ახალი წელი საბჭოთა 60-იანებში

ერთი რაკურსით

31 დეკემბერი 16:00, 2015 წელი
73

საბჭოთა მოქალაქეებს ახალი წლის ოფიციალურად აღნიშვნის ტრადიცია 1935 წელს დაუბრუნეს. 1-ლი იანვარი უქმე დღედ მხოლოდ 1947 წელს გამოაცხადეს. 1964 წელს დაიწყო საახალწლო „ცისფერი ეკრანის“ ეპოქა - ამ გადაცემის ტრანსლირება მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მიმდინარეობდა.

მე-20 საუკუნის შუა წლებში ახალი წელი საქალაქო დღესასწაულად მიიჩნეოდა. და ეს გასაგებიცაა: სოფლად მცხოვრები ადამიანი ყოველწლიური ზეიმისთვის საქმეს ვერ მოცდებოდა. გლეხისთვის დასვენების მიზეზი შეიძლებოდა მხოლოდ ქორწილი ან ბავშვის დაბადება გამხდარიყო.
საბჭოთა კავშირში ახალი წლის ფართოდ - როგორც ქალაქად, ასევე სოფლად აღნიშვნის ტრადიცია მხოლოდ 60-იანი წლებიდან დაიწყო.
ხრუშჩოვის პერიოდში „აღიარეს“, რომ საბჭოთა მოქალაქეებს აქვთ პირადი ცხოვრებისა და ზეიმის უფლება.



საახალწლოდ განათებული  რუსთაველის გამზირი - ნახევარი საუკუნის წინ და დღეს



 


სასტუმრო „ივერია“, დღევანდელი „რედისონ ბლუ ივერია“


 


წინასაახალწლო ფუსფუსი ოპერასთან


 


ქალაქის საბჭოს, ამჟამად თბილისის საკრებულოს შენობა