13-19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

12 მარტი 19:30, 2017 წელი

ახალი კვირა ბევრი თქვენგანისთვის ურთიერთგაგებით დაიწყება. სწორი სიტყვების მოძებნა ნებისმიერ ადამიანთან და ნებისმიერ საქმეში წარმატების გარანტია გახდება...

ვერძი
ვერძები კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაამყარებენ საქმიან თანამშრომლობას. დაუგეგმავი სიტუაციის გამო, იძულებული იქნებით ბიზნესკონტაქტს გასცდეთ. ყოფითი პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის დროს, ერთმანეთში უამრავ დადებით თვისებას აღმოაჩენთ და თქვენი ბიზნესკავშირი ძლიერ მეგობრობაში გადაიზრდება. სასიყვარულო სფეროში შექმნილი მდგომარეობა ვერ გაგახარებთ. თქვენს მეორე ნახევარს რომელიღაც აბსურდული პროექტის განხორციელების სურვილი გაუჩნდება, რასაც ყოველმხრივ შეეწინააღმდეგებით.

კურო
კუროები ამ კვირაში ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებს წარმატებით გადაწყვეტენ. პარტნიორთან ერთად აუჩქარებლად და დეტალურად განიხილავთ ყველა პრობლემას და ეს დიალოგი თქვენს საოჯახო კავშირს განქორწინებისგან დაიცავს. ფინანსურ და პროფესიულ სფეროებში, ასევე, მშვიდობიანად გადაწყვეტთ კრიზისულ სიტუაციებს. მიხვდებით, როგორ მიუდგეთ ადამიანს, რომელიც თქვენს სამსახურებრივ ავტორიტეტზე ჩასაფრებულია და ისიც შეწყვეტს თქვენთვის მახეების დაგებას. ერთადერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი თქვენთვის შორეულ მეგობართან ურთიერთობა იქნება, რომელიც გაუგებარი მიზეზით თქვენზე განაწყენდა და ურთიერთობა გაწყვიტა.


ტყუპები
ტყუპები კვირის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად უნდა მოშორდნენ სახლის გარემოს. განსხვავებულ გარემოში  დაუვიწყარი ემოციები და რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ (თუკი მეორე ნახევრის ძიება თქვენთვის კვლავ აქტუალურია). თქვენი ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს მომენტი, აუცილებლად მოგეწონებათ. საკუთარ თავში აღმოაჩენთ ძალებს, როგორც უსასრულო გასართობ წვეულებებზე დასასწრებად, ისე, ზომიერი მუშაობისთვის. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ძვირად ღირებული ნივთის შეძენა იქნება, რომელსაც კვირის ბოლოს აუცილებლად იყიდით.


კირჩხიბი
კირჩხიბებს აუტანელ რეჟიმში მოუწევთ მუშაობა. თქვენი სამუშაოს რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ხელფასის მომატებას არავინ გპირდებათ. სანამ სამუშაო თავზე გაყრიათ, საოჯახო საქმეები უყურადღებოდ დაგრჩებათ (პრობლემებს ოჯახის წევრები უთქვენოდაც გაუმკლავდებიან). მხოლოდ დასვენების დღეებში, როდესაც მუშაობას თითქმის დაასრულებთ, ოჯახურ ბუდეს კვლავ დაუბრუნდებით. ახლობლებისთვის გასართობ მოგზაურობას ან რაიმე მსგავს ღონისძიებას დაგეგმავთ.


ლომი
ლომებო, ნუ იქნებით ყველაფერში და ყოველთვის მხოლოდ საკუთარი ძალების იმედზე. ურთულეს პროექტზე მუშაობას გაცილებით სწრაფად დაასრულებთ, თუკი დახმარებისთვის თანამშრომლებს მიმართავთ.  სანამ სახლში სარემონტო სამუშაოებს დაასრულებთ, ოჯახის წევრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დასვენების დღეებში, როდესაც სამუშაო საქმეების უმეტესობას უკან მოიტოვებთ, არ დაგავიწყდეთ ერთგული დამხმარეებისთვის სამადლობელო საღამოს მოწყობა (და, რა თქმა უნდა, დაპატიჟეთ კოლეგები, რომელთა გარეშე საქმეებს, უბრალოდ, ვერ გაუმკლავდებოდით).

ქალწული
ქალწულები მნიშვნელოვნად დააჩქარებენ საკუთარი გეგმების რეალიზებას. თუკი თქვენი მთავარი მიზანი კარიერული წინსვლა ან საკუთარი კომპანიის წარმატებაა, შეგიძლიათ, გამარჯვებით იამაყოთ. თუკი მხოლოდ იმაზე ოცნებობთ, რომ კონკრეტულმა ადამიანმა მოგაქციოთ ყურადღება, მაშინ არცთუ ისე დიდი წარმატება გელოდებათ. თქვენი გატაცება მოგცემთ მინიშნებას, რომ თქვენთან დაახლოება სურს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. თუკი მუდმივი პარტნიორი უკვე გყავთ, ამ კვირაში თქვენი ურთიერთობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა (მაგალითად, დაქორწინება).


