7-13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

6 აგვისტო 20:35, 2017 წელი

ამ კვირაში სერიოზული პროექტების დაწყება ნაკლებად მოსალოდნელია, აი, პირად ცხოვრებაში კი ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობას ახალი ნაბიჯის გადადგმამდე ცოტა დაფიქრება მოუწევს... 

ვერძი
ვერძები მთელ კვირას ზომიერ ტემპში გაატარებენ. სისუსტე, რომელსაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ ორშაბათს აღმოაჩენთ, საქმეებზე კონცენტრირებაში შეგიშლით ხელს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება თქვენთვის დასვენება იქნება და ასეც მოიქცევით. სავალდებულო საქმეების ნაწილს თანამშრომლებს გადააბარებთ და საკუთარ თავს დატვირთვისგან იხსნით. სახლში პასიურ დასვენებას ამჯობინებთ და ყოველდღიურ საქმიანობას ოჯახის წევრებზე გადაანაწილებთ. დასვენების დღეებში ძალების მომატებას იგრძნობთ და რომელიმე წვეულებაზე წახვალთ.


კურო
კუროები დანაზოგის ინვესტიცირებას სარფიანად შეძლებენ. თქვენი ბიუჯეტის ზრდას ბიზნესის დასაწყისშივე შეამჩნევთ, რაც სასარგებლო შენაძენის გაკეთებაში დაგეხმარებათ. დიდი ალბათობით, განაახლებთ გარდერობს ან საკუთარ თავს გართობის უფლებას მისცემთ. ეს ყველაფერი პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. თქვენი ოპტიმიზმის წყალობით, სხვადასხვა ადამიანების ყურადაღებას მიიზიდათ. თუკი მარტოხელა ხართ, არ გაუშვათ ხელიდან სიმპათიურ ადამიანთან დაკავშირების შანსი, რაშიც ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ.


ტყუპები
ტყუპებისთვის მომდევნო შვიდი დღე გაანალიზებისა და ფიქრის პერიოდი იქნება. დაიწყებთ ფიქრს, თუ როგორ უნდა განავითაროთ საკუთარი კარიერა. სანამ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამთ, შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. ამასთან, სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულება შეგექმნებათ, თითქოს წასვლის შესახებ განცხადებას მოაწერეთ ხელი. ამ დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქრდებით და თქვენს ხელმძღვანელს მისცემთ იმის გაგების საშუალებას, რომ მისი აზრი თქვენთვის აქსიომა არ არის. დიდი ალბათობით, თქვენი ხელმძღვანელი დროზე ადრე გაგათავისუფლებთ სამსახურიდან, რადგან მას თქვენი ახირებების მოთმენა მობეზრდება.


კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენმ თავი შეიკავოთ ვინმეზე თავდასხმისგან. ამ დღეებში კამათის რისკი გაიზრდება, რაც კონფლიქტის ამოწურვის შემდეგაც ხშირად შეგახსენებთ თავს. ახალი მტრების ძიებას გირჩევნიათ, საქმით დაკავდეთ. სამსახურში სასურველია, ბოლომდე მიიყვანოთ პროექტი, რომელზეც უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობთ. თქვენი პირადი ცხოვრებაც მომდევნო შვიდი დღის მანძილზე არაფრით გამოირჩევა. არ არის გამორიცხული, თქვენი სიმპათიის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, ვიდრე აქამდე, მაგრამ თუკი ეს ადამიანი არ მოგწონთ, ტაქტიკურად აუხსენით მას თქვენი პოზიცია და ტყუილად ნუ დააიმედებთ.


ლომი
ლომებო, მომდევნო დღეებში მოგიწევთ, სრულად დახარჯოთ მთელი თქვენი შინაგანი პოტენციალი, რათა დაწყებული საქმე დაასრულოთ. დიდი ალბათობით, თქვენ მოგიწევთ თქვენი კომპანიის ინტერესების წარმოდგენა პრესტიჟულ კონფერენციაზე, ან შესაძლოა, დროებით თქვენი ხელმძვანელის მოვალეობების შესრულება. ეს ვალდებულებები ძალიან დაგღლით, თუმცა, მათ იდეალურად გაუმკლავდებით. პირად საქმეებში ნაკლები წარმატება გელოდებათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენი სახლის კედლებში საკმაოდ ჰარმონიული ატმოსფერო შეიქმნება.



ქალწული
ქალწულებისთვის კვირის მანძილზე მთავარი საფრთხე საკუთარი პესიმიზმი აღმოჩნდება. მოიშორეთ ასეთი აზრები. ახლა დეპრესიისა და ღელვის დრო არ გაქვთ, რადგან შესანიშნავი შანსი გაგიჩნდებათ კარიერაში წარმატების მისაღწევად და მართალი იქნებით, თუკი ამ შანსს ორივე ხელით ჩაებღაუჭებით. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი ორგანიზმი შესაძლოა, ამ დღეებში გადაიღალოს და დასვენება დაგჭირდეთ. მთავარია, ამ დასვენების დროს კვლავ არ შეგაწუხოთ უაზრო წუხილმა ფიქრები. ვარკვლავები გირჩევენ წინასწარ დაფიქრდეთ, როგორ დაძლიოთ მსგავსი შემოტევები.


