3-9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

2 აპრილი 19:30
1589

მომდევნო შვიდი დღე საკმაოდ დატვირთული იქნება, ამიტომ წინასწარ მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილებთ ძალებს...

ვერძი
კვირის მანძილზე არა ერთ, არამედ რამდენიმე შენაძენს გააკეთებთ. შესაძლოა, ამ ნივთების შესაძენად საჭირო თანხა ნათესავმა ან მეგობარმა გასესხოთ. პირად საკითხებში ნაკლები წარმატება გელოდებათ. თუკი დაქორწინებული ხართ, თქვენი მეუღლე უახლოესი დღეების განმავლობაში, მიუხედავად ფინანსური უზრუნველყოფისა, ისე იცხოვრებს თქვენთან, როგორც „კატა ძაღლთან“. თუკი მარტოხელა ხართ, თქვენი მთავარი პრობლემა გულგრილი იგნორი იქნება იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც უკვე დიდი ხანია, მოგწონთ (ის ისე იმოქმედებს, თითქოს მისთვის არ არსებობთ).


კურო
კუროები კვირის განმავლობაში კარგად დასვენებას მოახერხებენ, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად. სამუშაო დღეები მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ, რადგან თქვენი ხელმძღვანელი მივლინებაში გაემგზავრება. სამსახურში თავისუფალი გრაფიკი ემოციურად დაგამშვიდებთ. ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრებით და დასვენებით დატკბებით. გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე დღე ჰამაკში წამოწოლილმა გაატაროთ ან მდინარის ნაპირას ისეირნოთ.


ტყუპები
ტყუპები მომდევნო კვირას ველურად გაატარებენ. მოგიწევთ უამრავი და გადაუდებელი საქმეების შესრულება. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში კოლეგა დაგეხმარებათ, ხოლო საოჯახო საქმეებში დამხმარეს ვერ იპოვით. თქვენი საოჯახო „კლანი“ უახლოესი დღეების განმავლობაში ორ დაპირისპირებულ ბანაკს დაემსგავსება (თქვენ არც ერთის მხარეს არ დაიჭერთ და კონფლიქტურ სიტუაციაში „შუალედურ“ პოზიციას დაიკავებთ). დაპირისპირებული მხარეები გაგინაწყენდებიან და გადაწყვეტენ, რომ მარტო უნდა გაუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას (მათ შორის ფინანსურს).


კირჩხიბი
კირჩხიბებო, ნუ ეცდებით გარშემომყოფების ყურადღების მიქცევას. იყავით მოკრძალებული და ეს უამრავი უსიამოვნებისგან დაგიცავთ. ეს რჩევა აქტუალური იქნება, ასევე, თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. პირად საქმეებში, სადაც ყველას და ყველაფრის კონტროლს მიჩვეული ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, მკაფიო პოზიცია შეინარჩუნოთ. კარგი იქნება, თუკი დასვენების დღეებს მშვიდ და წყნარ გარემოში გაატარებთ. ხანგრძლივი ძილი და მოხერხებული დივანი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.


ლომი
ლომებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. თქვენთვის რთული გადასაწყვეტია - კარიერული ზრდა თუ ოჯახური სიმშვიდე. პროექტი, რომელზეც მუშაობა მოგიწევთ, თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. შედეგად სახლში ნაკლებ დროს გაატარებთ, რაც ოჯახის წევრების უკმაყოფილებას გამოიწვევს. ახლობელი ადამიანებისგან მუდმივი პრეტენზიების მოსმენა მოგბეზრდებათ და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარს იტყვით, თუმცა, არ ინანებთ, რადგან ოჯახის წევრების საქციელიდან გამომდინარე გააცნობიერებთ, რომ მათ ძალიან უყვარხართ და გაფასებენ.


ქალწული
მომდევნო შვიდ დღეს რომანტიკულ ტალღაზე გაატარებთ. თუკი მეორე ნახევარი ჯერ არ გყავთ, უახლოეს დღეებში უამრავი საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრა გელოდებათ. არჩევანის გაკეთებას არ იჩქარებთ. ყოველ მათგანს მისცემთ თქვენთან დაახლოების შანსს, ხოლო თავად საკუთარი პოპულარულობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, თქვენი ფლირტი საიდუმლო ხასიათის იქნება. დასვენების დღეებში შეცდომას დაუშვებთ, რომელიც ტყუილში გამხელთ და უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.


