31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

30 მარტი 23:00
1418

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
საშუალება მოგეცემათ, თავი მაჭანკლის როლში მოსინჯოთ. შესაძლოა, ერთმანეთს გააცნოთ ადამიანები, რომლებიც მომავალში ოჯახს შექმნიან. ვარსკვლავები გირჩევენ, გამბედაობა მოიკრიბოთ და თქვათ, რის თქმასაც დიდი ხანია, ვერ ბედავთ. თქვენი ამბიციები უადგილოა, ამიტომ დღეს მათ შესახებ უნდა დაივიწყოთ.

კურო
შესაძლოა, დღეს მიიღოთ წინადადება, რომელსაც დიდი ხანია, ელით. თქვენზე სუსტ ადამიანებს ნუ აწყენინებთ, რადგან სამყაროში ყველაფერი ცვალებადია. შესაძლოა, წარუმატებელმა ხუმრობამ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ.

ტყუპები
რაღაც იმდენად გაგიტაცებთ, რომ ვერც კი შენიშნავთ, დღე ისე ჩაივლის. შესაძლოა, უცნობ კამპანიაში აღმოჩნდეთ. ხვალ დახმარებისთვის მაგიას ნუ მიმართავთ, თორემ შეიძლება შარლატანების მსხვერპლი გახდეთ.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის აუცილებელია, თავი საყვარელ და საჭირო ადამიანად იგრძნონ. შესაძლოა, ამ დღემ ასეთი განცდა მოგანიჭოთ. როგორც ყოველთვის, ყველაფერი წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი გაქვთ, მაგრამ დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი მოვლენებიც გელოდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა თქვენი მოქმედება კარგად გააზრებული უნდა იყოს.

ლომი
ლომებო, თუ ვინმე თქვენს ცდუნებას ცდილობს, მოეშვით და ნუ შეეწინააღმდეგებით, რადგან აუცილებლად მოგეწონებათ. საკუთარ თავს სასიამოვნო წვრილმანებზე უარს ნუ ეტყვით. ფრთხილად იყავით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

ქალწული
დიდი ხანია, ოცნებობთ, ვიღაცამ სიურპრიზის სახით, სასიამოვნო საღამო მოგიწყოთ. დღეს ოცნება აგიხდებათ. ეცადეთ, უფროსთან თავაზიანი იყოთ, რადგან ახლა საკუთარი ხასიათის გამოვლენისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამ დღეს ქალწულები იარაღის დაყრასა და კაპიტულაციაზე ფიქრობენ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ.

სასწორი
ეს დღე შესანიშნავია მაღაზიებში სასიარულოდ, ხარისხიანი ნივთები თავისთავად ჩაგივარდებათ ხელში. თუკი ვინმე თქვენ მიმართ აგრესიას გამოხატავს, შეეცადეთ, აგრესიით არ უპასუხოთ. საეჭვო ცვლილებების ქარი აუცილებლად დაუბერავს სასწორების მიმართულებით.

მორიელი
შესაძლოა, ხვალ მორიელებმა გულისა და ხელის თხოვნის შეთავაზება მიიღონ. თქვენთვის სასარგებლო იქნება, თუკი კარაოკეში იმღერებთ. მსუბუქი დამოკიდებულება მატერიალური ფასეულობების მიმართ დანაკარგამდე მიგიყვანთ.

მშვილდოსანი
შესაძლოა, ხვალ მშვილდოსნებმა საკუთარი ფობია დაამარცხოთ და თქვენთვის უხილავი ვაჟკაცობა გამოავლინოთ. საყვარელ ადამიანთან კამათი გაგანაწყენებთ. სამყაროში მარტო დარჩენას საკმაოდ მძიმედ განიცდით.

თხის რქა
შეკითხვაზე - ბევრს ფიქრობთ? უპასუხეთ - დიახ! ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს ვინმეს მოტყუებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, თავად გასულელდეთ. ხვალ ბევრი ფიქრი თქვენთვის რეკომენდებული არ არის.

მერწყული
შესანიშნავი დღეა ნებისმიერი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რომელიც გონივრულ და ჭკვიანურ ძალებს საჭიროებს. თქვენთვის აუცილებელია სუფთა ჰაერი, ასე რომ, შეიტანეთ თქვენს გრაფიკში ერთი საათით გასეირნება. ნუ აიჩემებთ იდეებს, რომლებიც ხვალ მოგივათ თავში, მათ დადებითი შედეგი ნაკლებად ექნება.

თევზები
თუკი თქვენი საქმე სამსახურს უკავშირდება, მაგალითად, თათბირი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად ჩაივლის. შესაძლოა, ვინმემ გაგაცუროთ, ასე რომ, ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. ადამიანები თქვენგან უფრო მეტს ელოდებიან, ვიდრე ხვალ მიიღებენ.