19-26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

18 მარტი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - მთელი კვირი ყველა დეტალი და ნიუანსი კარგად უნდა დაგეგმოთ. მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღისწინა რთული პერიოდი გაქვთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ენერგია საკმარისზე მეტი გექნებათ და იმოქმედეთ გონივრულად, დაკვირვებულად. მიტოვებული საქმეები თავს შეგახსენებენ, ამიტომ გადაუდებლად დაიწყეთ მოქმედება.


კურო - სოციალურად აქტიური კუროებისთვის კვირა ცოტა დაძაბული იქნება. ზოგიერთი საიდუმლო, რასაც აქამდე მონდომებით მალავდით, შესაძლოა, ამ პერიოდში გამჟღავნდეს. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა თქვენმა სიჯიუტემ და დაჟინებულობამ ფარული მტრები არ გააძლიეროს. თუ გრძნობთ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა, მაშინ არ მოდუნდეთ და სამართლიანობის პრინციპების დაცვით იბრძოლეთ. სხვა მხრივ, სასიკეთო კვირაა.


ტყუპები - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გარემოცვაში აღმოჩნდებით. თუ ეს განათლებული და გონიერი ადამიანების საზოგადოებაა, ეს თქვენს სწორ აქცენტებზე მიანიშნებს ცხოვრებაში. იაქტიურეთ საზოგადოებაში, შესაძლოა, ამან მყისიერი შედეგები არ გამოიღოს, მაგრამ თქვენი ინტელექტისა და ერუდიციის შესახებ უფრო ფართო წრე გაიგებს. თავი მოარიდეთ უხეშ და გაუნათლებელ ადამიანებს, კონცენტრირდით მთავარზე.


კირჩხიბი - კვირის მანძილზე მაღალია თქვენი ემოციურობა. ნერვული დაძაბულობა ხასიათს გაგიფუჭებთ, მაქსიმალურად ეცდებით, მოლაპარაკებები და ბიზნესსაქმიანობა თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალოთ. მოსალოდნელია გარკვეული ტიპის სირთულეები ბიზნესსაქმიანობასა და ოჯახურ ურთიერთობებშიც. იყავით გულისხმიერები და მეტად ალტრუისტები. თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, მთლიანობაში სასიკეთო კვირა გელით.


ლომი - კვირის მანძილზე თქვენი მიზანი კოლეგებსა და ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება უნდა იყოს. არ შეხვიდეთ კონფლიქტში მათთან, ეს თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. მოთოკეთ ამბიციურობა და ყურადღება დეტალებზე, ურთიერთობების დალაგებაზე გაამახვილეთ.


ქალწული - ეცადეთ, დიდ ფინანსურ რისკებში არ გადავარდეთ. თუ ზუსტად იცით, რას აკეთებთ, მაშინ რისკები გამართლებულია, მაგრამ სხვების ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით. სწრაფი გადაწყვეტილებები და მოქმედებები სხვა დროისთვის გადადეთ. ყურადღება უფრო ყოველდღიურ საქმიანობაზე გადაიტანეთ და პირად ურთიერთობებზე გააკეთეთ აქცენტი.


სასწორი - კვირა ცოტა დაძაბულია და ურთიერთობები ამ კვირაში თქვენგან ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. მოვლენები შეიძლება სასურველი გზით არ განვითარდეს, მაგრამ საშიში არაფერია, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება. თუ რამე სწრაფად არ კეთდება, თქვენს თავზე აიღეთ მისი დასრულება.


მორიელი - თქვენთვის ეს კვირა ბევრად მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. დინამიკური, საქმიანი და ბევრად ჰარმონიული, თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. ენერგიული ტონუსი მაღლდება, შესაბამისად, განწყობაც და საქმეებიც მშვენივრად წარიმართება. კარგი დროა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად.


მშვილდოსანი - ახალი სამსახურის დაწყებისთვის კარგი დროა. მაგრამ არ არის კარგი ფინანსური სპეკულაციებისა და დიდი ბიზნესპროექტებისთვის. მსხვილი დანახარჯებისგან თავი შეიკავეთ. მოიწყვეთ დასვენებისა და გართობის დღეები. ეს განწყობას აგიმაღლებთ და მეტ ენერგიას მოგცემთ.


თხის რქა - მთელი კვირა დაძაბული იქნებით იმის შიშით, რაიმეს გაკეთება ხომ არ გამოგრჩათ. სახლში თავს მყუდროდ ვერ იგრძნობთ, რადგან ცვლილებების შეტანას მოისურვებთ იმ გარემოში, სადაც ხართ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთმინება მოიკრიბოთ და ყველაფრის მოწესრიგებას სიმშვიდით შეუდგეთ. შეიძლება რემონტი დაიწყოთ ან საკუთარ გარეგნობაში კორექტივები შეიტანოთ.


მერწყული - ურთიერთობებში უფრო აკურატული და დიპლომატიური იყავით. თქვენ გარშემო შეიძლება ბევრი ინტრიგა და ფარული მტერი მოგროვდეს. გამოიჩინეთ სიფხიზლე და დაკვირვებულობა. თქვენი საქმეები სხვებთან შეთანხმებისა და ხმამაღალი განცხადებების გარეშე აკეთეთ, თუ გსურთ, რომ უკეთ გამოგივიდეთ. შეიძლება სადმე გამგზავრება მოგიწიოთ.


თევზები - მეგობრებთან და ფულის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება შელაპარაკებები მოგივიდეთ. გამოიჩინეთ დაკვირვებულობა და სიდინჯე. ნუ ჩაებმებით კონფლიქტურ გარჩევებში, შესაძლოა, მართალი არ აღმოჩნდეთ და ამის გამო მეგობრები დაკარგოთ. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, იმოქმედეთ. სხვა მხრივ, თქვენი დროა. ენერგოტონუსი - მაღალი. წარმატებით გამოიყენეთ ეს პერიოდი!


წარმატებები თქვენ!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?