X

მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნები და მათი „საფირმო“ ილეთები ქალის მოსახიბლად

ჰოროსკოპი
07.01.2017 10:00
1437

ნებისმიერ მამაკაცს სურს, ქალის მოხიბვლა შეძლოს. ამისთვის ზოგიერთი ოსტატურად „ირგებს“ რაინდის თვისებებს, ზოგს კი დრო და შესაბამისი გარემო სჭირდება, რათა ბოლომდე გაიხსნას. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რა მეთოდებს იყენებენ მამაკაცები ქალის მოსახიბლად...

ვერძი – თავზეხელაღებული საქციელით, რომანტიკული ხასიათის გმირობის ჩადენით ან აგრესიული დევნით ცდილობს სასურველი ქალის ხელში ჩაგდებას.

 

კურო – ნაბიჯ-ნაბიჯ შეეცდება საყვარელი ქალის მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებას. გაანებივრებს მას პრაქტიკული საჩუქრებით, ყურადღებითა და ზრუნვით.

 

ტყუპი – მისი საფირმო ილეთი ქალის „დაბოლებაში“ მდგომარეობს და ეს მას უბადლოდ გამოსდის. თუ ინტერესის ობიექტს მოთმინება ეყოფა, ბოლომდე უსმინოს მას, ტყუპი ამ უკანასკნელს საკუთარი გრძნობების გულწრფელობაში უპირობოდ დააჯერებს.

 

კირჩხიბი – სასურველი ქალის მოსახიბლად, პირველ ეტაპზე პასიურ მიდგომას არჩევს. ეს მისი მორცხვობისა და სიფრთხილის ბრალია. როცა დეტალურად შეისწავლის ინტერესის ობიექტს, ზრუნვისა და ყურადღებიანობის ეტალონად გადაიქცევა.

 

ლომი – სასურველი ქალის ხელში ჩასაგდებად, პირველ რიგში, საკუთარი სოციალური სტატუსითა და თანამდებობრივი მდგომარეობით ცდილობს აპელირებას. თუკი ეს ეტაპი წარმატებით გაიარა, შემდგომში უზომოდ მოსიყვარულე, გულუხვი და ვნებიანი საყვარელია.

 

ქალწული – ინტერესის ობიექტი ხანგრძლივი დაკვირვების ქვეშ ჰყავს. თუ დარწმუნდა, რომ ეს ქალი მას ცხოვრებაში გამოადგება, მხოლოდ შემდეგ იწყებს ზომიერების ფარგლებში და გეგმურად მისთვის საჩუქრების ყიდვას, სადმე მიპატიჟებას და ა.შ.

 

სასწორი – სასურველი ქალის მოსახიბლად თანდაყოლილ შარმს, გასაოცარ ღიმილსა და კომუნიკაბელურობას იშველიებს. როგორც წესი, მსგავსი სვლა 99%-ით ამართლებს ხოლმე. სასწორი გალანტური და ნაზი თაყვანისმცემელია. უყვარს ლექსების მიძღვნა, ლამაზი საჩუქრების კეთება და პატარ-პატარა დღესასწაულების მოწყობა ქალისთვის.

 

მორიელი – როგორც წესი, სასურველი ქალის გულის მონადირებას ყოველთვის აგრესიულობით, სიხისტით ან გულგრილობით ახერხებს. მან ძალიან კარგად იცის სუსტი სქესით მანიპულირების გზები. ამიტომ მოუხელთებელი ნადავლი მორიელისთვის, ამ მხრივ, როგორც წესი, არ არსებობს.

 

მშვილდოსანი – ის ქალებს, პირველ რიგში, იუმორის უზომოდ დიდი გრძნობით, ოპტიმიზმითა და სიალალით ხიბლავს. თუმცა, როგორც წესი, მამაკაცი მშვილდოსანი „ერთჯერადი ეფექტის“ კაცია. ამიტომ რა წამსაც ინტერესის ობიექტი მის მიმართ საპასუხო სიმპათიას გამოავლენს, ის აუცილებლად სხვა „მოუხელთებელ“ ვარიანტზე გადაერთვება.

 

თხის რქა – თავშეკავებული და ზედმეტად ამაყია საიმისოდ, რომ სასურველი ქალის მოსახიბლად თავდაყირა დადგეს, სერენადები უმღეროს ან სხვა მსგავსი ტიპის სისულელე ჩაიდინოს. იგი ყოველთვის პირდაპირი და ოფიციალური შეთავაზებით მიდის სიმპათიის ობიექტთან. თუ ეს უკანასკნელი დასთანხმდება, დიახაც რომ, არ ინანებს.

 

მერწყული – სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთგაგების საკითხს, როგორც წესი, არც ერთი მერწყული არ უჩივის. თუმცა, რაიმე განსაკუთრებულ მცდელობებს ეს კაცი ქალის მოსახიბლად იშვიათად მიმართავს. იგი თავადაა „მისტერ ორიგინალობა“, ამიტომ ქალებს თავისთავად მოსწონთ მსგავსი ტიპის მამრები.

 

თევზები – საყვარელი ქალის გულის მოსაგებად იგი ყველაფრისთვის მზადაა, ოღონდ თეორიულად. პრაქტიკაში კი პროზაულ რეალობას მისი პოეტური მიზნები ძნელად ესადაგება. ამიტომ ისღა დარჩენია, ინტერესის ობიექტისთვის უახლოეს მესაიდუმლედ, კარგ მეგობრად და ემოციურ დასაყრდენად იქცეს.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია
წყარო: galanews