19-26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

18 თებერვალი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი -  ამ კვირაში თავი შეიკავეთ ზედმეტი ამბიციებისგან და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისგან, სანამ საკითხის გარშემო ყველა ნიუანსში ბოლომდე ინფორმირებულები არ იქნებით. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებს. არ დაუშვათ ნეგატიური აზრები, რადგან მოზღვავებული გაქვთ ენერგიები და მიმართეთ პოზიტივისკენ.


კურო -  ფრთხილად იყავით ახალ ნაცნობობასთან. შესაძლოა, გაუგებრობების ან სხვადასხვა მაქინაციის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. დაუჯერეთ შინაგან ხმას და ისე იმოქმედეთ. დინების საწინააღმდეგოდ ნუ წახვალთ.


ტყუპები -  ამ კვირაში ახალი იდეების მოზღვავება გექნებათ და შესაძლოა, ახალ პროექტებზე იმუშაოთ, თეორიულ ცოდნას პრაქტიკაზე მოარგებთ, ბევრი პროექტი შესაძლოა, ძალიან სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს, რომელიც სარგებელს მოგიტანთ მომავალში. კარგი დროა ახალი წამოწყებებისთვის, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, ძველი უსარგებლო ნივთები და ჩვევებიც კი მოიშოროთ.


კირჩხიბი -  ამ კვირაში ეცადეთ, უფროსობა და კოლეგები დაარწმუნოთ, რომ თქვენი პოზიცია და შეხდულებები მნიშვნელოვან საქმიან საკითხებზე საყურადღებო და სერიოზულია და სასურველია, გაითვალისწინონ. გამოხატეთ თქვენი პოზიცია, პირში წყალი არ დაიგუბოთ და გულში არაფერი ჩაიხვიოთ. ამ კვირაში შეძენილი ნაცნობობა საინტერესო იქნება.


ლომი - თქვენი შინაგანი სამყარო საჭიროებს გადახალისებას, ახალი ცოდნის და უნარების შეძენას. ზედმეტი თავდაჯერების გამო თქვენი უნარ-ჩვევენი და ცოდნა საგრძნობლად ჩამორჩა სამყაროს განვითარების ტემპს. უარი თქვით სიზარმაცეზე და ყოვლისმცოდნის პოზიციაზე, რათა კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ ახლობლებთან. დრო დაუთმეთ მეგობრებს.


ქალწული -  ამ კვირაში თუ  ფუნდამენტურად კონცენტრირდებით საკითხზე და გონივრულად დახარჯეთ ენერგია, გეგმის შესრულებას ზედმიწევნით შეძლებთ. კონცერტირდით, ძალები მოიკრიბეთ და იმოქმედეთ. ხელიდან არ გაუშვათ  წარმატების შანსი.


სასწორი -  გადაწყვტილებების მიღების უნარიანობაზე, სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული თქვენი გეგმების და ჩანაფიქრების განახორციელება. კვირის პირველ ნახევარში თქვენს საქიანობაში მოვლენები პოზიტიურად წარიმართება. თუმცა თუ თქვენ მოდუნდებით და იზარმაცებთ, კვირის მეორე ნახევარი შესაძლოა, ცოტა რთული იყოს. ერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში. ზოგადად ჰარმონიული კვირაა თქვენთვის.


მორიელი - ამ კვირაში პირადი ურთიერთობების თვალსაზირისით თქვენი პოზიციები გამყარდება, რაც მოგიმატებთ თავდაჯერებულობას და საქმეშიც მეტი წინსვლა იგრძნობა. განსაკუთრებით პოზიტიური ამ მხრივ კვირის მეორე ნახევარი იქნება. ეცადეთ, იყოთ მსუბუქი, მხიარული და დადებითი ემოციები გადასცეთ ახლობელ ადამიანებს.  არ დაიძაბოთ არაფერზე, გაუფრთხილდით თქვენს და სხვების ნერვულ სისტემას. ეს კვირა, ძირითადად, მიუძღვენით ოჯახურ საქმეებს და ახლობლებს.


მშვილდოსანი - არ დაგავიწყდეთ საკუთარი ღირსების გრძნობა, მაგრამ ეცადეთ, დიდი წარმოდგენა არ შეიქმნათ საკუთარ თავზე და  ზემოდან არ უყუროთ გარშემომყოფ ადამიანებს. ახლა ძალიან კარგი დროა დამსაქმებლებთან კომუნიკაციისთვის არაფრომალურ სიტუაციაში, რადგან გეძლევათ შანსი, საინტერესო საქმეს მოკიდოთ ხელი. არ შეგეშინდეთ ცვლილებების. იყავით სასარგებლო ახლობლებისთვის.


თხის რქა  -  საქმეების რაოდენობა გეომეტრული პროგრესიით იმატებს,  მაგრამ არ შეშინდეთ,  ნერვიულობის გარეშე შეუდექით გეგმის განხორციელებას, კონცენტრირდით და შედეგიც არ დააყოვნებს. არ მოგერიდოთ საკუთარი ცოდნის გამომჟღავნება საზოგადოებაში, თქვენი რჩევები საყურადღებო იქნება. კარგად გამოიყენეთ დასვენების დღეები, ერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელმაც შესაძლოა, ცხოვრება გაგირთულოთ.


მერწყული - ნუ იქნებით ზედმეტად უდარდელი, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს მოვალეობებს. საკუთარი იდეებს და პროექტებს ჯერ ნუ გაასაჯაროვებთ, დახვეწეთ, ჩამოაყალიბეთ და შემდეგ შეუდეგით განხორციელებას. პირად ცხოვრებაში საინტერესო რომანტიკული ნაცნობობა გელით.


თევზები -  ახლა სტრატეგიის შემუშავების დროა და არა - მოქმედების. კარგად დაგეგმეთ თქვენი ნაბიჯები, რომლის განხორციელების შანსი შემდეგ კვირაში მოგეცემათ. სამსახურში არ წამოიწყოთ ინტრიგები ან არ გაეხვიოთ ინტრიგებში. შესაძლოა, ამან თქვენს რეპუტაციაზე ძალიან ცუდად იმოქმედოს.


წარმატებები ყველას!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?