რკინადეფიციტური ანემია - რას სიმპტომები და გართულებები აქვს სისხლნაკლებობას?

ექიმის კონსულტაცია

1 ივლისი 12:00, 2016 წელი

ანემია სისხლის ნაკლებობაა და დაავადებათა დიდ ჯგუფს წარმოადგენს. რკინადეფიციტური ანემია ანემიების და, ზოგადად, კვების დარღვევით გამოწვეულ დაავადებათა ნუსხაში პირველ ადგილზეა.

რატომ და როგორ ვითარდება რკინის დეფიციტი, რა გართულებებს იწვევს და როგორ მოვახდინოთ მისი პრევენცია?! „რუბრიკას“ „დავით გაგუას კლინიკის“ ექიმი-მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო ქანთარია ესაუბრა:


 


რას არის ანემია?


ანემია სისხლის ნაკლებობაა, რომელიც განპირობებულია ერითროციტების და / ან ჰემოგლობინის უკმარისობით.
ჰემოგლობინი ერითროციტების შემადგენლობაში შემავალი რთული ცილაა, რომლის მთავარი ფუნქცია ჟანგბადის მიერთება და მისი ტრანსპორტირებაა. ერითროციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება ორგანიზმის ჟანგბადოვან შიმშილს და ამით განპირობებულ ცვლილებებს იწვევს.
ანემია შესაძლოა იყოს: პირველადი და სხვა დაავადების შედეგად განვითარებული მეორეული გამოვლენა.
ანემიის სახეებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია რკინადეფიციტური ანემია, რომლის მთავარი არსი მიღებულ და დახარჯულ რკინას შორის ბალანსის დარღვევაა.


 



რა გზით ხვდება რკინა ორგანიზმში?


ადამიანი სურსათიდან  ყოველდღიურად 15-20 მილიგრამ რკინას იღებს (აქედან 1 მგ. რკინას ფიზიოლოგიურ პირობებში განავლის, შარდისა და კანის ეპითელიუმის ჩამოცლის შედეგად ყოველდღიურად კარგავს).
საკვები შეიცავს ორგვარ რკინას: ჰემინურ Fe2+ - ს, რომელიც უმთავრესად ცხოველურ პროდუქტებში შედის და არაჰემინურ Fe3+ - ს, რომელიც მცენარეული სურსათის შემადგენლობაშია.
ცხოველური პროდუქტებიდან ადამიანის ორგანიზმი  რკინის 10-20%–ს შეიწოვს, მცენარეულიდან კი – მხოლოდ 1-5%-ს. 
შეწოვაზე დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა საკვები და წამალი.
მიღებული რკინის 10-20%, 1-1,5 მგ, თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავში შეიწოვება, მოთხოვნილების მომატების ან ამ ელემენტის დეფიციტის დროს შეწოვა 5-6-ჯერ იმატებს. მოთხოვნილების შემცირებისას კი შეწოვის ინტენსივობა მცირდება და რკინა უფრო ინტენსიურად ლაგდება დეპო ორგანოებში.



დაავადების მიმდინარეობა


რკინა ჩვენს ორგანიზმში ორგვარი ფორმით მოიპოვება: ერთია „აქტიური“ რკინა, რომელიც შედის ჰემოგლობინისა და მიოგლობინის შემადგენლობაში (მის წილად მოდის რკინის საერთო მარაგის 65%), მეორე კი - რკინა, რომელიც დეპონირებულია (შენახულია) ღვიძლში, ელენთაში, ძვლის ტვინში, ერითროციტებში, წვრილი ნაწლავის ლორწოვანსა და სისხლის შრატში ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით.


მოთხოვნილების ზრდის პირველ საფეხურზე რკინა დეპოებიდან მობილიზდება – ამას რკინის ფარული დეფიციტი ეწოდება, ვინაიდან ამ დროს ელემენტის მარაგი შემცირებულია ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებლების ფონზე. ამის შემდეგ, რკინა მცირდება როგორც დეპოებში, ასევე ერითროციტებსა და ჰემოგლობინში და  უშუალოდ რკინადეფიციტური ანემია ვითარდება.
ქალები მეტ რკინას კარგავენ მენსტრუაციის, ორსულობის, მშობიარობის, ლაქტაციის დროს. შესაბამისად, მათ მამაკაცებზე ორჯერ მეტი რკინა სჭირდებათ. მოთხოვნილება ასევე მაღალი აქვთ ბავშვებს. აქედან გამომდინარე, დაავადება უფრო ხშირად ქალებს, ბავშვებს, ორსულებს და მეძუძურ დედებს ემართებათ.


