ბათუმი 150 წლის წინათ - როგორ შენდებოდა ქათქათა ქალაქი?

ერთი რაკურსით

27 აგვისტო 18:00, 2015 წელი
58

ბულვარის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მებაღე-დეკორატორმა იასონ გორდეზიანმა, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოში ცნობილი ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორირებაში.

აზიზიმეჩეთი
პირველი, ე.წ. აზიზიეს მეჩეთი ბათუმში 1863 წელს უნდა აგებულიყო ქალაქის განაშენიანების გეგმის ფარგლებში. ის სულთან აზიზის დედის ვალიდე ხანუმის ინიციატივით გაკეთდა ოსმალო სამხედროებისთვის ნავსადგურის მიდამოებში.


 


კათოლიკური ეკლესია
ბათუმის ყოფილი კათოლიკური, ამჟამად ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი 1898 წელს ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით აიგო. თავის მხრივ, ძმებმა ეკლესია დედის - ბარბარე თუმანიშვილის პატივსაცემად ააგეს. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა. საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკებმა ეკლესია გააუქმეს და მასში მაღალი ძაბვის ლაბორატორია განათავსეს. 1989 წელს ეკლესია მართლმადიდებლურმა მრევლმა აამოქმედა.


 


ბულვარი
ბათუმის ზღვისპირა პარკი 1884 გაშენდა. თავად ბათუმელები მას „ბულვარს“ ეძახიან. ის ჩრდილო-დასავლეთით, ზღვის მთელ გაყოლებაზე მწვანე ზოლად გასდევს ბათუმს. ზღვისპირა პარკის თავდაპირველი პროექტი ცნობილმა გერმანელმა მებაღემ რესლერმა შექმნა. ის პროექტის განხორციელებას ვერ მოესწრო, მაგრამ მისი საქმე ასევე სახელგანთქმულმა მებაღემ, გარუსებულმა ფრანგმა დალფონსმა გააგრძელა. ბაღის კეთილმოწყობაში დიდი წვლილი შეიტანა ქართველმა მებაღე-დეკორატორმა იასონ გორდეზიანმა, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მსოფლიოში ცნობილი ლონდონის ბოტანიკური ბაღის დეკორირებაში.


 


ბათუმის სანაპირო


 


რკინიგზის სადგური, ამჟამად TBC ბანკი
ბათუმის რკინიგზის სადგური 1880-1995 წლებში აშენდა და ზუსტად ერთი საუკუნე ფუნქციონირებდა... გასული საუკუნის 90-იან წლებში ნაგებობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა. მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ აქ „თიბისი ბანკის“ ოფისი განთავსდა.



 


ბულვარის თაღები


 


სასტუმრო „მესხეთი“, ამჟამად სასტუმრო „ჰილტონი“