2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

1 მარტი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, გირჩევთ, დღეს ბევრი იცურაოთ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ამას სად გააკეთებთ, მაგრამ თუ ახლომახლო თბილი ზღვა გეგულებათ, აუზზე წასვლა არ ღირს.
კარიერა: ნამდვილი იდეების გენერატორი ხართ. ასეთი კრეატიული ადამიანი სარეკლამო ბიზნესში უნდა მუშაობდეს. გაგიმართლათ, თუ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ.
სიყვარული: თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, სევდიანი ხართ და ფიქრობთ, რომ საყვარელი ადამიანიც კი ვერ გიგებთ, ძველ მეგობარს დაურეკეთ, რომელიც ათასი წელია, არ გინახავთ. მასთან საუბარი ახლა ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.


 


კურო
ჯანმრთელობა: კუროებო, გირჩევთ, ძალები თქვენთვის უჩვეულო სპორტის სახეობაში მოსინჯოთ. შესაძლოა, ახალი შეგრძნებები და ემოციები კარგი განწყობისა და კარგი ფიგურის შენარჩუნებაში დაგეხმაროთ.
კარიერა: შეფთან კამათი გელით. ცდილობთ, დაარწმუნოთ, რომ მხოლოდ მუშაობის კი არა, დასვენების უფლებაც გაქვთ, მას კი მოსმენა არ სურს. იმედს ნუ დაკარგავთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ როლები გაცვალოთ.
სიყვარული: ხვალ საკუთარი პირადი ცხოვრება უჩვეულოდ ბედნიერი ან უბედური გეჩვენებათ. თითქოს, უეცრად სასიყვარულო რომანის გმირად იქეცით, რომლის შექმნის მიზანი მძაფრი ვნებებით მკითხველის გაოცებაა.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: ტყუპებო, გირჩევთ, ფიზიკური დატვირთვა შეძლებისდაგვარად, გონებრივი სამუშაოთი ჩაანაცვლოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ, მოღვაწეობის ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ.
კარიერა: ხვალ მუშაობა კატეგორიულად აკრძალული გაქვთ. ისღა დაგრჩენიათ, ნებისმიერი სამუშაო აღიქვათ როგორც ზეიმი, დასვენება და სიამოვნება. რადგან ასეთი რამ თითქმის შეუძლებელია, გირჩევთ, ტელეფონი გათიშოთ და სადმე შორს გადაიკარგოთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე ახალ პრობლემებს მოგიტანთ, რომელთა გადაჭრა საყვარელ ადამიანთან ერთად, ან მის გარეშე მოგიწევთ. გირჩევთ, ამაზე ნაკლები იფიქროთ და დღევანდელი დღით დატკბეთ.      


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: კირჩხიბებს, რომლებსაც სხვადასხვა რესპირატორული დაავადება აწუხებთ, შეიძლება, მდგომარეობა გაურთულდეთ. ეცადეთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
კარიერა: როცა მიხვდებით, რომ სიტუაცია მთლიანად გამოდის თქვენი კონტროლიდან, თქვენს დასახმარებლად მოვა ადამიანი, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს და ყველა სირთულეს დაძლევს. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ სულით არ უნდა დაეცეთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს იმასთან შეგუება, რომ თქვენს ცხოვრებაში პირველი ახლო ადამიანი არაა. რატომღაც, ხვალ წარსულის მიმართ ეჭვიანობის გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდება, რაც თქვენს ურთიერთობაში დისკომფორტს შეიტანს.


 


ლომი
ჯანმრთელობა: ხვალ თავის შეზღუდვას არ გირჩევთ. მიანიჭეთ თავს სიამოვნების მაქსიმუმი, ოღონდ ჯანმრთელობისთვის მინიმალური ზიანის ფასად.
კარიერა: ხვალ დიდი ძალისხმევით მოახერხებთ, რომ ყველა სამსახურებრივი პრობლემა გადაჭრათ და ოჯახის წევრებთან ურთიერთობების მოგვარების ძალაც დაგრჩეთ. საქმის სამომავლოდ გადადებას არ გირჩევთ. ასე შეიძლება ის წონასწორობა დაკარგოთ, რომელიც ძალას გმატებთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს არ სურს, მთელი დღე ერთსა და იმავე თემაზე გესაუბროთ, რადგან მრავალფეროვნება უნდა. ეცადეთ, გაუგოთ და ნატვრა აუსრულოთ. მით უმეტეს, რომ ეს ძნელი არაა და თქვენც უამრავ სასიამოვნო წუთს მოგანიჭებთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს არ დაგაზარალებთ, ცივ წყალში ჭყუმპალაობას არ გირჩევთ. ეს დღე, ასევე, შეუფერებელია ცივი სასმელებისა და ნაყინისთვის. მოკლედ, ეცადეთ, არ გაცივდეთ.
კარიერა: როგორც იქნა, დიდი ხნის წინათ დაწყებული საქმეების დასამთავრებლად მოიცალეთ. მთავარია, თითოეულ პრობლემას გააზრებულად მიუდგეთ. მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის საქმიანი კონტრაქტები, რადგან საკუთარი არგუმენტებით ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებით.
სიყვარული: ეცადეთ, მოთმინებით მიუდგეთ საყვარელი ადამიანის კაპრიზებს, მით უმეტეს, რომ ხვალ ძალიან ბევრი ექნება. თუ გაუძელით, საკუთარ თავს გმირობის ორდენით დააჯილდოებთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: ხვალ შესაძლოა, უმიზეზო შფოთვისა და შიშის შეგრძნებამ დაგიპყროთ. გარდა ამისა, უძილობაც შეგაწუხებთ. მიიღეთ საღამოს დამამშვიდებელი აბაზანა ან მცენარეული ჩაი.
კარიერა: ხვალ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. თქვენი კარიერული ზრდა შურს გამოიწვევს იმ ადამიანებში, რომელთაც თქვენ მიმართ არაკეთილი განწყობა აქვთ. იყავით გულახდილი, რადგან თქვენსავით ბევრს არ უმართლებს.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი არ არის მარტო და მას ნათესავები ჰყავს. გახსოვდეთ ამის შესახებ და გამოიჩინეთ მათ მიმართ  ყურადღება. უბრალოდ, ნუ იქნებით ზედმეტად მზრუნველი: ეს თქვენი რჩეულის ნათესავებში გაღიზიანებას გამოიწვევს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელები შესაძლოა, ზედმეტად გაღიზიანებულები იყვნენ, ამიტომ შეეცადეთ, შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა და არ დააზიანოთ როგორც საკუთარი, ასევე, გარშემომყოფების ნერვული სისტემა.
კარიერა: სამსახურში ერთდროულად იმდენი საქმე დაგატყდებათ თავს, რომ შესვენების დრო, უბრალოდ, არ გექნებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოიკრიბეთ ძალები. სულ მალე ყველა საქმე მოგვარდება და დასვენებასაც შეძლებთ.
სიყვარული: თქვენი ცნობისმოყვარეობა ხვალ მნიშვნელოვნად დაგაზარალებთ. მაინც ვერ გაიგებთ იმას, რაც ასე ძალიან გაინტერესებთ, მაგრამ ძიების პროცესში მიღებული ინფორმაცია ძალიან დაგამწუხრებთ. დაფიქრდით კიდევ ერთხელ, გჭირდებათ თუ არა რეალურად ამ სიახლის გაგება.  


