6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

5 აპრილი 23:00
1501

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ბევრ რამეზე ხელს ჩაიქნევთ. საკმარისია, რამე თქვათ, რომ სასიამოვნო მსმენელს შეიძენთ. იდეალური დღეა იმისთვის, რომ ძველი დაპირება შეასრულოთ.


კურო
ვიღაცასთან მსუბუქ ფლირტს წამოიწყებთ, რომელიც თქვენც და მასაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. მთავარია, პარტნიორთან მართალი იყოთ. ეცადეთ, ხვალ მსოფლიოსთვის რაღაც კარგი გააკეთოთ და ამისგან უზარმაზარ სიამოვნებას მიიღებთ. კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ დროს საკუთარ სურვილებსაც დაუთმობთ.


ტყუპები
ხვალ ყველაფერს ადვილად აითვისებთ, ამიტომ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და იმ სამყაროში გადაეშვით, სადაც ადრე შეხედვასაც ვერ ბედავდით. დღევანდელი წარმატების გასაღები სპონტანურობაში იმალება, თუმცა, საეჭვოა, თქვენი განწყობის ამაღლება რამემ შეძლოს.


კირჩხიბი
შეგიძლიათ, გააკეთოთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ადრე ვერ ბედავდით. გირჩევთ, ეს დღე მთლიანად ბავშვებს მიუძღვნათ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მეორე ნახევრისთვის რომანტიკული განწყობის „გადადებას“ ვერ მოახერხებთ. ამ დღეს ეს სრულიად ფუჭი და უშედეგო მცდელობაა.


ლომი
კარგი დღეა, საკუთარი მომავლის დასაგეგმად. ასე რომ, კალამი ხელში აიღეთ და სურვილები ჩამოწერეთ. ეცადეთ, საინფორმაციო გადაცემებს ნაკლები უსმინოთ. ამ დღეს ადამიანები თქვენგან იმაზე მეტს ელიან, ვიდრე შეგიძლიათ, მისცეთ.


ქალწული
აჩუქეთ ახლობლებს სითბო და მზრუნველობა. საყვარელი ადამიანის ბედნიერი თვალები ახალ გმირობას შთაგაგონებთ. ქალწულებო, თუ გსურთ, კურიოზული შემთხვევები თავიდან აიცილოთ, ეცადეთ, შეუმჩნეველი დარჩეთ.


სასწორი
შესანიშნავი დღეა მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. ხვალ ჯანმრთელობაზე უნდა იფიქროთ. საყვარელ ადამიანთან განშორება თქვენთვის მტკივნეულია, თუმცა, სიამაყე არ გაძლევთ მისი დაბრუნების უფლებას.


მორიელი
მორიელები იმდენ საქმეს გააკეთებენ, რომ თავადაც გააკვირვებთ საკუთარი შრომისუნარიანობა და მიღებული შედეგით უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ. ხვალ ვერავინ გაგაცურებთ, მთავარია, ყურადღებით იყოთ. შესაძლოა, ხვალ იმედგაცრუებაც განიცადოთ.


მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა შინაური ცხოველის შესაძენად, რომელიც თქვენ გვერდით დიდხანს იცოცხლებს. ხვალ შეგიძლიათ ჯადოსნური სიტყვები - „მაპატიე“ და „მადლობა“ გამოიყენოთ. სულელური ეჭვიანობა, როგორც პარანოია, აგეკვიატებათ და თავს არ დაგანებებთ.



თხის რქა
ხვალ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას საჩუქარს მიიღებთ. შესაძლოა, თქვენს შესახებ უსიამოვნო ინფორმაცია შეიტყოთ. გახსოვდეთ ანდაზა, „რაც ნელა ივლით, მით უფრო შორს წახვალთ“ და მიხვდებით, რომ, თუ არ გსურთ, დაზარალდეთ, სიჩქარე საჭირო არ არის.


მერწყული
თუკი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომელიმე კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა, უარი არ თქვათ. თქვენ უდავო ლიდერი იქნებით. ხვალ სხვების რჩევები შეგიძლიათ, არ გაითვალისწინოთ და მათზე გაიცინოთ კიდეც, მაგრამ ეს თქვენი მხრიდან დიდი შეცდომა იქნება. თუკი შემთხვევით მიუსაფარ ცხოველს დაინახავთ, ნუ აუვლით გვერდს გულგრილად.


თევზები
როგორც ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, ხვალ აბსოლუტურად ყველა საქმეს წარმატებით გაუძღვებით. აკონტროლეთ საკუთარი თავი, რათა რამე არ გამოგეპაროთ. ნუ გაისტუმრებთ უარით იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარების თხოვნით მოგმართავენ.