პირველი პაემნის თარიღი და წყვილის მომავალი ურთიერთობა

ჰოროსკოპი

16 იანვარი 10:00, 2017 წელი

ვარსკვლავების განლაგება არამარტო ადამიანის თვისებებზე, რომანტიკული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაზეც გვაწვდის ინფორმაციას, იმის მიხედვით, კონკრეტულად როდის შედგა წყვილს შორის პირველი პაემანი. მოდით, გაიხსენეთ, როდის გაიცანით ერთმანეთი… ხოლო თუ ჯერაც მარტო ხართ, ეცადეთ, სასურველ პარტნიორთან უშუალო შეხვედრა პლანეტების პოზიტიურ განლაგებას დაამთხვიოთ, მანამდე კი ინტერნეტი და მისი ჯანი…

 

მაშ ასე:

თუკი ნაცნობობა ვერძის პერიოდში შედგა – ურთიერთობაში ბევრ კამათს, დაშორება-შერიგების მცდელობებსა და ხმაურიან გარჩევებს ექნება ადგილი ორივე მხრიდან. თუმცაღა ურთიერთკომპრომისის გარეშე ამ ურთიერთობას ხანგრძლივი ვადით გაგრძელება არ უწერია.


 


 


თუკი კუროს პერიოდში გაიცანით თქვენი რჩეული – ყურადღება ერთმანეთისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას უნდა მიაქციოთ, როგორც ემოციური, ისე მატერიალური (საჩუქრები, სიურპრიზები) კუთხით.


 


 


თუკი ნაცნობობა ტყუპის პერიოდს დაემთხვა – წყვილს შორის, პირველ რიგში, მენტალური კონტაქტი იქნება მთავარი. ამიტომ სასურველია, მაქსიმალურად გახსნილი იყონ ისინი ერთმანეთთან. თუმცა ტყუპის გავლენის გამო, ამ ურთიერთობას ჭორები და ინტრიგებიც საკმარისზე მეტი მოჰყვება და ამისთვის მზად იყავით.


 


 


თუკი ნაცნობობა კირჩხიბის პერიოდში მოხდა – დიდი შანსია, უბრალოდ, ფლირტიდან მოკლე ხანში მენდელსონის მარშით დაგვირგვინებულ საქორწინო ცერემონიალში გადაიზარდოს იგი. მთავარია, წყვილმა მუდმივი ზრუნვა არ დაიშუროს ერთმანეთის მიმართ.


 


 


თუკი ნაცნობობა ლომის პერიოდში შედგა – სავარაუდოდ, ეს მოკლევადიანი, მაგრამ დაუვიწყარი „ლავსთორი“ იქნება, რომელსაც თან მოჰყვება სერენადები მთვარის შუქზე, მდიდრული საჩუქრები და სენტიმენტალური აღიარებები სიყვარულში.


 


 


თუკი ნაცნობობა ქალწულის პერიოდს დაემთხვა – ურთიერთობის მთავარ მოტივად შესაძლოა, ცივი გონებით გათვლილი ქმედებები იქცეს. გამორიცხული არაა, წყვილი საერთო ინტერესებმა გააერთიანოს, ან სულაც ერთობლივი საოჯახო ბიზნესის წამოწყებას მიჰყონ ხელი.


 


 


თუკი ნაცნობობა სასწორის პერიოდში შედგა – მოემზადეთ ჭეშმარიტად ლამაზი, ამაღელვებელი და რომანტიკული მომენტების განსაცდელად. სასწორი ხომ ზოდიაქოს მეშვიდე სახლის, ანუ პარტნიორობის სახლის მმართველია. ამიტომ თუ ვულგარული, უხეში და სულსწრაფი არ ხართ, შესაძლოა, ამ პერიოდში დაწყებულმა კავშირმა მყარი და ლამაზი ოჯახი შეგაქმნევინოთ.


 


 


თუკი ნაცნობობა მორიელის პერიოდში მოხდა – ურთიერთობა სავსე იქნება დრამატიზმით, ეჭვიანობის მძაფრი სცენებით და ხმაურიანი სკანდალებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მანამ, სანამ წყვილი საბოლოოდ გაარკვევს ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტ ზრახვებს, არაერთგზის მოხვდებიან ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში და არცთუ სახარბიელო კუთხით.


 


 


თუკი ნაცნობობა მშვილდოსნის პერიოდში შედგა – ურთიერთობა ზედაპირული, მაგრამ რომანტიკულ-ავანტიურისტული ელემენტებით იქნება სავსე. შესაძლოა, ამ ნაცნობობამ კუბოს კარამდე ერთგული მეუღლე ვერ შეგძინოთ, მაგრამ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე დაგიტოვებთ ამაღელვებელ და ლამაზ მოგონებებს.


 


 


თუკი ნაცნობობა თხის რქის პერიოდს დაემთხვა – სავარაუდოდ, მისი საფუძველი გარიგება ან ოჯახებს შორის სიმპათია-პატივისცემა იქნება. წყვილმა დამოუკიდებლადაც რომ გაიცნოს ერთმანეთი, მათ საბოლოო დაოჯახებაში მაინც დიდ როლს ითამაშებს მათივე გარემოცვა, უფრო სწორად სანათესავო წრე და ოჯახის წევრები.


 


 


თუკი ნაცნობობა მერწყულის პერიოდში შედგა – არაორდინარული და შესაძლოა, ძალზე კომიკური მოვლენებით იყოს იგი სავსე. გამორიცხული არ არის, პირველ პაემანზე რომელიმე პარტნიორმა ფეხი იღრძოს, რესტორანში თევზის ფხა გაეჩხიროს ყელში ან რამე მსგავსი გაუთვალისწინებელი რამ დაემართოს, რაც ურთიერთობას ერთობ სახალისოს (თუმცა არცთუ უსაფრთხოს) გახდის.


 


 


დაბოლოს, თუკი თქვენი ნაცნობობა თევზების პერიოდს დაემთხვა – ეს იქნება ემოციური ურთიერთობების დასაწყისი, რომლის განვითარებაც ორივე მხარის მონდომებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ამ ურთიერთობამ ყველაფერი მოგიტანოთ რომანტიკული აღმაფრენით დაწყებული, მძაფრი დეპრესიით დამთავრებული. მოკლედ, ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ სიყვარული ბრმაა, თანაც ვერტიკალური და ბრუნვადი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?