 


რკინადეფიციტური ანემია და ორსულობა



ორსულობის დროს ცხოველქმედების ყველა პროცესი გაძლიერებულია - თითოეული ორგანო, ქსოვილი, უჯრედი მოითხოვს უფრო მეტ საკვებს, 3-4-ჯერ მეტასაც კი, ვიდრე ორსულობამდე. ამის ფონზე, საჭიროა სისხლის მიწოდების გაზრდაც, რის გამოც იმატებს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის სინთეზი. სწორედ ამ უკანასკნელის წარმოქმნაში მონაწილეობს რკინა. ამრიგად, რკინის მოთხოვნილება მთელი ორსულობის განმავლობაში მომატებულია და, დაახლოებით, 700-800 მგ-ს აღწევს.
ორსულობის პირველ ეტაპზე ორგანიზმი რკინის დეფიციტს რამდენადმე უმკლავდება - აძლიერებს რკინის შეწოვას, სისხლწარმოქმნას, დეპოებიდან ახდენს სისხლის მობილიზებას, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ მისი რესურსი იწურება და  რკინის დეფიციტი ვითარდება. ორსულობის დროს რკინადეფიციტური ანემია მძიმედ მიმდინარეობს და იწვევს მრავალ გართულებას - პლაცენტაში დისტროფიული ცვლილებების განვითარდებას, ნაყოფის განვითარების ჩამორჩენას და ა.შ. გარდა ამისა, დედათა სიკვდილიანობის 80% სწორედ რკინადეფიციტურ ანემიას უკავშირდება.


 


რკინადეფიციტური ანემიის რისკ-ფაქტორები


რკინადეფიციტური ანემიის რისკ-ფაქტორებია:
რკინის შემცველი პროდუქტების მცირე რაოდენობით მიღება;
სისხლდენით მიმდინარე ქრონიკული დაავადებები;
ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია;
მიომური კვანძების არსებობა;
ენდომეტრიოზი;
კუჭნაწლავის ზოგიერთი პათოლოგია;
კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
ჰემოიროიდული კვანძები;
სალიცილატების მიღება;
ორსულობა;
ლაქტაცია
და ა.შ.
რკინადეფიციტური ანემია განსაკუთრებით ხშირია მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს. მიჩნეულია, რომ ორსულობისას დაკარგული რკინის მარაგის შევსებას, დაახლოებით, 4-5 წელი სჭირდება, ამიტომ მალე დამდგარი განმეორებითი ორსულობა ანემიის განვითარების კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია.


 


სიმპტომები:


რკინის დეფიციტი ორი სინდრომით გამოიხატება: ანემიურით და სიდეროპენიულით.
ანემიური სინდრომი
განპირობებულია ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცირებით და არასფეციფიკურ სიმპტომებს მოიცავს, ესენია:
თავბრუსხვევა;
ყურებში შუილი;
გულისცემის გახშირება;
ჰაერის უკმარისობა;
ძილიანობა;
გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარის დაქვეითება.
რკინადეფიციტური ანემიის დროს ხშირდება სტენოკარდიული შეტევები, მწვავდება იშემიური დაავადება.
დაავადების სიდეროპენიული სინდრომი კი რკინის ქსოვილოვან დეფიციტს უკავშირდება და შემდეგ სიმპტომებს მოიცავს:
კანის სიმშრალე;
თმისა და ფრჩხილების დაზიანება;
მადის დაქვეითება და გაუკუღმართება;
ყლაპვის გაძნელება;
შეკრულობა ან დიარეა;
გლოსიტი
(ენის ანთება);
ენის წვა;
ეზოფაგიტი
(საყლაპავის ანთება);
თავის ტკივილი;
ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება;
ტაქიკარდია;
იმუნური სისტემის დასუსტება
(ანემიურ პაციენტებს ადვილად ემართებათ ინფექციური და ვირუსული დაავადებები);
გემოვნების გაუკუღმართება -
ცარცის, მიწის, უმი ხორცის ჭამის სურვილი (პათოფაგია);
უჩვეულო მიდრეკილება სხვადასხვა სუნების
(აცეტონი, ბენზინი და ა.შ.) მიმართ;
ლორწოვანისა და კანის სიფითრე -
ზოგჯერ მომწვანო ელფერიც ( ქლოროზი).


