11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

10 მარტი 23:00
979

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში უტყუარი ინტუიცია დაგეხმარებათ. ვერძებო, ხელმძღვანელობის უსამართლობასთან შეჯახება მოგიწევთ. დროა, საკუთარ ეგოიზმს სძლიოთ.


კურო
შეგიძლიათ, ვისაც გინდათ და რაც გინდათ, სთხოვოთ. ხვალ ყველა თქვენი სურვილი უსიტყვოდ შესრულდება. გამონახეთ დრო, რომ სამომავლო გეგმები დასახოთ, რადგან ძალიან მალე მათი განხორციელების დრო მოვა. ხვალ ადამიანების თვალებში ვერც კითხვებზე პასუხს ამოიკითხავთ და ვერც თანაგრძნობას აღმოაჩენთ. ასე რომ, გირჩევთ, თვალებში არავის შეხედოთ.
  
ტყუპები
ხვალ ტყუპები რაღაც ისეთს გააკეთებენ, რითიც ძალიან იამაყებენ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანის გულწრფელობა ვერ დააფასოთ, რითაც გაანაწყენებთ. წინა დღეებთან შედარებით, გაღიზიანებული ხართ.


კირჩხიბი
ნუ გეშინიათ შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რადგან ხვალ შემოსავალი და უსაფრთხოება გარანტირებული გაქვთ. თქვენი ამოცანაა, მომდევნო დღემდე მინიმალური დანაკარგით მიაღწიოთ. ნუ ცდილობთ იმის დაბრუნებას, რაც უკვე დაკარგულია.


ლომი
რატომღაც სევდიან და მელანქოლიურ განწყობაზე ხართ. ვფიქრობთ, კარგი მუსიკა ხასიათზე მოგიყვანთ. ჩართეთ საყვარელი სიმღერა და ბოლო ხმაზე აუწიეთ. თუ დიდი ხანია ეკლესიაში წასვლა გსურთ და ვერ ახერხებთ, გაითვალისწინეთ, რომ ღმერთთან საუბრისთვის შესანიშნავი დღეა. ლომებო, მძიმე დრო დაგიდგათ, მაგრამ გაიხსენეთ საკუთარი ოცნება და ცრემლები შეიმშრალეთ.


ქალწული
უმიზეზო სიცილი სისულელის ნიშანია, მაგრამ თქვენ ზუსტად იცით, რა გიხარიათ. საღამოს მეგობრები გესტუმრებიან და თუნდაც ამისთვის სულაც არ იყოთ განწყობილი, დროს მშვენივრად გაატარებთ. სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით. შესაძლოა, დღეს უნებურად საყვარელი ადამიანი გაანაწყენოთ.


სასწორი
სასწორებო, რა ხანია ოცნებობთ, ვინმემ მოულოდნელი საღამო მოგიწყოთ. შესაძლოა, თქვენი ოცნება მალე ახდეს. ხვალ კი კიდევ ერთხელ იოცნებეთ. ხვალინდელი დღე ბავშვებთან ურთიერთობისთვის არის განკუთვნილი. სტუმრად წასვლა არ ღირს, ხვალ ნამდვილად არასასურველი სტუმარი იქნებით.


მორიელი
ხვალ მორიელებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი დამღლელი იქნება. დაწყებული სამუშაოდან, დამთავრებული ურთიერთობებით. შესაძლოა, მეორე ნახევარს დაშორდეთ, შემდეგ კი ინანოთ. ხვალ თქვენს სიკეთეს თვალთმაქცობად აღიქვამენ.


მშვილდოსანი
ხვალინდელი მოლოდინი იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. მარტოხელა მშვილდოსნებმა შესაძლოა, ეს დღე თეატრში გაატარონ, დღის მეორე ნახევარი კი თანამოაზრეების ძიებას დაუთმონ. გადაუწყვეტელი მშვილდოსნები კი კვლავ გაუშვებენ ხელიდან შანსს.


თხის რქა
ხვალ შესაძლოა, სამოგზაუროდ ან მივლინებაში გაემგზავროთ, მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ საქმე გაქვთ ინტრიგასთან. საკუთარ თავს რიტორიკულ შეკითხვებს დაუსვამთ ცხოვრებაზე, რაც მთელი დღის განმავლობაში, უბრალოდ, დაგტანჯავთ. საყვარელ ადამიანთან კამათი დიდი ხნით გაგანაწყენებთ.


მერწყული
„საქმე მოიცდის“ - ეს მერწყულების ხვალინდელი დევიზია. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ, 10 მარტი უსაქმურობის დღედ გამოაცხადოთ. მშვიდი დღე მშვიდ გარემოში სიმშვიდისთვის. ხვალ ძალიან მკვეთრად იგრძნობთ გარშემომყოფების არაგულწრფელ დამოკიდებულებას თქვენდამი, თუმცა, ამ ფაქტს ჯერჯერობით ვერსად გაექცევით.


თევზები
ხვალ  შესაძლოა, მოულოდნელად ისეთი ინფორმაცია გაიგოთ, რომელიც გაიძულებთ, დაფიქრდეთ და დადებითი ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ თანამოაზრეებთან. ხვალ საბოლოოდ შეძლებთ, გადაწყვიტოთ ის პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ.