპერაციის მსვლელობისას დროული ინტრაოპერატიული  MR?
- ეს სისტემა აჩვენებს, ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხდა თუ არა სიმსივნისგან მთლიანად გათავისუფლება. სიმსივნის ამოკვეთის პროცესის დაწყების შემდეგ, გარკვეულ ეტაპზე, საჭირო ხდება MR-ის თავიდან გადაღება. ეს კი ოპერაციის მსვლელობისას ულტრაოპერაციული MR-ით ხორციელდება.
ამდენად, ქირურგის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა ნულს უტოლდება და სიმსივნის ამოკვეთა მინიმალური რისკებით ხდება. 



- რა შემთხვევაში გამოიყენება
გამა დანა და გამა დანით რადიოქირურგია როგორ ტარდება?
- გამა დანა (Gamma Knife) სამკურნალო სისტემაა, რომელიც თავის ტვინის დაავადებული ქსოვილის წინასწარ განსაზღვრულ კოორდინატებს გამა სხივებით ანადგურებს. ეს არის სხივური თერაპიისგან განსხვავებული, რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სეანსით ტარდება.
გამა დანით შესაძლებელია როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობა. ამასთან, გამა დანა თავის ტვინის სიმსივნეების გარდა, თავის ტვინის სისხლძარღვთა და ფუნქციური დაავადებების დროსაც გამოიყენება.


დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას: Facebook 595 77 90 44 322 90 37 47 lela.chkhaidze@medipol.com.tr

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?