27 მარტი-2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

26 მარტი 19:40, 2017 წელი

ამ კვირაში გაზაფხული აუცილებლად გაგრძნობინებთ თავის შემობრძანებას და კარგი იქნება, თუკი რომანტიკული გრძნობებისა და საქმის შეთავსებას შეძლებთ...

ვერძი
მომდევნო კვირაში მოგიწევთ პირადი გეგმების შემცირება. სამუშაო განწყობა აშკარად შეგექმნებათ, თანაც იმდენად ძლიერი, რომ მხოლოდ კარიერულ წინსვლაზე იფიქრებთ და გარშემო ყველაფერს დაივიწყებთ. ხუთშაბათს გადაწყვეტთ, რომ უკვე საკმარისად იშრომეთ და „უიქენდის“ ორიგინალური ფორმით დაგეგმვას შეუდგებით. შესაძლოა, ოჯახთან ერთად პიკნიკზე გახვიდეთ ტრადიციული კარვით, გიტარით და მწვადებით, ან მოაწყოთ გრანდიოზული წვეულება აგარაკზე.


კურო
კუროებს მომდევნო კვირას სიახლეები არ ელოდებათ. ჩვეულებრივ იმუშავებთ დავალებულ დროში, ოღონდ მცირედი წუწუნით, რომ თქვენი საღამოს საათები ერთფეროვანია. ეცდებით უსიამოვნო მომენტის შეცვლას, მაგრამ თქვენი ნათესავები ყველანაირ რეფორმას შეეწინააღმდეგებიან. შესაძლოა, სპორტით დაკავდეთ, თუმცა, ესეც მალე მოგბეზრდებათ. დასვენების დღეებში მეგობრების დაგეგმილ ხმაურიან წვეულებას ესტუმრებით და შესანიშნავად გაერთობით.  


ტყუპები
ტყუპებო, ნუ დაგავიწყდებათ, რას ნიშნავს თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვა. სახლიდან გასვლამდე საგულდაგულოდ შეამოწმეთ, დაკეტეთ თუ არა კარები, ადგილზეა თუ არა გასაღები ან ხომ არ გაქვთ რაიმე საეჭვო მიზეზი. ასევე, მომდევნო კვირის განმავლობაში ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან სიფრთხილე გმართებთ. ნუ ენდობით მათ კონფიდენციალურ ინფორმაციას თქვენზე ან ნათესავებზე (თქვენი ზედმეტი გულახდილობა შესაძლოა, პრობლემებით დაგიბრუნდეთ).


კირჩხიბი
ახალი კვირა ბევრ სასიხარულო აღელვებას გიმზადებთ. თუკი თქვენი სასიყვარულო რომანი სულ ახლახან დასრულდა და მეორე ნახევრის დავიწყებას ვერაფრით ახერხებთ, დიდი ალბათობით, ეს ადამიანი კვლავ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. გააცნობიერებს თავის მრავალრიცხოვან შეცდომებს და ცრემლებით გთხოვთ ყველაფრის უკან დაბრუნებას. სანამ ამ რომანის „რეაბილიტაციას“ გადიხართ, სამუშაო პროცესი ვერ მიიღებს თქვენგან საჭირო რაოდენობის ძალებსა და ყურადღებას. საბედნიეროდ, თქვენი გულგრილი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ სამწუხარო შედეგებამდე არ მიგიყვანთ. თუმცა, პერსპექტიულ პროექტზე მუშაობის დასრულებას მაინც ვერ შეძლებთ.


ლომი
მომდევნო კვირაში ვერც თქვენთვის მოიცლით და ვერც თქვენი ძვირფასი თავისუფალი დროისთვის. სამსახურში უამრავი საქმე გელოდებთ, რომლებსაც თქვენი პროფესიონალიზმით გაუმკლავდებით. საღამოობით, სახლში დაბრუნებული ნათესავს დაეხმარებით, რომელიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. კვირის ბოლოსკენ მისი პრობლემები სრულად მოგვარდება და თქვენც დასვენებაზე ფიქრს შეძლებთ. თუკი აგარაკი გაქვთ, კარგი იქნება, თუკი დასვენების დღეებს ბუნებაში გაატარებთ ან ძალების აღდგენაში აქტიური დასვენებაც დაგეხმარებათ (მაგალითად, ფეხით სიარული თქვენი საყვარელი ტურისტული მარშრუტის მიმართულებით).


ქალწული
ქალწულებო, შემდეგ კვირაში თქვენზე საინტერესო ინფორმაციას შეიტყობთ, რომლის მთავარი გამავრცელებელი თქვენი დიდი ხნის საქმიანი კონკურენტი გახდება (ადამიანი, რომელიც პირადი წარმატების გამო ყველაფერზეა წამსვლელი). როგორც კი ეს ბინძური ჭორები თქვენამდე მოვა, გადაწყვეტთ, მას სამაგიერო გადაუხადოთ. ასე დაიწყება ომი, რომლის შედეგი ვარსკვლავებისთვის უცნობია. თუმცა, არცთუ ისე ცუდი შანსი გაქვთ ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის, თუკი ომის არასამართლიანი წესების გამოყენებაზე უარს იტყვით. შეინარჩუნეთ თავდაჯერებულობა მეტოქესთან ბრძოლოს დროს.


