„პატიმრების გასეირნება“ - ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში შექმნილი შედევრი

ერთი შედევრის ისტორია

18 მაისი 20:00, 2017 წელი

ჩემი ნახატები ჩემი შთამომავლობაა - ასე აფასებდა ნიდერლანდელი ფერმწერი და გრაფიკოსი ვინსენტ ვან გოგი თავის ასობით ტილოს. ნევროზული და მგრძნობიარე, ის მხატვრობაში დეპრესიიდან ხსნას ხედავდა. ხატვა 27 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი თავი სხვადასხვა პროფესიაში მოსინჯა: მუშაობდა მასწავლებლად, სავაჭრო ფირმის კომისიონერად, 1878-1879 წლებში მოძღვარიც კი გახლდათ. მშრომელთა ინტერესების დაცვის გამო, ეკლესიის მესვეურებთან კონფლიქტი მოუვიდა და ხატვის შესწავლა გადაწყვიტა.

ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიებში, თუმცა სწავლა არსად დაუსრულებია - სასწავლებელს ან თავად ტოვებდა ან ცუდი ყოფაქცევის გამო აგდებდნენ.
საბოლოოდ, მხატვრობის სწავლაზე უარი თქვა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ყველაფრის სწავლა დამოუკიდებლად შეეძლო.

დილერისა და მისიონერის კარიერაში განცდილი მარცხისა და ქალებთან წარუმატებლობის პერიოდის შემდეგ, ვინსენტი დეპრესიაში ჩავარდა. ამ დროიდან მოყოლებული, ფერწერა მისთვის  რეალობიდან გაქცევისა და დეპრესიიდან თავის დახსნის საშუალება იყო. ვან გოგმა ფერწერის სრულიად ახალი ენა შექმნა, რომელზეც მომავალში ექსპრესიონისტებმა დაიწყეს საუბარი.

უბრალო ადამიანებისადმი თანაგრძნობით გამსჭვალული მხატვარი კრიტიკული რეალიზმის შემოქმედებით ტრადიციებს ავითარებდა. მისი ტილოები ცნობადობით, პოპულარობით და სიძვირით მსოფლიოში გამორჩეულია, თუმცა ამჯერად, მათგან ერთ-ერთზე შევჩერდებით...

სიბნელე, სინესტე, სივიწროვე და წრეზე მავალი ტუსაღები, რომლებსაც მეთვალყურეები ადევნებენ თვალს. თითქმის არც ერთი პატიმრის სახე არ ჩანს, თუმცა ცენტრში მყოფი პატიმარი ვან გოგს წააგავს, რითიც ავტორმა საზოგადოებაში მხატვრის ადგილზე თავისი წარმოდგენა განასახიერა: „რაოდენ მწირია ჩვენი საკუთარი,  ნამდვილი მხატვრების ცხოვრება, დამქანცველ შრომაში საცოდავი არსებობა“.

ვან გოგის აზრით, ადამიანის ცხოვრება, ტილოზე ასახული სიუჟეტის მსგავსად, წრეზე სვლისთვის განწირული ყოფაა - სამსარა, საიდანაც ვერსად გაიქცევი (სამსარა - ინდურ რელიგიებში ღმერთის, ადამიანისა თუ ცხოველის ახლად შობა მარადიულ წრებრუნვაში, რაც ტანჯვასთან არის დაკავშირებული) ამ განწყობას ქვის ფილების ჩაზნექილი მონახაზიც აძლიერებს.

ვან გოგმა ტილო 1890 წლის თებერვალში, სენ-რემის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დატოვებამდე სამი თვით ადრე დახატა. საავადმყოფოს პალატაში ნატურიდან ხატვის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ, ნატურის ნაცვლად, სხვა მხატვრების გრავიურებიდან იხატავდა.
ნახატის სიუჟეტი და კომპოზიცია ვან გოგმა გუსტავ დორესგან ისესხა, რომელმაც ვან გოგამდე 18 წლით ადრე, ციხეზე გრავიურა შექმნა და ნიუ-გეიტსის ციხის ექვსკუთხა ეზოში ტუსაღების სიარული ასახა.  

ვან გოგმა შეცვალა ეზოს ფორმა, დაუმატა ფერი და უარი თქვა აგურებისა და პატიმრების სახეების მკვეთრ კონტურებზე. „ქვის ტომრის“ სიღრმის საჩვენებლად, ვან გოგმა (დიურეს მსგავსად) ტუსაღების თავზე ორი მფრინავი ჩიტი გამოსახა. სურათის დასრულების შემდეგ მხატვარმა ძმას - თეო ვან გოგს, რომელიც პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი გახლდათ და მხატვარს მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა, უთხრა: ეს სურათი უდიდესი მოთმინებით და კიდევ უფრო მეტი, ძალზე მტკიცე მონასმებით დავხატე და მეორე დღეს პირუტყვივით დავეგდე ძირს...
სხვათა შორის, რომ არა ძმის დახმარება, რომელიც ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა, ვინსენტის ცხოვრება ავადმყოფობის ერთი შეტევიდან მეორემდე პირქუშ სვლას დაემსგავსებოდა.

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რომლის პაციენტი 80-იანი წლების დასაწყისიდან გახდა, ვან გოგი შეუჩერებლად მუშაობდა და ერთ წელიწადში 150-ზე მეტი ტილო შექმნა, მათ შორის ისეთი ცნობილი ტილოები, როგორიცაა „ვარსკვლავებიანი ღამე“ და „პურის ყანა კვიპაროსებით“.

დაბალი თვითშეფასება, გამუდმებული უფულობა, საკუთარი გზის ძიება, ალკოჰოლიზმი და სულიერი ავადმყოფობა - ეს ყველაფერი ერთ ადამიანს ერგო წილად, რომელმაც საბოლოოდ ვერ გაუძლო და ცხოვრება 37 წლის ასაკში, თვითმკვლელობით დაასრულა.

მხატვარს, რომელმაც სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა, გადატანილი ტანჯვისთვის გვიან, მაგრამ მაინც ერგო საქვეყნო დიდება და აღიარება. მისი შედევრები მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ნახატების კატალოგშია. 1989 წელს ვან გოგის „იოსებ როლინის პორტრეტი“ დახურულ აუქციონზე 58 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო 1990 წელს კრისტის აუქციონზე ვან გოგის „ექიმი გაშეს პორტრეტი“ მხატვრის ანონიმმა თაყვანისმცემელმა 82,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

 

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?