სასწორი
სასწორებს მომდევნო კვირა დიდი ხნით დაამახსოვრდებათ. უახლოესი დღეების განმავლობაში ახალ რომანს დაიწყებთ, ფინანსური პრობლემებისგან განთავისუფლდებით და მნიშვნელოვან შენაძენსაც გააკეთებთ. თქვენს ამგვარ მასშტაბურ  წარმატებას ყოვლისშემძლე პლანეტები  უზრუნველყოფენ, თუმცა, თქვენზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუკი წარმოუდგენელი წინსვლის შემდეგ  ცინიკურად და ქედმაღლურად იმოქმედებთ, ბედისწერა სამუდამოდ შეგაქცევთ ზურგს. იყავით უფრო მოკრძალებული და ნუ ისაუბრებთ ხმამაღლა საკუთარ წარმატებაზე. მით უმეტეს, რომ თქვენ გვერდით არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც თქვენი გამარჯვების შურთ.


მორიელი
კვირის განმავლობაში რაიმე სახის პრობლემა ან სირთულე არ გელოდებათ. თქვენი ცხოვრება  მშვიდი ტემპით გაგრძელდება, რაც მიმდინარე პრობლემების დავიწყებაში დაგეხმარებათ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი პრობლემები სამუდამოდ გაქრება. უბრალოდ, დროებით ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემათ, რაც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. იფიქრეთ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე. ცუდი არ იქნება, თუკი ამ საკეთილდღეო ეტაპს დასასვენებლად გამოიყენებთ. იკითხეთ წიგნები, უყურეთ საყვარელ ფილმებს და ტელეპროექტებს და, რა თქმა უნდა, ხშირად ისეირნეთ ფეხით.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ყოველდღიური ცხოვრების შეცვლის სურვილი გაუჩნდებათ. აღარ მოითმენთ იმ ფაქტს, რომ სახლშიც და სამსახურში მუდმივად რაღაცას გითითებენ, გირჩევენ, ან გაკრიტიკებენ. თქვენი ცვლილება გარშემომყოფებს დიდად არ მოეწონებათ და თქვენი მუდმივი პარტნიორი აღშფოთდება, რადგან ახლა უკვე მას მოუწევს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, რაც არც თუ ისე მარტივი დავალება აღმოჩნდება მისთვის. მიუხედავად მისი წუწუნისა, დათმობაზე არ წახვალთ და ეს „რევოლუცია“ საბოლოო გამარჯვებამდე მიგიყვანთ.


თხის რქა
თხის რქებს ვარსკვლავები არ ურჩევენ სახლიდან დიდხანს წასვლად. თქვენი არყოფნის პერიოდში შესაძლოა, მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდეს (რომელიმე ელექტრომოწყობილობის გაფუჭება, წყლის მილის გასკდომა და ა.შ.). ასევე, უახლოეს დღეებში არ დაგავიწყდეთ საგულდაგულოდ შეამოწმოთ, ადგილზეა თუ არა თქვენი საფულე. ელემენტარული წესების გათვალისწინების დროს, თავს უამრავი პრობლემისგან დაიცავთ და თქვენი ნერვული სისტემა არ დაზიანდება. ერთადერთი უსიამოვნება თქვენთვის შესაძლოა, შვილებთან უსასრულო სკანდალი გახდეს.


მერწყული
ვარსკვლავები არ გირჩევენ სისწრაფეს და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. თუკი ყოველ ნაბიჯს საგულდაგულოდ გათვლით, უსიამოვნებებს თავიდან აიცილებთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი მცირე შენაძენის გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ. დასვენების დღეებში გაუთვალისწინებელი ხარჯები გელოდებათ. ამიტომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უსიამოვნებამ არ გაიძულოთ ახლობლებთან სირბილი ფულის სასესხებლად.


თევზები
თევზები კვირის განმავლობაში სრულიად შეცვლიან საკუთარ ყოველდღიურობას. უარს იტყვით ძველ ნივთებზე, რომლებიც თქვენი გარდერობის ძირითადი ნაწილია. მოგვიანებით შეავსებთ საკუთარ კარადას უფრო მოდური და თანამედროვე ტანსაცმლით. ფინანსურ სფეროში არაფერს შეცვლით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ ასპექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გელოდებათ. თქვენს წყვილთან ურთიერთობაში „ძირითადი და ძლიერი მხარე“ აღმოჩნდებით. თქვენს მეორე ნახევარს კი მხოლოდ ის დარჩენია, მშვიდად შეეგუოს სიახლეს.