სასწორი
სასწორებო, ახლობლებთან ურთიერთობის დროს მოერიდეთ გაუგებრობას. თუკი რომელიმე წვრილმანი ნიუანსი დაგაინტერესებთ ოჯახის წევრებთან ან მეუღლესთან დაკავშირებით, უმჯობესია, ამის შესახებ ხმამაღლა თქვათ. სიმართლე და სისწორე კოლეგებთან ურთიერთობის პროცესში ხელს არ შეგიშლით. რომელიმე მათგანი სიხარულით დაგთანხმდებათ რთულ პროექტზე მუშაობაში, თუმცა, მანამდე სწორი სიტყვები უნდა მოძებნოთ, რათა კოლეგას თქვენი დახმარების სურვილი გაუჩნდეს. დასვენების დღეებში ფინანსურ სფეროში დიდი წარმატება გელოდებათ (სხვათა შორის, ეს შემთხვევითობას დაუკავშირდება).


მორიელი
ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფების ნაკლოვანებებს. თუკი რომელიმე მათგანთან დალაპარაკებას ვერ შეძლებთ, უბრალოდ, გადაამოწმეთ ეს დამღლელი ურთიერთობა. უმჯობესია, კონცენტრირდეთ იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუკი ამ კვირაში ობიექტურ პირობებს დროულად გააცნობიერებთ, კარიერაში წინსვლას ადვილად მიაღწევთ. ეს პირობები, შესაძლოა, ყველგან იყოს დამალული, შოკისმომგვრელ სიახლეებშიც კი, რომლებსაც კოლეგებთან საუბრის დროს გაიგებთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ამ კვირაში შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნიკური ნივთები გაუფუჭდეთ. სწორედ ამ მიზეზით ვერ შეძლებთ, დროულად ჩააბაროთ სამუშაო პროექტი ან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, როდესაც მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან. საბედნიეროდ, სხვა პრობლემა ამ კვირაში არ გელოდებათ. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ჰარმონიულად გაგრძელდება, ხოლო ფინანსური სფერო თქვენს სახეზე კმაყოფილების ღიმილს გამოიწვევს. თქვენი შემოსავალი იმდენად გაიზრდება, რომ კვირის ბოლოს სასურველ ნივთს საბოლოოდ შეიძენთ.


თხის რქა
თხის რქებს ამ კვირაში რთული საკითხის გადაწყვეტა მოუწევთ, რომელიც ოჯახის უმცროს წევრებს უკავშირდება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა ბავშვებმა ერთმანეთში ურთიერთობა ვერ მოაგვარონ და მათი სხვადასხვა ოთახებში განთავსება მოგიწიოთ. სამსახურში რომელიღაც ახალგაზრდა თანამშრომელი ნერვებს მოგიშლით და გადაწყვეტს, თავისი ინდივიდუალური გზით, თქვენი ავტორიტეტი უარყოს, რაც თქვენს ერთობლივ პროექტს დააზარალებს. ერთი სიტყვით, საკმაოდ ბევრი ნერვიულობა მოგიწევთ და დამშვიდებაში მხოლოდ მეორე ნახევარი დაგეხმარებათ.

მერწყული
მერწყულებო, ვარსკვლავები გირჩევენ, მხოლოდ იმ საქმეზე კონცენტრირდეთ, რომელიც თქვენთვის კარგად ნაცნობია. ნუ ეცდებით ახლობელ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას საკუთარი უნიკალური „ყველაფრის ცოდნით“. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ (თანაც, უცნობებთან საკუთარ პროფესიონალიზმზე ხმამაღლა საუბრით რეპუტაცია შეგელახებათ). უმჯობესია, საკუთარი თავით დაკავდეთ, ზაფხულისთვის მოემზადოთ და კარგი იქნება, თუკი რაციონიდან მაღალკალორიულ პროდუქტებს გამორიცხავთ. ასევე, სწორედ ამ კვირაში უნდა გაიხსენოთ სპორტის არსებობის შესახებ.


თევზები
თევზებისთვის მთელ კვირა ხმამაღალი გამარჯვების გარეშე ჩაივლის. სიტუაცია, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმოგექმნებათ, შავ-თეთრ ფილმს მოგაგონებთ, რომლის ყურებაც ძალიან მოსაწყენია. თუმცა, იმ ფილმის „გაფერადებას“ არც შეეცდებით, რომელშიც მთავარ როლს ასრულებთ. განაგრძობთ ბედისწერაზე ჩივილს, რომელმაც ერთფეროვანი არსებობა გარგუნათ და სავარაუდოდ, გარშემომყოფები დაიღლებიან თქვენი უსასრულო ისტერიკით. ახლობელი ადამიანი ან მეგობარი შეეცდება, დეპრესიიდან გამოგიყვანოთ და ამ მიზნით საყვარელ ჰობის გაგიზიარებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?