სასწორი
სასწორები მომდევნო კვირას საკუთარ თავსა და გარეგნობაზე ზრუნვას დაუთმობენ. გაზაფხულის დადგომა გაგრძნობინებთ, რომ აუცილებლად გჭირდებათ სიყვარული. ამ მიზანს თქვენივე შედგენილი გეგმით მიაღწევთ: სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში და წონაში კლება. კარიერა და ფინანსები თქვენგან დიდ ყურადღებას არ მოითხოვს, რადგან ამ ასპექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენები არ შეინიშნება.



მორიელი
მორიელებს ოჯახის წევრებთან განშორება მოუწევთ. ოჯახში უთანხმოების გამომწვევი მიზეზი უცნობია. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი მომენტი: ამ კონფლიქტების მიზეზით მოგიწევთ, დაივიწყოთ თავისუფალი დროის შესახებ, რომელსაც დასვენების დღეებისთვის გეგმავდით. „უიქენდს“ ოჯახიდან მოშორებით გაატარებთ და თავშესაფრის ძიებას მეგობრებთან და კარგ ნაცნობებთან შეეცდებით. სანამ თქვენს პირად ცხოვრებაში არეულობაა, ვარსკვლავები არ გირჩევენ ახალ ფინანსურ პროექტზე მუშაობის დაწყებას. მით უმეტეს, რომ თქვენი ფინანსები ნათესავის ხელში აღმოჩნდება და იძულებული გახდებით, შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში იცხოვროთ.


მშვილდოსანი
მომდევნო კვირაში კარიერული წინსვლა გელოდებათ. პროფესიონალური რჩევის გათვალისწინებით, თავს სხვა თანამშრომლებზე მაღლა იგრძნობთ. მათთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ, რაც თქვენი ცხოვრების ძირითადი „დამსახურება“ გახდება. ოჯახურ საქმეებში, პირიქით, სამართლიანი და გულკეთილი ადამიანი იქნებით და მეორე ნახევრის ყველა თხოვნას თამამად შეასრულებთ. ეს არგუმენტი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ დასვენების დღეებისთვის „თავისუფალი“ დღეები მოითხოვოთ, წახვიდეთ სათევზაოდ ან რომელიმე სხვა გასართობ ღონისძიებას ეწვიოთ.



თხის რქა
თხის რქებს მომდევნო კვირა დაუსრულებლად მოეჩვენებათ. სამსახურში არა მხოლოდ პირად მოვალეობებს, არამედ თანამშრომლის საქმეებსაც შეასრულებთ. საღამოობით, ოჯახის წევრის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, აქტიურ დასვენებაზე კატეგორიულ უარს იტყვით. თქვენი საყვარელი დასასვენებელი ადგილი ტელევიზორთან მოხერხებული დივანი იქნება, თუმცა, დასვენების დღეებში მაინც მოგიწევთ საყვარელი დივანის დატოვება, რადგან მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან (შესაძლოა, შორეული ნათესავი ან თქვენი მეორე ნახევრის მშობლები).


მერწყული
მერწყულები ხმამაღლა გამოხატავენ საკუთარ უკმაყოფილებას ყველა საკამათო საკითხზე. არ მოგეწონებათ ოჯახური ყოველდღიურობა, კოლეგების თქვენდამი და საქმისადმი დამოკიდებულება. ნამდვილ მონსტრად გადაიქცევით, რომელსაც პოზიტივი სძულს და შედეგად მარტო დარჩებით (ის ადამიანიც კი, რომელიც მუდმივად თქვენ გვერდით იყო, გადაწყვეტს, თქვენგან რაც შეიძლება შორს გაიქცეს). საბოლოოდ, მომდევნო შვიდი დღე დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად შეძლებთ ნეგატიური განწყობის მოშორებას. შეეცადეთ, ეს კვირის ბოლომდე შეძლოთ, რათა თქვენს რომანტიკულ „უიქენდს“ საფრთხე არ შეექმნას.


თევზები
თევზები მომდევნო კვირაში წარმატებით გადაწყვეტენ რთულ საკითხს, რომელიც ფინანსებს უკავშირდება. შესაძლოა, საუბარი იყოს ძველ ვალებზე ან კრედიტზე, რომელსაც საბოლოოდ დაფარავთ. პირად საკითხებში ცვლილებები გელოდებათ. განაგრძობთ ოცნებას კონკრეტულ პიროვნებასთან დაახლოებაზე და შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ მანაც გიპასუხათ. თუმცა, მოვლენების განვითარებას ვარსკვლავები არ გიწინასწარმეტყველებენ და მარტოობისგან თავის დასაღწევად მოგიწევთ, სხვა გზას მიმართოთ. სწორედ ამ დროს გაიხსენებთ ადამიანს, რომელსაც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოსწონდით და მასთან ახლო ურთიერთობას დაიწყებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?