7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

6 აპრილი 23:00
1444

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აპრილისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხანგრძლივი ლოდინი იმედს არ გაგიცრუებთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობის უსამართლობა საკუთარ თავზე იგრძნოთ. ეცადეთ, უსიამოვნო ფიქრებისგან განთავისუფლდეთ.


კურო
ამ დღეს ბავშვების ყურება სულიერად დაგამშვიდებთ და აღგაფრთოვანებთ. სულ ერთია, თქვენი ბავშვები იქნებიან თუ  უცხო ადამიანების, მთავარია, უყუროთ, რომ ჭეშმარიტების არსს ჩასწვდეთ. თუ ვინმემ გაწყენინათ, ეცადეთ, იგივეთი არ უპასუხოთ. ეს თქვენთვის იქნება უკეთესი. შესაძლოა, დღეს ვიღაცის ოცნება დაასამაროთ.


ტყუპები
ეცადეთ, ხვალ თქვენთვის უჩვეულო საქმეებით არ დაკავდეთ და ჩვეულ რეჟიმს მიჰყვეთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან დამატებითი დავალება მიიღოთ. დაფიქრდით, ახალმა სიყვარულმა მეგობრები ხომ არ დაგავიწყათ? ვარსკვლავები ამბობენ, რომ ვიღაც თქვენზე ძალიან გაბრაზებულია.


კირჩხიბი
ნუ იძუნწებთ. გაეცით სითბო და ნახავთ, რომ ორმაგად დაგიბრუნდებათ. გახსოვდეთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები. როგორც არ უნდა ეცადოთ, კარი, რომელზეც აკაკუნებთ, ყრუა და ძალიან მტკიცედ დაკეტილი.


ლომი
ხვალ ცხოვრებისეულ გზაზე შეხვდებით ადამიანს, რომელიც რაღაც დროის მანძილზე თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. თუ შანსი გაქვთ, რომ თავბრუდამხვევ ცეკვებში გადაეშვათ, ამაზე საკუთარ თავს უარი არ უნდა უთხრათ. ეცადეთ, საკუთარი ეგოიზმი ალაგმოთ.


ქალწული
დროა, ქალწულებმა კარგად ჩატარებული სამუშაოსთვის დამსახურებული ჯილდო მიიღონ. ხვალ ვინმესთვის რამის თხოვნას არ გირჩევთ. შესაძლოა, თქვენმა მავნე ჩვევებმა, ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემები შეგიქმნათ.


სასწორი
ნუ იტყვით უარს, თუკი სპონტანურად სტუმრად დაგპატიჟებენ. ხვალ შეგიძლიათ, თამამად დაგეგმოთ სამომავლო გეგმები, მთავარია, ამ დროს უფრო რეალისტური იყოთ. ბუნებით ძლიერი სასწორები საკუთარი ძლიერი მხარის გამოყენებაზე დაფიქრდებიან, თუმცა, ნუ იჩქარებთ ამის გაკეთებას.


მორიელი
თუკი ხვალ რამეზე განაწყენდებით, შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ, ზეგიდან ეს თემა თქვენთვის აქტუალური არ იქნება. მორიელებო, შეეცადეთ, მოერიდოთ იმ საუბრებში ჩარევას, რომლებიც ჭორებით იქნება გაჯერებული. შესაძლოა, ვინმემ გაგაცუროთ, თვითონ კი სუფთად გამოვიდეს სიტუაციიდან.


მშვილდოსანი
ხვალ შეეცადეთ, დაეხმაროთ მეგობარს, თუნდაც ბანალურ წვრილმანებში. ეს თქვენს მეგობრობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ხვალ შეგიძლიათ, საკუთარ თავს ოდნავ სიზარმაცის უფლებაც მისცეთ, ამისთვის არავინ გეჩხუბებათ. თუკი სადმე შეყოვნება მოგიწევთ, აუცილებლად დაურეკეთ მას, ვინც თქვენ გამო ღელავს.


თხის რქა
თხის რქებო, ყველაფერს სწორად აკეთებთ, ამიტომ ნუ გადახვალთ დაგეგმილი გზიდან და ნუ ეცდებით, თავისუფალი დრო ტელევიზორის ყურებაში დივანზე წამოწოლილმა გაატაროთ. დღის მანძილზე მკვეთრად გაგიძლიერდებათ სურვილი, გარშემო ყველა და ყველაფერი დააიგნოროთ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ამ ეტაპზე გჭირდებათ. ხვალ ხელებში ჩაგატყდებათ ტექნიკა, ამიტომ მაქსიმალურად მოერიდეთ სხვადასხვა მოწყობილობებთან ურთიერთობას.


 მერწყული
თქვენი ხვალინდელი დღის დევიზია - „შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა“, ამიტომ დასვენების შესახებ შეგიძლიათ, დროებით დაივიწყოთ. მერწყულებო, შეეცადეთ, თქვენი მიძინებული სინდისი გააღვიძოთ. შესაძლოა, ხვალ საპირისპირო სქესის ადამიანთან კამათი მოგიწიოთ.


თევზები
რატომ ფიქრობთ ამდენ ხანს? უპასუხეთ: დიახ! ძველი სიბრძნე გვეუბნება, რომ „სიჩუმე ოქროა“, რაც თქვენს მდგომარეობას აბსოლუტურად შეეფერება, სხვათა შორის, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. გადაუწყვეტელი თევზები ხელიდან გაუშვებენ საკუთარ შანსს.