12-19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

11 თებერვალი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - ვერძებს გაუადვილდებათ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, ყურადღება უნდა მიაქციონ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და პროფილაქტიკური ზომები მიიღონ. სხვა მხრივ, კარგი პერიოდია.


კურო - კუროებს შესაძლოა, გარკვეული თემები გაუაქტიურდეთ სასიყვარულო ურთიერთობებში. ნუ გაწევთ ფინანსურ რისკებს ამ კვირაში. სახლში ცვლილებებია მოსალოდნელი.


ტყუპები - ამ კვირაში ტყუპების წინაშე კარიერული ამოცანები დადგება. თუ პროფესიული საქმიანობის დროს ძალისხმევას გამოიჩენთ, შედეგიც არ დააყოვნებს. თქვენთვის ჰარმონიული პერიოდია.


კირჩხიბი - კირჩხიბების უხასიათობა გარშემომყოფებზეც აისახება. არ მისცეთ განწყობებს უფლება, ურთიერთობები გაგიფუჭოთ. ნუ ჩავარდებით პესიმიზმსა და დეპრესიაში. მოიკრიბეთ ძალა და მოთმინება.


ლომი - ლომისა და მერწყულის ღერძზე მზის ნაწილობრივი დაბნელება ლომების ხასიათზე გარკვეულწილად აისახება. მოუსმინეთ ახლობლების რჩევებს, ყველაფერი არ შეიძლება მხოლოდ თქვენი აზრით აკეთოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, გააკონტროლეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა.


ქალწული - ქალწულებს ბევრი სამსახურებრივი საქმე დაუგროვდათ. ეს კვირა საქმეების დასრულებას მოანდომეთ. კარგი იქნება, თუ განტვირთვისთვისაც გამონახავთ დროს, რაც თქვენ გჭირდებათ.


სასწორი - სასწორებთან სასიყვარულო ფრონტზე სასიამოვნო ამბებია მოსალოდნელი, თუმცა ამ კვირაში შეძენილი ახალი ნაცნობობა მხოლოდ პოზიტიურის მომტანი შეიძლება არ იყოს. ამიტომ ყური დაუგდეთ შინაგან ხმას. სხვა მხრივ კარგი პერიოდია თქვენთვის.


მორიელი - მორიელებს ახალი ნაცნობობა ელით. შეიძლება ეს იყო სასიყვარულო, შესაძლოა, კარიერული თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი.


მშვილდოსანი - მშვილდოსნები ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ და გათამამებული სხვების დამოძღვრას დაიწყებენ, რამაც შეიძლება გარშემომყოფები ძალიან გააღიზიანოს. დააბალანსეთ ენერგიები და სასიკეთო კალაპოტისკენ მიმართეთ თქვენი ძალისხმევა, კარგი პერიოდია.


თხის რქა - თხის რქებმა კარგად უნდა დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა, რომ შესაძლებლობა მიეცეთ, დაისვენონ და ძალები აღიდგინონ, მაშინ უფრო პროდუქტიული იქნება მათი საქმიანობა.


მერწყული - ლომისა და მერწყულის ღერძზე მზის დაბნელება მერწყულის ნიშანში გარდამტეხი იქნება ბევრი მერწყულისთვის. თქვენზეა დამოკიდებული, ამ პერიოდს როგორ გამოიყენებთ, ზოგადად, მზე მერწყულშია და წარმატების შანსებიც არის.


თევზები - თევზები წუწუნის ხასიათზე არიან. უენერგიობას გრძნობენ. სასურველია, თავი შეიკავოთ და სხვებს თავს არ მოახვიოთ თქვენი უხასიათობა, ეს კარგად არ აისახება არც პირად, არც საქმიან ცხოვრებაზე. თავს არ მისცეთ დეპრესიის უფლება! მონახეთ რაიმე ჰობი, ხშირად იყავით ჰაერზე - ბევრად მარტივად გადაიტანთ ამ პერიოდს.


წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?