 



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა: ხვალ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრი გაგიჭირდებათ. იქნებ მისცეთ საკუთარ თავს დასვენების უფლება.
კარიერა: სამუშაო დღე იმდენად მოულოდნელად და სწრაფად დასრულდება, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებთ. ამიტომ, იჩქარეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციის დასრულება ოფისის დაკეტვამდე.
სიყვარული: ხვალინდელი დღე შესანიშნავია ერთობლივი მოგზაურობისთვის. სასურველია, ერთობლივად არა მაღაზიაში, არამედ ქალაქგარეთ ან ბუნებაში წავიდეთ. მოიწყვეთ მცირე თავგადასავალი: საავტომობილო, ველოსიპედით ან მატარებლით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ კოფეინი განსაკუთრებით დააზიანებს თქვენს ორგანიზმს. ამგვარი სასმელების მიღება ხვალ კატეგორიულად გეკრძალებათ.
კარიერა: ვარსკვლავები არ გირჩევენ, ვინმეს დაეხმაროთ საქმეების მოგვარებაში. უმჯობესია, მათ დამოუკიდებლად იმოქმედონ. უბრალოდ, გაუწიეთ მათ თანადგომა, თვალი ადევნეთ პროცესს და არ დაგავიწყდეთ დაშვებულ შეცდომებზე მითითებების გაკეთება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მოტყუება მოგიწევთ, მაგრამ ნუ იმოქმედებთ ისე, რომ თქვენს რჩეულს განწყობა გაუფუჭოთ ან თქვენდამი წარმოდგენა შეუცვალოთ. გახსოვდეთ, რომ საიდუმლო, ადრე თუ გვიან, მაინც გამჟღავნდება, ამიტომ, თუკი შესაძლებლობა გექნებათ, შეიკავეთ თავი მისი მოტყუებისგან.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმაში იქნება და არანაირი საშიშროება არ დაგემუქრებათ. თუმცა, მაინც ყურადღებით იყავით გულ-სისხლძარღვთა სისტემის მიმართ, რათა მცირე პრობლემაც კი არ გამოგეპაროთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ფხიზლად, რადგან ხვალინდელი დღე, ცოტა არ იყოს, საშიშ და უსიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ. თქვენი არაკეთილისმსურველი თქვენს გაცურებას შეეცდება. ყოველი შემთხვევისთვის მოერიდეთ კონკურენტებს.
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება, შეეგუოს თქვენი ქცევის მანერებს. ვერ ვიტყვით, რომ თქვენი ქცევა ჩვეულისგან განსხვავებული იქნება, მაგრამ რატომღაც სწორედ ხვალ ის თქვენს რჩეულში გაღიზიანებას გამოიწვევს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ შეეცადეთ, სხვადასხვა დაავადებებს ეთერზეთებით უმკურნალოთ. მაგალითად, დარიჩინისა და ვანილის ზეთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მკურნალობაში დაგეხმარებათ.
კარიერა: ხვალ კოლეგები გადაწყვეტენ, გაგეხუმრონ, რაც სამუშაო საქმეების შესრულებაში შეგაფერხებთ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ მდგომარეობიდან არ გამოხვიდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სიყვარული: თუკი თქვენ და თქვენი რჩეული ტრადიციებისა და რიტუალების მოყვარული ხართ, ხვალ მათი გათვალისწინება განსაკუთრებით მოგიწევთ. იფიქრეთ მათ მოდერნიზაციაზე. მაგალითად, დათქვით უახლოესი თარიღი და შეეცადეთ, ახალი ნაბიჯი გადადგათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?