სასწორი
კვირის განმავლობაში სასწორებს სასიამოვნო და ამაღელვებელი მოვლენები ელოდება. პოზიტივს, ძირითადად, ოჯახის წევრებისგან მიიღებთ. თქვენი შვილები კონკრეტულ საქმიანობაში დიდი წარმატების მიღწევით გაგახარებენ და, ასევე, თქვენი მეორე ნახევარიც გასიამოვნებთ რამდენიმე გრანდიოზული სიურპრიზით. სამწუხაროდ, კოლეგებს შორის აუცილებლად აღმოჩნდება ერთი ისეთი, ვინც თქვენ მიმართ მტრულ განწყობას გამოხატავს. მასთან  მუდმივად მოგიწევთ ურთიერთობის გარკვევა, რაც თქვენი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში, დიდი ალბათობით, ხელს შეგიშლით.


მორიელი
მორიელებისთვის სასურველია, სასიყვარულო ურთიერთობა დროებით დააპაუზონ. ნუ იჩქარებთ მეორე ნახევართან დამშვიდობებას და შემდეგი სიტყვების წარმოთქმას: „ჩვენ ერთმანეთისთვის არ ვართ შექმნილნი“, რადგან ძალიან მალე მიხვდებით, რომ თქვენი გადაწყვეტილება მცდარია. თუკი რამდენიმე დღე საყვარელი ადამიანისგან მოშორებით იცხოვრებთ, გააცნობიერებთ, რომ ის ჰაერივით გჭირდებათ. 



მშვილდოსანი
ყველაფერი, რასაც დაგეგმავთ, თითქოს ჯადოსნური ჯოხის დახმარებით აგიხდებათ. თუმცა, მიუხედავად ამ ჯადოსნური ჯოხის არსებობისა, არ უნდა მოდუნდეთ! თავიდან ბოლომდე შეამოწმეთ თქვენი მიმდინარე პროექტი, სანამ მას ხელმძღვანელს წარუდგენთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პირად საკითხებსაც ისეთივე სერიოზულობით მიუდგეთ, როგორც კარიერულს. თუკი ისეთი შეკითხვა გაგიჩნდებათ, რომლის დასმა მეორე ნახევრისთვის გეშინიათ, დაფიქრდით და შეეცადეთ, რთული საუბარი მაქსიმალურად ტაქტიკურად დაიწყოთ. ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ პირად ცხოვრებაში გაურკვევლობა აღარ გემუქრებათ.


თხის რქა
თხის რქებს კვირის განმავლობაში ბევრი გრანდიოზული იდეა მოუვათ, რაც პოტენციურ ფინანსურ მოგებას უკავშირდება. თქვენი გეგმების ნაწილი საკმაოდ სარისკოა, ასე რომ, ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მიგანიშნებენ. იმისთვის, რომ თქვენი ფინანსების ნაწილი არ დაკარგოთ, პროფესიონალებთან გაიარეთ კონსულტაცია. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თუკი ვინმე მოგწონთ, თამამად გამოუტყდით საკუთარ გრძნობებში. იმოქმედეთ, რადგან შესაძლოა თქვენი სიმპათია თქვენზე უფრო გაბედულმა ადამიანმა „მოგტაცოთ“.


მერწყული
მერწყულები კვირის განმავლობაში საკმაოდ ბევრ სასარგებლო ჩვევას შეიძენენ. შესაძლოა, ხმაურიან წვეულებაზე აღმოჩნდეთ, სადაც ალკოჰოლი და საჭმელი უხვი რაოდენობით იქნება, შემდეგ კი პრიორიტეტს მაინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მიანიჭებთ. დასვენების დღეებში ფიტნესცენტრს ეწვევით და სახლშიც ივარჯიშებთ. ცხოვრების სხვა სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება, რაც საკუთარ თავზე მშვიდად ზრუნვის საშუალებას მოგცემთ.


თევზები
თევზები მომდევნო კვირაში ისეთ ადამიანებს გაიცნობენ, ვისთანაც საერთო იდეა დააკავშირებთ. ის, თუ რა როლს დაიკავებთ მათ შორის, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თქვენივე პრიორიტეტებზე დაყრდნობით. გაგიჩნდებათ ინტერესი, რომელსაც სამსახურის შემდეგ და შაბათ-კვირას დიდ დროს დაუთმობთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, მზად იყავით იმისთვის, რომ ის თქვენს ჰობის არ აღიარებს. მოგიწევთ მისი დარწმუნება, რომ ეს საქმე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის შეეცდება, გაგიგოთ. დიდი ალბათობით, თქვენი მუდმივი პარტნიორი საბოლოოდ შემოუერთდება თქვენს ახალ საქმეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?