 


დიაგნოსტიკა


რკინის დეფიციტს უმთავრესად სისხლში ჰემოგლობინის განსაზღვრის გზით ადგენენ.
გამოყოფენ რკინადეფიციტური ანემიის სამ ხარისხს: მსუბუქს, საშუალოს და მძიმეს.
თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელი 110-დან 90 გ/ლ-მდეა, ეს მსუბუქ ანემიად მიიჩნევა;
80-დან 70 გ/ლ-მდე - საშუალო ხარისხად;
 65გ/ლ და უფრო დაბალი - მძიმედ.
მსუბუქი ანემიის დროს სიმპტომები ზოგჯერ არც არის გამოხატული და მისი დიაგნოსტირება მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე ხდება, საშუალო და მძიმე ანემიისას კი სიმპტომებიც თავს იჩენს.


 


მკურნალობა


უკვე არსებული რკინის დეფიციტის აღმოფხვრა მხოლოდ კვებით შეუძლებელია. აუცილებელია, დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობაც, ეს კი უმთავრესად რკინის პრეპარატების მიღებას გულისხმობს.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისას იყენებენ - პერორარულ (დასალევ) და პარენტერალურ (იტრავენურ) პრეპარატებს.
თუმცა, მკურნალობისას უპირატესობა მაინც პრერორალურ საშუალებებს ენიჭება, რადგან პრეროლარული მიღება რკინის მიღების ფიზიოლოგიური გზაა, თანაც ეფექტი თითქმის იმდენივე ხანში ხდება თვალსაჩინო. რამდენშიც ინტრავენული პრეპარატების მიღებისას.
ინტრავენურ პრეპარატებს იყენებენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში - ძალიან მძიმე ანემიის ან კუჭ-ნაწლავის რომელიმე პათოლოგიის დროს, როცა ამ პათოლოგიის გამო რკინის შეწოვა დარღვეულია.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მკურნალობის შედეგი.


 


პრევენცია


ვინაიდან რკინას ორგანიზმი სურსათიდან იღებს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რკინით მდიდარი საკვების მიღებას. ასეთი საკვებია: საქონლისა და ფრინველის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, ფორთოხალი და ა.შ.


როგორც აღვნიშნეთ, ხორციდან რკინის 10-20% შეიწოვება, მცენარეული სურსათიდან კი - მხოლოდ 1-5%.  ამასთან, რკინის შეწოვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკვებ რაციონზე - საკვებში რკინის შეწოვის ხელშემწყობი და ხელშემშლელი კომპონენტების არსებობაზე.
რკინის შეწოვას აფერხებს - ხორბალი, მაღალი ესტრაქციის ფქვილი, ბურღულეული, თხილეული და თესლი, ტანინები, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყინი, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული, ასევე კალციუმი - რძე, რძის ნაწარმი.
რკინის შეწოვას კი ხელს უწყობს - ვიტამინი C, რომელსაც შეიცავს ხილი, ხილის წვენები, კარტოფილი და ზოგიერთი სხვა გორგლოვანი ბოსტნეული, პარკოსნები, თეთრი და ყვავილოვანი კომბოსტო.


ამრიგად, ჩაი და ყავა დალიეთ ძირითადი კვებიდან 1-2 საათის შემდეგ, როცა მიღებული საკვები კუჭში აღარ არის და ეს პროდუქტები რკინის შეწოვას ვეღარ შეაფერხებს.
რძის ნაწარმი მიირთვით კვებათა შორის ანდა მიირთვით კვების ინჰიბატორები რკინით ღარიბ საკვებთან ერთად, მაგალითად: საუზმედ რკინის დაბალი შემცველობის მარცვლეულს დააყოლეთ ჩაი ან რძის ნაწარმი, ეს უზრუნველყოფს კალციუმის ადეკვატურ მიწოდებას რკინის შეწოვის შეფერხების გარეშე.
რკინით მდიდარ საკვებთან ერთად  უმჯობესია, C ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები მიირთვათ – ამით რკინის შეწოვას საგრძნობლად გააუმჯობესებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?