15-21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

14 მაისი 19:30, 2017 წელი

სასურველია, ეს პერიოდი უფრო მეტად რომანტიკასა და სიყვარულს დაუთმოთ. არ გარისკოთ და არ დაიწყოთ ახალი ბიზნესპროექტები.

ვერძი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ხელმძღვანელთან დაპირისპირებას. სამსახურიდან გაგდება არ გემუქრებათ, მაგრამ გაბრაზებული დირექტორი თქვენს კარიერულ ზრდას აშკარად შეუშლის ხელს. როდესაც ის თქვენს „წამოგებას“ შეეცდება, ჯობია, გაჩუმდეთ და ღიმილით უპასუხოთ. სამაგიეროდ, პირად საკითხებში გაჩუმება ნამდვილად არ გმართებთ, თუკი თქვენი უფლებების დარღვევას ვინმე შეეცდება, პირდაპირ უთხარით ყველაფერი, რასაც ფიქრობთ და ნუ შეგეშინდებათ, რომ მსგავსი პირდაპირობა სკანდალამდე მიგიყვანთ.


კურო
კუროებმა შესაძლოა, შეიტყოთ, რომ „საყვარელი“ თქვენთან ჩამოსვლას და გარკვეული დროით დარჩენას აპირებს. რა თქმა უნდა, ამგვარი სიახლე განწყობას გაგიფუჭებთ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ მომხდარში პოზიტივსაც დაინახავთ. სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები კვირის განმავლობაში არ შეინიშნება.


ტყუპები
ტყუპები კვირის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვან შენაძენს გააკეთებთ, რაშიც ახლად გახსნილი ინტერნეტმაღაზია დაგეხმარებათ. შენაძენზე იმ თანხას დახარჯავთ, რომელიც დასასვენებლად გქონდათ გადადებული, ეს ფაქტი კი, ბუნებრივია, ოჯახში სკანდალისა და ჩხუბის მიზეზი გახდება, რაც თქვენს სიმშვიდესა და ჰარმონიას დაარღვევს.


კირჩხიბი
კირჩხიბები ბიზნესაზარტში შეხვალთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ სფეროსთან შორს ხართ, საკუთარი ძალების მოსინჯვის სურვილი მაინც გაგიჩნდებათ. თუმცა, ნუ იჩქარებთ თავით გადავარდნას იმ საქმეში, რაშიც ცუდად ერკვევით. ფინანსური ექსპერიმენტის ჩატარებამდე ჰკითხეთ რჩევები პროფესიონალებს. პირად საკითხებში რჩევები არ დაგჭირდებათ, რადგან მათ გარეშეც შეძლებთ თქვენს რჩეულთან ურთიერთობის დასტაბილურებას.

ლომი
ლომებს ფინანსურ სფეროში წარმატებული კვირა ელოდებათ. თუკი დაქირავებული თანამშრომელი ხართ, საუბარია მნიშვნელოვან პრემიაზე, რომელსაც დირექტორი თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობის ნიშნად გადაგიხდით. თუკი თვითდასაქმებული ხართ, რომელიღაც პროექტი დიდ მოგებას მოგიტანთ. ფულის დათვლის დროს, გახსოვდეთ, რომ ეს თანხა დიდი შრომისა და რისკის ფასად მიიღეთ, ასეთმა რისკმა კი შესაძლოა, სხვა დროს არ გაამართლოს. პირად საკითხებში ვარსკვლავები გარისკვას არ გირჩევენ, რადგან შესაძლოა, ცუდ შედეგებამდე მიხვიდეთ.


ქალწული
ქალწულებისთვის მომდევნო შვიდი დღე იდუმალებით იქნება მოცული. გულწრფელად გაგაოცებთ შემთხვევითი შეხვედრა დიდი ხნის უნახავ მეგობართან, რომელიც უკვე დაკარგული გეგონათ. სამსახურში კარიერული წინსვლა არ გელოდებათ. მოგიწევთ მკლავებდაკაპიწებული მუშაობა იმისთვის, რომ პრემია გამოიმუშაოთ. სამაგიეროდ, დასვენების დღეებს ბუნებაში, შესანიშნავ გარემოში გაატარებთ.



