X

გასული საუკუნის 60-70-იანი წლები თბილისის ქუჩებში

ერთი რაკურსით
07.01.2016 16:00
558


ამ წლებში თსუ-ს რექტორები იყვნენ უდიდესი ქართველი მეცნიერები, ფიზიკა-მათემატიკოსები ევგენი ხარაძე (1959-1966 წლებში) და ილია ვეკუა (1966-1972 წლებში)...

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 60-იან წლებში და დღეს
შენობის პროექტი 1899 წელს შეადგინა არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა (1865-1920) - პირველმა ქართველმა დიპლომიანმა არქიტექტორმა, რომელიც 1906 წლამდე ხელმძღვანელობდა მშენებლობას. თავდაპირველად აქ სათავადაზნაურო გიმნაზია იყო განთავსებული, რომლის ასაშენებლად თანხა ცნობილმა მეცენატებმა გაიღეს - დავით სარაჯიშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონმა.
სვიმონ კლდიაშვილი მოესწრო მის მიერ აგებულ შენობაში ქართული უნივერსიტეტის გახსნას - 1918 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს -  და ახალგახსნილ უნივერსიტეტს საკუთარი ბიბლიოთეკა გადასცა.
ამ უდიდესი მამულიშვილის ღვაწლისთვის პატივის მისაგებად თსუ-მ 2015 წელი სვიმონ კლდიაშვილის წლად გამოაცხადა და მთელი წლის მანძილზე ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.
გასული საუკუნის 60-იან წლებში თსუ-ს რექტორები იყვნენ დიდი ქართველი ფიზიკა-მათემატიკოსები ევგენი ხარაძე (1959-1966 წლებში) და ილია ვეკუა (1966-1972 წლებში).



აგებულია 1952 წელს (არქიტ. მ. მელია, ინჟ. გ. ჩომახიძე). ხიდი სამმალიანია, მოპირკეთებულია ალგეთის ბაზალტითა და ბოლნისის ტუფით. 1952-1990 წწ. მას ერქვა ელბაქიძის ხიდი, 1990-1999 წწ. - ვერის ხიდი. 1999 წელს კი პოეტ გალაკტიონ ტაბიძის სახელი მიენიჭა.



ორთაჭალის ავტოსადგური 70-იან წლებში და დღეს



გმირთა მოედანი 60-იან წლებში



კოლმეურნეობის ბაზარი 60-იან წლებში, ამჟამად  GTC ცენტრი
კოლმეურნეობის მოედნის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნეში სალდათის ბაზარი მდებარეობდა, რომელსაც „რუსის ბაზარსაც“ უწოდებდნენ, რადგან იქ კვირაობით იკრიბებოდნენ რუსი ჯარისკაცები ადგილობრივი გარნიზონებიდან. იმ დროს ტფილისელები ბაზარში არა მხოლოდ საყიდლებზე, არამედ ახალი ამბების გასაგებადაც დადიოდნენ, ცოცხალ ინფორმაციას უფრო ენდობოდნენ, ვიდრე საგაზეთოს. საახალწლოდ „სალდათის ბაზარზე“ გასაყიდად გამოჰქონდათ ნაძვის ხეები. იმდროინდელი ტფილისისთვის ნაძვის ხე ახალი ხილი იყო, თუმცა მალევე გახდა პოპულარული.



ზემელი 60-იან წლებში და დღეს - ერთი რაკურსით

ავტორი: ივანე გოლიაძე