ვერძი – ვისაც სასიყვარულო ურთიერთობა თუნდაც ერთხელ ჰქონია ამ ნიშნის ქალ ან მამაკაც წარმომადგენლებთან, ალბათ, დამეთანხმება, რომ ვერძებს ბრმა აგრესია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ეჭვიანობაც კი ახასიათებთ ზოგჯერ. ამასთანავე, ისინი, როგორც წესი, საკუთარ ემოციებსა და უკმაყოფილებას ყოველთვის საჯაროდ გამართული აყალმაყალითა და ხმაურიანი გარჩევებით გამოხატავენ ხოლმე. ამიტომ სანამ ვერძს საეჭვიანოდ თუნდაც არარეალურ მიზეზს მისცემთ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ კი საყოველთაო ალიაქოთის გამართვად თქვენი პარტნიორის გრძნობების გადამოწმება? რაღა თქმა უნდა, კარგი მხარეც აქვს ამ ყველაფერს. ვერძები მალე პატიობენ წყენას ნებისმიერს. შესაბამისად, თუ დარწმუნდა, რომ გულით ინანიებთ ჩადენილს, სავსებით მოსალოდნელია, თქვენი ურთიერთობა ახალი, სუფთა ფურცლით დაიწყოს თავიდან.
კირჩხიბი – ვერძისგან აბსოლუტურად განსხვავებულად გამოხატავს საკუთარ ემოციებს. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ გაცილებით ეჭვიანი და მესაკუთრეა. კირჩხიბებს კარგი ინტუიცია აქვთ. შესაბამისად, თუკი თქვენ და ის რაღაც პერიოდის მანძილზე უკვე ერთად ხართ, იგი „კანით“ შეიგრძნობს ხოლმე პარტნიორის ხასიათში ცვლილებებს. ამიტომ ნებისმიერი ტიპის გულგრილობა, მოკლევადიანი უხასიათობა ან იგნორი (თუნდაც სავსებით გასამართლებელი მიზეზით) მასში ეჭვიანობის სერიოზულ შემოტევებს იწვევს. თქმა არ უნდა, იგი ხშირად აზვიადებს ხოლმე თავის შეგრძნებებს და არასოდესაა ისე ცუდად, როგორც თავად ჰგონია ან სხვებს უმტკიცებს ამას. მას უბრალოდ მოსწონს, როცა ვიღაც ცდილობს მის დამშვიდებას და გამხნევებას. სხვათა შორის პერიოდულად, იგი შესაძლოა, განგებაც კი წავიდეს დადგმულ ეჭვიანობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორის მხრიდან შესუსტებული ყურადღების სრული კონცენტრაცია და ფოკუსირება მოახდინოს თავის პერსონაზე.
მორიელი – ამ ადამიანებს, ზოგადად, ეჭვიანი და ფრთხილი ბუნება აქვთ. მორიელი ნებისმიერი ურთიერთობისას იტოვებს იმაზე ფიქრის უფლებას, რომ შესაძლებელია, ვინმემ უღალატოს. ამიტომ მუდამ მზადყოფნაშია შემხვედრი დარტყმის განსახორციელებლად. სხვათა შორის, იშვიათად ცდება ადამიანებში. თუმცა ზოგჯერ, სიყვარული ან ძლიერი ვნება აიძულებს ხოლმე, რომ ახლოს ისეთი პიროვნებაც მოუშვას, ვინც არცთუ ისე საიმედო და სტაბილურია. ამაში, ალბათ, მორიელისთვის დამახასიათებელი ექსტრემის სიყვარულიც დიდ როლს თამაშობს, მას ხომ მოსწონს მოსაპოვებელი და რთული პარტნიორები. თუმცა თუკი ეჭვიანობის საბაბს მისცემთ, მორიელი ძალზე ცუდად გადაგიხდით სამაგიეროს. ამასთანავე, მას არ ექნება დროის აღქმა – შესაბამისად, ასი წლის მერეც მოახერხებს თქვენთვის შხამიანი ნესტარის ჩასობას, თუკი ამის დრო და საშუალება მიეცემა.