სასწორი
სასწორებისთვის კვირის დღეები მშვიდად და პროდუქტიულად ჩაივლის. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, გადაწყვეტთ, მას სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ ან მასთან ერთად რამდენიმე დღით გასართობად გაემგზავროთ. თუკი მარტოხელა ხართ და კონკრეტულ პიროვნებასთან დაახლოებას ცდილობთ, უახლოეს დღეებში მას მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიანიშნებთ თქვენს სურვილზე.


მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეები თავი შეიკავოთ რაიმე სახის გმირობისგან. თუკი უფრო ზუსტად გაინტერესებთ, უახლოეს დღეებში, სამწუხაროდ, არა გმირი, არამედ გარემოების მსხვერპლი აღმოჩნდებით. სამსახურში უფროსი სწორედ თქვენ აგირჩევთ „მოჩხუბარ ბიჭად“ ან „მორბენალ გოგოდ“, ხოლო სახლში მშობლებთან მუდმივი კონფლიქტი გექნებათ. მხოლოდ მეორე ნახევრის მიერ მოცემული დაპირება მოგიყვანთ პოზიტიურ ხასიათზე. განსაკუთრებით გაგახარებთ უიქენდი, რომელსაც ერთად გაატარებთ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს დიდი მიზეზი გაუჩნდებათ იმისთვის, რომ საკუთარი თავით იამაყონ. ახალი კოლეგიდან ერთ-ერთი თქვენთან მუდმივ პაექრობას შეეცდება, რასაც არა აგრესიით, არამედ ფართო ღიმილით უპასუხებთ. ადამიანი, რომელიც ცდილობს, თქვენი მტერი გახდეს, ოდნავ მოგვიანებით თქვენს ერთგულ მეგობრად გადაიქცევა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება თქვენთვის შემოსავლის ზრდა გახდება, ეს კი მას შემდეგ გელით, რაც არასაჭირო ნივთების შეძენაზე, ძვირად ღირებულ გართობასა და რესტორნებში ვახშმობაზე უარს იტყვით.


თხის რქა
კვირას ინერტულად გაატარებთ. ვერც ოჯახი და ვერ სამსახური თქვენს ინტერესს ვერ გამოიწვევს. სავარაუდოდ, მარტო ყოფნა მოგინდებათ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, მას ძლიერ გააბრაზებს თქვენი „გაქცევა“. დასვენების დღეებში, როდესაც თქვენი მეორე ნახევრის მოთმინება პიკს მიაღწევს, ოჯახში სკანდალი დაგეწყებათ (იმდენად დიდი, რომ მეზობლებიც კი გაიგებენ). ეს სკანდალი თქვენს ჩაკეტილობას დაარღვევს და საქმეებთან დაბრუნებას გაიძულებთ.


მერწყული
მერწყულებისთვის მომდევნო შვიდი დღე ცხოვრება რუტინულ ფაზაში გადავა. დასვენების დღეებში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება - სტუმრად გეწვევათ ადამიანი, რომელსაც თქვენს სამუშაო ადგილზე ან ბიზნესსაზოგადოებაზე დიდი გავლენა აქვს (რა თქმა უნდა, თუკი ბიზნესში ხართ ჩართული). ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მისგან მიიღებთ დაპირებას პროტექციის შესახებ.


თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლებად ისაუბროთ საკუთარ თავზე. ადამიანები, რომლებიც დასახმარებლად მოგმართავენ, თქვენგან კონკრეტულ მოქმედებას დაელოდებიან და არა, უბრალოდ, საუბარს თქვენს წარსულ გამარჯვებებზე. კარიერულ საკითხებთან დაკავშირებით ტრაბახი არ გიშველით, პროფესიონალიზმი არა სიტყვებით, არამედ საქმით უნდა დაამტკიცოთ. ერთადერთი, ვისთანაც შეგიძლიათ, იტრაბახოთ, თქვენზე უმცროსი ნათესავები არიან. თქვენი ისტორიების მოსმენის დროს, მათ მსგავსი გმირობის ჩადენის სურვილი გაუჩნდებათ.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?