თბილისის მთავარი მოედნის გულისცემა ორი საუკუნის წინათ

ერთი რაკურსით

1 ოქტომბერი 18:00, 2015 წელი
59

ერევანსკის მოედანს ჩოჩქოლი და ღრიანცელი არ აკლდა. დღე ბაზრობა იყო, საღამოს – ცირკი. პოლიცია, რომელიც ჯარში ნამყოფი ინვალიდებისგან შედგებოდა, ყურსაც არ იბერტყავდა ქალაქში წესრიგის დასაცავად, - წერდა გაზეთ „ივერიაში“ პუბლიცისტი და ლიტერატორი პეტრე უმიკაშვილი (1834-1904), რომელიც თბილისში დაიბადა და გაიზარდა და ამ მოედნის განვითარების თვითმხილველი იყო. 

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარი (Catholicum Cathedralis de Domina Virgo Maria Tphilisensis/Triphelisis).
საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ცენტრალური საკათედრო ტაძარი თბილისში, გ. აბესაძის ქუჩის #4-ში მდებარეობს. 1801 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ასიმილაციის შემდეგ, რუსეთის მეფე ალექსანდრემ თბილისის პრეფექტს ფრანჩესკო პადუელს კათოლიკური ეკლესიის აშენების ნება დართო და 1804 წელს კაპუცინის ქუჩაზე ეკლესია ააშენეს. ამ ქუჩაზე ფართი და 6,000 მანეთი გამოუყვეს კათოლიკეებს.
მშენებლობაში ავსტრიის მონარქმაც შეიტანა წვლილი 1286 პიასტრის სახით.
1937 წელს ეკლესია გაუქმდა, ხოლო ხელახლა 1999 წლის 15 აგვისტოს, რომის პაპის იოანე პავლე II-ის საქართველოში ვიზიტის დროს, ამოქმედდა.


 


ერევსკის მოედანი, საქალაქო სახლი“, დღევანდელი თავისუფლების მოედანი, საკრებულო
მოედანი რეალურად 1824-1825 წწ აგებული „საქალაქო სახლის“ წინ ჩამოყალიბდა.
XIX საუკუნის 30-იან წლებში ერევანსკის მოედნის შუაგულში გასაყიდი შეშის ურმების გასაჩერებელი ყოფილა, კვირაობით კი დიდი და აურზაურიანი ბაზრობა იმართებოდა.
ბაზრის ხალხის მოსაზიდად და გასართობად ბალაგანები იყო გამართული. აქ იაფფასიანი ცირკის არტისტები ოინბაზობდნენ, ერთ მხარეს ჯამბაზი გადიოდა თოკზე, მეორე მხარეს ცნობილი აბელა იდგა ოჩოფეხებზე და ხალხს აცინებდა. ამ უბანს ჩოჩქოლი და ღრიანცელი არ აკლდა. დღე ბაზრობა იყო, საღამოს – ცირკი. პოლიცია, რომელიც ჯარში ნამყოფი ინვალიდებისგან შედგებოდა, ყურსაც არ იბერტყავდა ქალაქში წესრიგის დასაცავად, - წერდა პ. უმიკაშვილი გაზეთ „ივერიის“ 209-ე ნომერში, 1899 წელს.


 


მეფისნაცვლის სასახლის ეზო, დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზო
შენობა რამდენიმეჯერ გადაკეთდა. პირველად 1802 წელს ქართველმა ქვითხუროებმა, სამხედრო ინჟინრების ხელმძღვანელობით ააშენეს. 1845-1847 წლებში პეტერბურგის არქიტექტორი, აკადემიკოსი ნიკოლოზ სემიონოვი მონაწილეობდა სასახლის იერსახის შეცვლაში. უკანა ეზოში, ულამაზესი ბაღი გაშენდა, სადაც მხოლოდ  მაღალი წოდებისა და შეძლების მოქალაქეებს შეეძლოთ შესვლა. ბაღში ნახავდით ულამაზეს ხეივნებს, ფანჩატურს, შადრევნებიან აუზს.




ერევსკის მოედანი და სასახლის ქუჩა, დღევანდელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი


 


ერევსკის მოედანი, თავისუფლების მოედანი




გოლოვინის პროსპექტი, დღევანდელი რუსთაველის გამზირი